"კვარას" მაღალი შეფასება და შეცვლების გამო გულშემატკივრების უკმაყოფილება

AutoSharing Option
სერია A-ს მეხუთე ტურში, „ბოლონიასთან" ფრედ დასრულებულ მატჩში (0:0), "ნაპოლის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ 76-ე წუთამდე ითამაშა და მაღალი შეფასებები დაიმსახურა.

კვარაცხელიას Whoscored-მა 7.3 ქულა დაუწერა და ეს მასპინძელთა გუნდის მეკარის ლუკაშ სკორუპსკის შემდეგ (7.6) ყველაზე მაღალი შეფასებაა. ხვიჩამ Sofascore-სგან 7.1, ხოლო flashscore-სგან 7.4 ქულა დაიმსახურა.

spazionapoli აღნიშნავს, რომ "კვარასა" და ვიქტორ ოსიმენის შეცვლა არასწორი იყო და ამის გამო ბოლონიაში ჩასულმა რამდენიმე ათასმა ნეაპოლელმა გულშემატკივარმა მწვრთნელ რუდი გარსიას უსტვინა.

Sportall.Ge

გამოცემა წერს, რომ ქომაგებმა უკმაყოფილება გამოხატეს, რადგან ფრანგმა სპეციალისტმა მოედნიდან ორი ყველაზე
მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გაიყვანა და ეს იმ დროს, როდესაც გოლის გატანა სჭირდებოდათ. ქართველმა ამჯერად უკმაყოფილება არ გამოხატა, ნიგერიელმა კი იმედგაცრუება ვერ დამალა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ფეხბურთის არ მცოდნე
ვერ შეამჩნევს, ყოველ თამაშში როგორ უმატებს კვარა!
თენგო
26 სექტემბერი 2023 09:06
0
არაჯანსაღი სიტუაციაა გუნდში. ვფიქრობ ფეხბურთელებიც ვერ იტანენ გარსიას. სპალეტიც რომ ყოფილიყო წელს შეიძლება ვერც გამხდარიყო ნაპოლი ისევ ჩემპიონი, მაგრამ სანახაობრივად ლამაზ ფეხბურთს ითამაშებდნენ მაინც რას ჰგავს გუნდი, კარში ვერ ურტყავენ.
დავით 67
25 სექტემბერი 2023 05:06
4
მაღალი შეფასება არა კვატი რაც დრო გადის რეგრესიაქ ჩვენ კვარადონას
გია
25 სექტემბერი 2023 01:00
225
გია, აბა პირი გააღე და სთქვი "ააააა"! სთქვი "აააა"....
gia-s
25 სექტემბერი 2023 23:57
0
ვაი შენს პატრონს!!
მავანისგან
25 სექტემბერი 2023 18:51
0
ყველა გამოხმაურება
საითაც გავიხედე და რომელ ენაზეც წავიკითხე მოსაზრებები, ყველა გარსიას აგინებს. მისთვისაც არაა მარტივი ჩემპიონ გუნდში მოსვლა. ყველა ვარიანტში, ჩემპიონ გუნდში რომ მოდიხარ იმაზე უკეთესი რა უნდა გააკეთო რაც უკვე იყო, მაშინ ისევ ჩემპიონი უნდა გახადო, ეგ კი თითქმის შეუძლებელია.
ხვიჩას რომ ძალიან მაგარი თამაში ჰქონდა დღეს ალბათ დამეთანხმებით. მისი შეცვლა წარმოუდგენელი იყო. თავიდან ვიფიქრე ყვითელი რადგან ჰქონდა მიღებული მაგიტომ შეცვალათქო მარა როგორც გარსიამ თქვა კუნთები სტკიოდაო. გასაგებია ყველაფერი. რატო უნდა იტყუებოდეს გარსია, კუნთები თუ სტკიოდა ფეხბურთელს და შეცვალა მაგაში რა არის გასაკვირი არმესმის.
მე არ ვარ ზოგიერთივით შეთქმულების თეორიების მომხრე და თან ასე სიძულვილით არ ვარ ამ ადამიანის მიმართ განწყობილი.
ხვიჩას თამაში დადებითად შეაფასა და თქვა, რომ გარისკვა არ უნდოდა. ბრმაც დაინახავდა დღეს საუკეთესო რომ იყო მოედანზე. რამდენჯერ დაჯარიმდნენ მასზე, პენალტიც მან მოიპოვა, ყველაზე მაღალი შეფასებაც მან მიიღო.
მოკლედ თქვენი არვიცი და მე არ ვემხრობი ამ მწვრთნელის ასე გადავლა გადმოვლას.
Skeleton
25 სექტემბერი 2023 00:54
13
ჰო, არვიცი, ეგ მწვრთნელი დიდ სიმპათიას არ იწვევს ჩემში მაგრამ უსამართლობას ვერ ვიტან. რადგან არ მოგვწონს ბარემ ყველაფერი დავაბრალოთთქო ეგ მიდგომა არ მომწონს.
რეალურად გარსიას მიმართ პროტესტი პირველივე თამაშში კვარას ძირითადში არ დაყენებამ გამოიწვია. როცა თავიდანვე ახსნა კაცმა, რომ კუნთის ტრავმა ჰქონდა და არ უნდოდა გარისკვა. შემდეგ თამაშებშიც ზუსტად ისე ცვლიდა როგორც სპალეტი და მაინც ვაგინებთ ამ კაცს და არ არის ეგ მიდგომა სწორი ჩემი აზრით.
კი არ ვიცავ, უბრალოდ რადგან სიმპათიით არ ვართ განწყობილი ყველაფერი ხომ არ უნდა დავაბრალოთ. მაგალითად ის, რო კვარას სპეციალურად ცვლის, ჯიბრში უდგას, ჩაგრავს, შეთმულებებს უწყობს და ასე შემდეგ.
კუნთები მტკივაო თუ უთხრა და მაგის გამო შეცვალა, რატო ვლანძღავთ მაინც.
შიგნით რა ხდება არავინ ვიცით.
Skeleton
25 სექტემბერი 2023 03:37
4
სადაც იყო, ყველგან ცუდი სახელი დატოვა და ახლა ჩვენგან რას ითხოვ, ყველა იტალიელი ექსპერტი უარესად ასწორებს მიწასთან. აქაური ექსპერტები კი მაგათთან შედარებით მხოლოდ კლავიატურაში ვვარჯიშობთ...
დდდ
25 სექტემბერი 2023 01:29
1
ყველა გამოხმაურება
სტვენა და ხარახოზუმი სამ დღეში ნახეთ, თუ წყალწაღებულ უდინეზეს ვერ მოუგეს სახლში. არადა, თავებსაც ვერ შეაკლავენ, რადგან კიდევ სამ დღეში ურთულესი გასვლა უწევთ მშვენიერ ფორმაში მყოფ ლეჩესთან და კიდევ სამ დღეში რეალი ჩამოდის ე. წ. კანტროლკ-ის დასახლელად... სპალეტის თუ მანქანის მოპარვა აკმარეს, ეს გარსია, შეიძლება კასტუმიანად მოიპარონ და ლაურენტისიც ზედ მიაყოლონ...
დდდ
25 სექტემბერი 2023 00:50
2
გარსიამ მოშალა გუნდი. ეს მწვრთნელი სხვაგანაა გუნდი კიდე სხვაგან ლაურენტის შე არასწორო ეს ვინ მოიყვანე შე ბებერო ჩარვაჭარო. არავინ ფორმაში არაა ლობოტკა, ანგისა, ზელენსკი, ოსიმენიც კი და კვარა მაგრამ ეს პირდაპირ მწვრთნელის ბრალიცაა სათანადოდ ვერ უსახავს/ურჩევს გუნდს სტრატეგიას და ამ აბლაბუდა სქემაში გუნდმა არ იცის ვინ სად როგორ ითამაშოს. ამ ნაპოლის ორგანიზებულობასა და ზოგადად გამართული ფეხბურთის თამაშში ფროზინონე, და ჯენოა ჯობია და ეს ლუზერი რუდი გარსიას დამსახურება, ფრანგი დიდი ხანი ვერ გატანს პოსტზე მაგრამ წუწურაქი დელაურენტისის ამბავი რომ ვიცი ის კომპენსაციის გადამხდელი არ არის დდ: ამიტომ გავა წელს ნაპოლი მეხუთეზე მაქსიმუმ. რაც შეეხება ხვიჩას მიუხედავათ იმისა დღეს ყველაზე კარგი მატჩი ქონდა ამ სეზონში და ჩაინიკ გარსიას ბოლომდე უნდა დაეტოვებია უკვე "სუნთქვა გახსნილი" ქონდა მეორე ტაიმში და შეაგდებდა ან ასისტს გაცემდა კვარა მაგრამ შეცვალა იმ კოპერატივმა მწვრთნელმა. მაგრამ მიუხედავად ამისა ხვიჩას ბურთს უკან მისთვის უჩვეულოდ ბევრჯერ აბრუნებს.
შარშანდელი ხვიჩა პირიქით, ბურთს რომ მიიღებდა, არ ქონდა მნიშვნელობა წინ ვინ ხვდებოდა მაინც წინ მიბროდა, ნაპრალებს ეძებდა.
ეს საფეხბურთო თავხედობა აღარ აქვს თითქოს, მომატებული მასის გამო შენელებული რომ არის ალბათ საკუთარ თავს პირველ რიგში თვითონ ატყობს და აღარ რისკავს, საკუთარ თავზე ბევრს აღარ იღებს.
თვითონ ნაპოლიც საკუთარი თავის აჩრდილია. მისი ბურთის ფლობა და კონტროლი სადღაც გაქრა. ამიტომ ხვიჩამ უფრო და უფრო გამალებით უნდა ივარჯიშოს მთავარია ეს წონა დაიგდოს და ის ისევ იფრენს. არაფერი ფსიქოლოგიური ფაქტორი ბრალი ეს ჩავარდნა არ არის ეს წონის ბრალია უნდა იმ დრიბლინგზე წასვლა მარა წონა/ტანი არ უშვებს. უნდა მოიკლოს ასე 3-4 კილო და უფრო აფარფატებული წონით ელასტიურობა, სისხარტე როცა მოიმატებს მაშინ ის ისევ დაადუღებს აპენინებზე მის წინააღმდეგ გამოსულ მცველებს და დარწმუნებული ვარ ხვიჩა აკრიფავს იმ ფორმას რაც შარშან ქონდა უბრალოდ როგორც ჩანს ამ ზაფხულს ბევრი იზარმაცა "შვებულებაში" და ფორმის აკრეფა ვეღარ მოასწრო ამ სეზონის სტარტზე და ჩემის აზრით იმ ძველი ხვიჩას ხილვას აპენინის მწვანე მინდვრებზე ასე მეათე ტურიდან უნდა ველოდეთ. კლასი ასე ჰაერზე არ იკარგება მეგობრებო ეს ყველა საფეხბურთო კანონს ეწინააღმდეგება. უბრალოდ წონის კლება ჭირდება რაც პირდაპირ ნიშნავს სისხარტის/ელასტიურობის დაბრუნებას და ხვიჩა ისევ გაიბრწყინებს ნუ დაპანიკდებით ბევრი სტრესშია მისი ამ უგოლო სერიის და ზოგადად ამ ბოლო პერიოდში მისი დაცემული სათამაშო ხარისხის გამო მაგრამ ნუ გეშინიათ ყველაფერი ისე იქნება როგორც ზემოთ დავწერე და ხვიჩა უამრავჯერ გაახარებს საქართველოს და უფრო მრავალფეროვნად გაგვიფერადებს ქართველებს ცხოვრებას ვიდრე ამას წინა სეზონში პერმანენტულად ტურიდან ტურში "გვანებივრებდა".
Charley
25 სექტემბერი 2023 00:16
5
ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის უნდა იყოს მისაღები. რა თქმა უნდა, ჯანსაღ კრიტიკაში არ ვგულისხმობ კრიტიკას ამოფარებულ დაბოღმილ ჰეითერობას.
სამწუხაროდ, ჯანსაღი კრიტიკის მიღება უჭირს ხალხს ჩვენთან და ეგრევე მტრად გრაცხავენ. ეგეც ერთ-ერთი მიზეზია ამ ქვეყნის წარუმატებლობის სხვადასხვა სფეროში.
