რამდენჯერ შეიძლება მამარდაშვილმა გუნდი გადაარჩინოს? - "ვალენსია" აუტსაიდერთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეექვსე ტურში „ალმერიასა“ და „ვალენსიას“ დაპირისპირება 2:2 დასრულდა.

მატჩი მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო, გოლი კი სტუმრებმა პირველივე კონტრიერიშისას გაიტანეს - თავი მეკარესთან პირისპირ გასულმა დიეგო ლოპესმა გამოიჩინა. „ალმერიამ“ შეტევებით უპასუხა, მამარდაშვილმა ორჯერ იხსნა თავისი გუნდი, მაგრამ 59-ე წუთზე მაინც გაუტანეს, როდესაც ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მოიგერია, დამატებაზე კი ყველას არიბასმა დაასწრო. თუმცა, მალე გერამ „ღამურები“ კვლავ დააწინაურა. შემდეგ ისევ ჩავარდა „ვალენსიას“ დაცვა, ისევ მოიგერია გიორგიმ მეტოქის დარტყმული ბურთი და ისევ ყველას დაასწრო არიბასმა.

„ვალენსია“ 10 ქულით მეხუთე ადგილზეა და
27 სექტემბერს „სოსიედადს“ უმასპინძლებს.

ალმერია. „მედიტერანეო“. 14 266 მაყურებელი
ალმერია - ვალენსია 2:2
გოლები: 1:0 დიეგო ლოპესი (14), 1:1 არიბასი (59), 1:2 გერა (63), 2:2 არიბასი (69)

მკითხველის კომენტარები / 17 /
მაგარი პრაქტიკა აქვს გიორგის ვალენსიაში, მაგრად ავარჯიშებს ვალენსია თამაშის მიმდინარეობისას.
წარმატებები მამარდაშვილს, ვალენსიას ღმერთმა გადმოხედოს
baggio
01:38 24-09-2023
0
ვალენსიამ თავისი ცენტრალური მცველის, 4 ნომრის, მაგივრად ერთი სარი რო დაარჭოს კარებთან, ბევრად მეტი სარგებელი ექნება.
პელე
08:53 24-09-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული