"ტორინოში" გადასვლის შემდეგ ხვიჩა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დამირეკა; შევთანხმდით, რომ..." - საბა საზონოვის ინტერვიუ

AutoSharing Option
"ტორინოს" ახალწვეულმა საბა საზონოვმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა. ახალგაზრდა მცველის თქმით, ხვიჩა კვარაცხელია იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი, ვინც მას სერია A-ში გადმოსვლა მიულოცა.

"მიხარია, რომ აქ ვარ. "ტორინო" განსხვავებული სტილის ფეხბურთს თამაშობს, ვიდრე ჩემი წინა გუნდი. მთავარი პლუსი? ორთაბრძოლებში შესვლა ძალიან მიყვარს. ამაზე არც იტალიაში ვიტყვი უარს. ერთი სული მაქვს, მოედანზე როდის გავალ.

ჯერჯერობით მნიშვნელოვანია, რომ მწვრთნელის ხედვები კარგად გავიაზრო. გუნდში უამრავი ძლიერი ცენტრალური მცველი ასპარეზობს.

ხვიჩას ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, ორივე რუსეთის ჩემპიონატში ვთამაშობდით. "კვარა" ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც
ტრანსფერის შემდეგ დამიკავშირდა და იტალიის შესახებ ბევრი დადებითი მიამბო. მიუხედავად ჩვენი მეგობრობისა, შევთანხმდით, რომ მოედანზე ერთმანეთის სასტიკი მოწინააღმდეგეები ვიქნებით. "ტორინოსა" და "ნაპოლის" დაპირისპირებას ძალიან ველოდები", - განაცხადა საზონოვმა.

შეგახსენებთ, სერია A-ს მე-5 ტურში "ტორინო" "რომას" უმასპინძლებს. მატჩი 24 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

alt"ტორინომ" გაიმარჯვა - საზონოვის დებიუტი არ შედგა

altსაზონოვი სათადარიგო იყო - "ტორინომ" 3 ქულა მოიპოვა

alt"ვინც კი მინახავს, საზონოვი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მცველია და თანაც, ქართველია" - სტიპიდიმ "ტორინოს" ახალწვეულის ტრანსფერზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩვენი კეთილი კვარა❤️
ლია
15:53 22-09-2023
0
საბა, მიაწექი...თუ სწორად იცხოვრებ, ივარჯიშებ და თავს არ დაზოგავ, მომავალი ქართველი ვან დეიკი ხარ, იცოდე, ყველა მონაცემი გაქვს, ფიზიკურობა, ტექნიკა, მოედნის ხედვა, სათამაშო ინტელექტი....თან კარგი გულიანი ქართველი ხარ...ეხლა საჭიროა მონდომება და თავდაუზოგავი შრომა
zaz197
22:25 22-09-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული