"აიაქსისა" და "ფეიენოორდის" სკანდალური მატჩი 27 სექტემბერს განახლდება

AutoSharing Option
როგორც იცით, ნიდერლანდების ჩემპიონატზე "აიაქსისა" და "ფეიენოორდის" მეექვსე ტურის მატჩი იმის გამო შეწყდა, რომ ანგარიშით უკმაყოფილო (0:3) მასპინძელთა ფანებმა მოედანზე მაშხალების სროლა დაიწყეს. ბევრი ელოდა, რომ ამსტერდამულ გუნდს ტექნიკურ წაგებას ჩაუთვლიდნენ, მაგრამ ქვეყნის ფეხბურთის სამეფო კავშირმა სხვაგვარი გადაწვეტილება მიიღო.

შეხვედრა 27 სექტემბერს 55-ე წუთიდან მაყურებლების გარეშე განახლდება. შეგახსენებთ, იმ თამაშში "აიაქსის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სათადარიგო იყო.

27 სექტემბერს ჩასატარებელი "აიაქსისა" და "ვოლენდამის" მეშვიდე ტურის დაპირისპირება მოგვიანებით გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
განახლდებაო? ვაი ამათ პატრონს... იმის მაგივრად რომ ჩაეთვალოს 3-0 წაგება და მორჩა.
0
ერთი 10 საშინაო მატჩის უმაყურებლოდაც დავსჯიდი ბევრი ისეთი რამ იყო რო შეკრიბო 10 მატჩის დასასჯელი გამოვა 3 ჯერ შეწყვეტა ფეიენორდიის მეკარისთვის ჯანმრტელობის დაზიანების რისკი 2 ჯერ . სტადიონზე შევარდნა აბა ვენლო ან ნეიმეგენი იყოს უკვე მოკვეთილი იქნებოდა
ნოდო
16:52 26-09-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული