მატჩი მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო, გოლი კი სტუმრებმა პირველივე კონტრიერიშისას გაიტანეს - თავი მეკარესთან პირისპირ გასულმა დიეგო ლოპესმა გამოიჩინა. „ალმერიამ“ შეტევებით უპასუხა, მამარდაშვილმა ორჯერ იხსნა თავისი გუნდი, მაგრამ 59-ე წუთზე მაინც გაუტანეს, როდესაც ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მოიგერია, დამატებაზე კი ყველას არიბასმა დაასწრო. თუმცა, მალე გერამ „ღამურები“ კვლავ დააწინაურა. შემდეგ ისევ ჩავარდა „ვალენსიას“ დაცვა, ისევ მოიგერია გიორგიმ მეტოქის დარტყმული ბურთი და ისევ ყველას დაასწრო არიბასმა.
„ვალენსია“ 10 ქულით მეხუთე ადგილზეა და 27 სექტემბერს „სოსიედადს“ უმასპინძლებს.
ალმერია. „მედიტერანეო“. 14 266 მაყურებელი
ალმერია - ვალენსია 2:2
გოლები: 1:0 დიეგო ლოპესი (14), 1:1 არიბასი (59), 1:2 გერა (63), 2:2 არიბასი (69)
წარმატებები მამარდაშვილს, ვალენსიას ღმერთმა გადმოხედოს