მოკლედ, ობიექტურად საქმე არის ასე მთლიანად ნაპოლი არის კრიზისში, რაც იმედს იძლევა, ანუ მარტო კვარას არ აქვს მოკლებული ჰოდა, აქედან გამომდინარე ცხადია, რომ გუნდში ვერ არის სიტუაცია რიგზე. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა კვარას არაფერი ჭირს და ესეთი თამაში მხოლოდ ნაპოლის რეგრესის ბრალია არის თავის მოტყუება. აგერ ბოლონიას 36 წლის მამის ტოლა მცველი რომელიც მატჩში მცირე დაზიანების შემდეგ თან კოჭლობდა ტიპი ვერცერთხელ ვერ დაადრიბლინგა. აშკარად მოუკლო კვარამ და ეგ ჩვენთანაც გამოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ნაკრებმა ისე ითამაშა, იქ მესის გაუჭირდებოდა რამის ჰქნა.
ახლა, რომ ამბობენ რა განერვიულებთ განსაკუთრებული არაფერი ხდება და გრანდი მაინც იყიდის შემდეგ სეზონში კვარასო, ასევე თავის მოტყუებაა. ასეთ კვარას არცერთი გრანდი არ იყიდის თუ დროზე არ გამოფხიზლდა ხვიჩა და საკუთარ თავზე არ აიღო თამაში; ან ნაპოლში მოუწევს ყურყუტი რამოდენიმე წელი და შეიძლება სათადარიგო სკამზეც გადასვან, რაც მის კარიერას ჭაობში გადაისვრის, ან ნაპოლიც სანატრელი გაუხდება. კვარაზე დიდი ტალანტები გატეხილან და დაკარგულან. 22 წლის ასაკში უფრო მეტს უნდა ინდომებდე, სულ "დამშეული" უნდა იყო და არა როცა ხასიათზე ვიქნები მიდგომით აქაც სტაბილურობაა შედეგის მომტანი. ჯერ კვარას არ აქვს ის სტატუსი, რომ სეზონის ჩავარდნა აპატიონ, თან არ დაგავიწყდეთ, კვარა არ არის იმ ქვეყნიდან, რომელიც დიდი საფეხბურთო ოჯახის წევრია და მაგას იქ დიდი ყურადღებას აქცევენ. სისხარტე, მოქნილობა დაკარგული აქვს ალბათ რამოდენიმე კილოთ მომატებული აქვს და სასწრაფოდ უნდა დაიკლოს, ეს 3-4 კილოც დიდ განსხვავებას იძლევა თანამედროვე ფეხბურთში და სისწრაფეს გიგდებს რაც მთლიანად გაგდებს თამაშის რითმიდან. წინა სეზონიდან მოყოლებული დარტყმა ისევ ისე მოსამატებელი აქ როგორც პოზიციური გახსნა პოტენციურ დასარტყმელ პოზიციაში რათა შენი თავი შეთავაზო თანაგუნდელს რასაც ასეთი შენელებული სისწრაფით ვერ მოახერხებს. ამიტომ კვარას დაუგროვდა მთელი რიგი სათამაშო კომპონენტები რაც აღმოსაფხვრელი და გასაუმჯობესებელი აქვს. ამიტომ ამის წამალია ვარჯიში, ვარჯიში და ისევ ვარჯიში. სტარობა არ მოდის ასე ჰაერზე ის სტარები ისე მუხლჩაუხრელად ვარჯიშობენ რათა მივიდნენ იმ დიდებამდე და აღიარებამდე რომ ჯარისკაცის, მორაგბის თუ მოკრივის ვარჯიში მათთან შედარებით ფიზკულტურის გაკვეთილი გეგონება.
Kazanova
25 სექტემბერი 2023 00:10
13
ეს გარსია საკუთარი ხელით იჭრის ტოტს რომელზეც ზის. რაც მალე გაუშვებს ლაურენტესი მით მალე დაიწყებს ნაპოლი მოგების სერიებს
lex
25 სექტემბერი 2023 00:05
2
ამდენ თამაშში პირველად იყო,ნაპოლი თითქოს რომ ემსგავსებოდა,ძველ ნაპოლის და აზარტული თამაში რომ წავიდა,სწორედ მაშინ შეცვალა,ხვიჩა.
სოსო
24 სექტემბერი 2023 23:43
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული