ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ "ბრაგასთან" მატჩის შემდეგ, "ნაპოლის" მწვრთნელი რუდი გარსია ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ დამოკიდებულების გამო Marte-ს ეთერში გააკრიტიკა:
"როდესაც გუნდი ცუდად თამაშობს და იგებს, მაშინვე უნდა შეიცვალო, რათა უკეთესი გახდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯიუტი ხარ. როდესაც საქმეები ცუდად მიდის, ფეხბურთელებს ცვლის. წარმატებული გასული სეზონის შემდეგ, რაც ახლა ხდება, რაღაც ნეგატიური კი არა, ინტელექტის დეფიციტის აქტია.
გარსია პატივმოყვარეა, თავისი უპირატესობის დამტკიცება სურს და მისი მხრიდან ქართველის მიმართ აგრეთვე აშკარა იდიოსინკრაზიას ვხედავ. "კვარას" განტევების ვაცად იყენებს. როდესაც ნიჭიერი მოთამაშე
გყავს, კი არ უნდა შეცვალო, არამედ მხარი უნდა დაუჭირო. ასეთ ვითარებაში ქართველი ფსიქოლოგიურად როგორ მდგომარეობაში იქნება?
რა უნდა მოიმოქმედონ, რათა "ნაპოლიმ" თამაში გამოასწოროს? მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ნახევარ სიმართლეს ამბობს და ზომების ნაწილობრივ მიღებას მოითხოვს. არავითარი სურვილი არ მაქვს, ვინმესგან მადლიერება დავიმსახურო. "ბრაგასთან" შეხვედრა განგაშის მაუწყებელია და მწვრთნელის შეცვლაა შესაძლებელი, მაგრამ საქმე იმაშია, ვის დანიშნავენ გარსიას ნაცვლად. აურელიო ანდრეაცოლი? ურიგო იდეა არაა - სპალეტის შემდგომ პერიოდში კარგი ვარიანტია. ის "რომაში" სპალეტის მთავარი თანაშემწე იყო და ნეაპოლურ კლუბში თავისი ხედვა ექნება".