გოლი, საგოლე პასი, მოპოვებული პენალტი - ძველი "კვარა" დაგვიბრუნდა! [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მეექვსე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „უდინეზე“ 4:1 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელია კი საუკეთესოდ გაისარჯა.

მიუხედავად მატჩისწინა სკანდალისა, ოსიმენი ნეაპოლური გუნდის სასტარტოში ვიხილეთ. მასპინძლებმა შეუტიეს. ზელინსკიმ ახლო მანძილიდან ააცილა კარს. კვარაცხელიას დარტყმულიც არაზუსტი იყო. შემდეგ ხვიჩა საჯარიმოში წააქციეს, მან ზიდიზედ მეორე შეხვედრაში მოიპოვა პენალტი და ზელინსკიმ გაიტანა. „ნაპოლიმ“ დიდი ძალებით დაიწყო მეტოქის კარზე იერიშების მიტანა და ალბათ, მიმდინარე სეზონში საუკეთესო თამაში აჩვენა. ისევ გაიჭრა კვარაცხელია, დაარტყა და მეკარე სილვესტრიმ არ დაანება გატანა. მერე „კვარამ“ მარიო რუი პირისპირ შეჰყარა სილვესტრის, თუმცა
პორტუგალიელმა შანსი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, გატანის შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა ოსიმენმა და ანგარიში გაზარდა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა. „კვარამ“ ლამაზი ფინტებით დაგვამახსოვრა თავი, მერე ბურთი ორჯერ გაარტყა ძელს, მეურვეს ყვითელი ბარათი მიაღებინა, ხოლო 74-ე წუთზე მცველს ბურთი მოჰპარა, სილვესტრის გასცდა და 16 მარტის შემდეგ პირველად გაიტანა. 81-ე წუთზე სამარჯიჩმა საოცარი დრიბლინგი განახორციელა და სხვაობა შეამცირა. ცოტა ხანში კი ხვიჩა ფლანგზე გაიჭრა და სიმეონეს საგოლე პასი გაუკეთა. ქართველი 83-ე წუთზე შეცვალეს, გარსია გადაეხვია, ტიფოზებმა კი აპლოდისმენტებით გააცილეს.

„ნაპოლი“ 11 ქულით მეხუთე ადგილზეა და 30 სექტემბერს გასვლაზე „ლეჩეს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - უდინეზე 4:1
გოლები: 1:0 ზელინსკი (19, პენ), 2:0 ოსიმენი (39), 3:0 კვარაცხელია (74), 3:1 სამარჯიჩი (81), 4:1 სიმეონე (82)


მკითხველის კომენტარები / 112 /
ფაქტია ძლიერ გუნდებთან უჭირს თამაში.
ბოლო ბოლო ვისთან გაილაღა დინეზესთან, სუსტი და ბოლოადგილოსანია.
რას იზამს ინტერთან და მილანთან ? რაც შარშან ქნა :))
საე რომ ნუ იჩქარებთ ჩარტერულ რეისებს :))
23
კვარა ძლიერი ფეხბურთელი არის და მისი სიძლიერე იტალიაში ან ევროპაში არაფერში გვარგია...ნაკრებში უნდა დაამტკიცოს თავის სიძლიერე და უნდა დაემტკიცებინა ახალგაზრდულ ნაკრებშიც.თუ ნაკრებს არ გამოადგება და ზურგს აქცევს რაში უნდა გვაინტერესებდეს რას აკეთებს სადაც არის.ეგეთი ფეხბურთელები ნაკრებში თავს დებენ და ეს ადამიანი კი ზურგს უკან დგას საქართველოს ნაკრებში.
აუუუ აუუუ
21:21 28-09-2023
32

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული