სადამდე "გაქაჩავს" "ნაპოლის" მწვრთნელი - როდის აინაზღაურებს "კვარა" დანაკლისს და რა იცის ოსიმენმა...

AutoSharing Option
"ნაპოლის" ძველ რელსებზე შედგომას კვლავ ამაოდ ველით, რუდი გარსიას გუნდმა ჩემპიონატში ზედიზედ მესამე მატჩი ვერ მოიგო ("ბოლონიასთან" 0:0). ხვიჩა კვარაცხელიამ ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა, თუმცა, როგორც ნეაპოლელ, ასევე ქართველ გულშემატკივრებს მეტი სურთ, რადგან გასულ სეზონში ამას შევეჩვიეთ...

ცოტა ხნით დავივიწყოთ წარსული და დღევანდელობით ვიმსჯელოთ. "ნაპოლის" მაქსიმუმი ოთხეულისთვის ბრძოლა თუ იქნება. გუნდს ჰყავს დიდი ფაქტორი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც მაინდამაინც გოლების გატანის თამასას თუ არ ვუწესებთ, ძალიან დიდ გავლენას ახდენს თამაშზე. მწვრთნელის სხვაგვარი შეპირების მიუხედავად, ქართველი ისევ ბევრს შრომობს ბურთის მოსაპოვებლად; მის
მიმართ ასე გაძლიერებული დაცვის პირობებში, არცერთი ეპიზოდიდან არ ეთიშება; დრიბლინგებისას ბურთის დაკარგვის შემდეგ, საპასუხო იერიშის საფრთხე მისი გუნდისთვის დიდია, ეს 77-ე ნომრის უპირატესობაცაა და ნაკლიც და ამაზე გასულ სეზონში სულ ვწერდით - თანამედროვე მწვრთნელებს დრიბლიორები რატომ არ ხიბლავთ. სხვა მხრივ, "ნაპოლი" უმეტესად, საშუალო დონის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. მათ სიაში არაა ვიქტორ ოსიმენი, რომელსაც იდეალური დრო არ უდგას და გოლის "შიმშილს" განიცდის. მაინც ვთქვათ, რომ ეს ფორვარდის უმთავრესი საქმეა.

გასული სეზონის დასაწყისში ნეაპოლელთა შემტევები სივრცეებს რომ პოულობდნენ, ეს ნახევარდაცვის დიდი დამსახურება იყო. დღეს გუნდი ვერაფრით ახერხებს, მეტოქეები პრესინგზე ამოიტყუოს და მეტი ფანტაზიის ჩართვით, შეტევაში მრავალფეროვნება შეიტანოს. ამ ვითარებაში ყველას გაუჭირდება მოწინააღმდეგესთან, რომელიც დაცვაში კარგად დგას. გარსია ჩვენ გვატყუებდა თუ საკუთარ თავს, რთული სათქმელია, მაგრამ ის ვერც ფლანგების
მცველებით დამორჩილებას და გარემარბის, უპირველესად, კვარაცხელიას, ცენტრში შესვლას აბამს თავს. ამას დავამატოთ სტანდარტულებიდან მიღებული მინიმალური ეფექტი. აქ საქმე მხოლოდ ჩამწოდებელზე არაა, ყველაფერს მუშაობა სჭირდება. კვლავ გრძელდება რაღაც ძალიან დანავსული მდგომარეობა, რაც პენალტების შესრულებას უკავშირდება...

Sportall.Ge

როცა გუნდს შედეგი არ აქვს, მწვრთნელის მიმართ აგრესია ისედაც იმატებს და როცა ამას რაღაც გაუგებარ ახირებებს ამატებ, შორს ვერ წახვალ. სულ ვცდილობთ, აგრესია დამრიგებელზე არ იყოს. ამის გამო სპალეტიც ხშირად დაგვიცავს და გარსიას პირველი ნაბიჯების ერთგვარი ადვოკატირებაც მოგვიხდენია, თუმცა ეს უკვე მეტისმეტია!.. მეტისმეტია არა ზოგადად, ვინმესთვის, არამედ ემოციური ნეაპოლელი გულშემატკივრებისათვის. არის მომენტები, როცა წარმატებული მწვრთნელიც კი აღარ გსურს თავისი ტაქტიკის თუ დამოკიდებულებების გამო და მით უმეტეს, შედეგის არმქონე. პრეზიდენტ დე ლაურენტისის პოზიცია ალბათ ისაა, ეძებდა მწვრთნელს, რომელიც ტრანსფერების არგაკეთების გამო არაფერს იტყოდა და არსებული რესურსით მისი სურვილით გამოყენებაზე დათანხმდებოდა. კვარაცხელიამ და ოსიმენმა (რომელიც ასევე გაბრაზდა ცვლილების გამო) ამ ქალაქს წარმოუდგენელი ემოციები და წარმატება აჩუქეს და ამ დროს გარსიას ზედმეტად ატანას არავინ მოითმენს. ნიგერიელი სპალეტისაც შეუცვლია, მაგრამ ახლა ვიქტორმა იცის, რომ გარსიასთან ყველაფერი ეს "ხახვივით შერჩება", თანაც, კვარაცხელიას ინციდენტის შემდეგ...

კარგია, რომ ხვიჩა ეტაპობრივად ოპტიმალურ ფორმას უბრუნდება. ეს ამ გუნდთან ერთად და ამ სიტუაციაში რთულია, საქმე ინდივიდუალურ სპორტის სახეობასთან არ გვაქვს. ვისთვისაც ფეხბურთი მარტო გატანაა, რას ვიზამთ, ამისთვის "კვარას" კომფორტული ვითარება არ აქვს. ხვიჩას კვლავ უნდა "ორმაგი დუბლი" ჰქონდეს და ამის გამო ნერვიულობს კიდეც, თუმცა სიტუაცია როგორც კი ცოტათი დალაგდება, თუნდაც ეს ახალი წლის დღეების შემდეგ იყოს, ის დაკარგულის ანაზღაურებას შეძლებს. ადრეც შეგახსენეთ, რუსეთის ჩემპიონატში კვარაცხელიას ყველაზე კარგი შედეგი სეზონში 4 გოლი იყო და გასული წლის სიგიჟე ასე მარტივად არ მეორდება. სწორედ ემოციურ ფონს უნდა უკავშირდებოდეს, ჩვენებურმა გაფრთხილება რომ მიიღო. "კვარამ" ყველაზე კარგად იცის, მეტი ზუსტი დარტყმა და უფრო მახვილგონივრული პასები რომ მოეთხოვება, რადგან მისი ამბიციები და შესაძლებლობები მაღალია.

"ნაპოლის" დატვირთული პერიოდი აქვს, ჩემპიონატის მატჩი შუა კვირაში და მოახლოებული დაპირისპირება მადრიდის "რეალთან". ვნახოთ, სადამდე "გაქაჩავს" გარსია...

altხვიჩას ძალისხმევით მოპოვებული პენალტი - "ნაპოლიმ" ისევ დაკარგა ქულები [VIDEO]

altრუდი გარსიამ კვარაცხელიას შეცვლის მიზეზი განმარტა

მკითხველის კომენტარები / 23 /
ვინც თამაშს უყურეთ კითხვა მაქვს, ოღონ მართლა ვინც უყურეთ და ზედაპირულად მარტო გოლი გაიტანა არ გაიტანათი არ შემოიფარგლებით!
თქვენი აზრით სწორია როცა შემტევი ფეხბურთელი დაცვაში ჰყავს გადაყვანილი? გუშინ მცველის მოვალეობასაც ასრულებდა კვარა. სპალეტიც სთხოვდა დაცვაში თამაშს მარა შეტევაში უმაგრეს შედეგებს დებდა. აი რაში აქვს მოკლებული კვარას? ზუსტად ასე არ თამაშობდა წინა წელს? მისი მოპოვებული პენალი რომ გასულიყო, ის სამი და მეტი ასისტი რაც გააკეთა გოლით რო დაესრულებინა ოსიმენს მაშინ ხო არ იტყოდით ჩავარდნა აქვსო?
იუვენტუსთან როგორც ითამაშა იანვარში, ყველაფერი რო გამოსდიოდა და სამი ასისტი რო გააკეთა, თვითონაც გაიტანა, აი ის ასისტები რო ვერ გამოეყენებიათ მაშინაც ვიტყოდით ჩააგდო თამაშიო? მიუხედავად იმისა იქ მცველებს რეების დამართა?
იგივეს აკეთებე ახლაც მაგრამ არ გადის გოლი, მის ასისტებს ვერ იყენებენ, მისი მოპოვებული პენალი არ გააქვთ, თვითონაც ვერ გააქვს გოლი მარა უფრო მეტ მომენტს ქმნის რო სხვას გაატანიოს, იმ სხვასაც ვერ გააქვს. ვერ ვხედაც მე აქ კვარას ჩავარდნას. რაღაც უიღბლობის სერიას ვხედავ მარტო.
და საერთოდ, რა უნდა დაცვაში კვარასნაირი ფეხბურთელის რესურსს?
8
გარსიამ გუშინ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ შარლატანია-მიკვირს ლილს როგორ მოაგებინა ლიგა 1. აბა ოლივეირას რომ გაიყვან კაცი და რუი-ხუის შემოიყვან-რომელიც დაცვაში არ ვარგა-კვარას ამით ხომ მეტი საქმე უჩნდება მისი უნდა არ უნდა დახმარების გამო და იძულებულია მეტი ყურადღება უკან თამაშს დაუთმოს-ვიდრე შეტევაზე იფიქროს-ეს მაშინ როცა გუნდს გოლი აქვს გასატანი...
მართლა არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება გარსიას გადაწყვეტილებები-უბრალო პრახადიმეცი და პროფანაციაა-რა უნდა მაგას ნაპილის მწვრთნელად-ოჰ ეს ბებერი თეთრი მელა აურელიო-ეგ არც ბიზნესმენად ვარგა -ასეთ აქტივს აუფასურებს და თავისი უნწობით რას მოიგებს-მაგასაც ვნახავთ
inviz9
15:10 25-09-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული