"კეთილი იყოს შენი დაბრუნება, "კვარადონა"! - იტალიური გამოცემები კვარაცხელიას თამაშს აღფრთოვანებით ეხმაურებიან

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" რიგებში მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. "უდინეზესთან" მოგებულ (4:1) შეხვედრაში ქართველმა გოლი და შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ამასთან ერთად კი, პენალტიც მოიგერია.

იტალიური გამოცემები ჩვენებურის ბრწყინვალე ასპარეზობას ეხმაურებიან:

La Gazzetta dello Sport 7.5: - "კეთილი იყოს შენი დაბრუნება, კვარადონა. 192 დღე ბოლო გოლის შემდეგ. მატჩის დასაწყისიდანვე ჩანდა, რომ მას გატანის სურვილი ჰქონდა. მან პენალტი მოიპოვა, ორჯერ ძელს მოარტყა, ჩოლიტოს საგოლე პასი გაუკეთა და გოლი ფანებთან ერთად იზეიმა".

Il Corriere dello Sport 8: - "ხვიჩამ პენალტი მოიპოვა, ძელს გაარტყა საჯარიმოს
გარედან მარცხენათი დარტყმული, ასევე მარჯვენა ფეხით დარტყმულიც გაარტყა ძელს. ორივე აპლოდისმენტების ღირსი იქნებოდა რომ გასულიყო".

Tuttosport 8: - "დიდებული მარათონი ჰქონდა. მან მისი თამაშის ხარისხი პირველივე წუთებიდან დაგვანახა. მან პენალტი მოიპოვა, რითაც "ნაპოლი" წინ გავიდა; ორჯერ ძელს მოარტყა ასისტი გააკეთა და გოლის სახით ნამდვილი მარგალიტი შექმნა 192 დღის შემდეგ".

Il Mattino 7.5: - "დიდებული დაბრუნება გამოუვიდა. ის გაბრაზებული ართმევს ბურთს ბაიოლს და 192 დღის შემდეგ პირველი გოლი გააქვს. მაგრამ არამხოლოდ ეს, მან ასევე ორჯერ ძელს მოარტყა ბურთი, კარგად აკონტროლებდა ბურთს. დიდებული და ჰიპერაქტიური იყო და ყოველთვის თამაშში იყო ჩართული და თამაშიდან მაშინაც არ გამქრალა, როდესაც მატჩის ბედი გადაწყვეტილი გახლდათ".
მკითხველის კომენტარები / 19 /
ხვიჩას აღარ ყავს ახლა ცოლი???რა საშინელებებს უწერდით ახალგაზრდა, შვილის ტოლა გოგოს გახსოვთ??ყველაფერს მას რომ აბრალებდით,არ გრცხვენიათ ჭორიკანა კაცებო???!!!თქვენს გამო მე მცხვენია!!!!!!!
გიორგი
16:18 28-09-2023
6
ვულოცავ ხვიჩას და ყველა მის გულშემატკივარს! ისე, როგორ გამომეპარა, პარალელურად მეკარეობასაც ითავსებს თურმე და გუშინ პენალტიც მოუგერიებია. ბრავო ჟურნალისტს ამ ახალი ინფორმაციის მოწოდებისათვის.
ბესიკი
16:40 28-09-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული