
სერია A-ს მეშვიდე ტურში, პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" სტუმრად "ლეჩეს" 1:0-ს ამარცხებს.
"პარტენოპეის" შემადგენლობიდან ერთადერთი გოლი ლეო ოსტიგორმა მე-16 წუთზე გაიტანა.
რაც შეეხება ხვიჩას, ქართველმა ფეხბურთელმა 33-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, კარში დარტყმული 2 ბურთი დაუბლოკეს, ერთი დარტყმა კი კარის ჩარჩოს აცდა.
ლეჩე. „ვია დელ მარე“
ლეჩე - ნაპოლი
გოლები: ლეო ოსტიგორი (16)