ხვიჩას მაგარი საგოლე გადაცემა - "ნაპოლიმ" "რეალთან" მატჩის წინ "ლეჩე" მარტივად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მეშვიდე ტურში "ნაპოლიმ" გასვლაზე "ლეჩე" 4:0 დაამარცხა და მადრიდის "რეალთან" მატჩს მშვენიერ ხასიათზე შეხვდება.

პირველ ტაიმში მე-16 წუთზე პიოტრ ჟელინსკის ჩაწოდებას ლეონ ოსტიგარდი გამოეხმაურა და ანგარიში გახსნა.

მეორე ნახევარში 46-ე წუთზე მოედანზე ჯოვანი სიმეონეს ნაცვლად ვიქტორ ოსიმენი შემოვიდა, 51-ე წუთზე კი ჩინებულ გადაცემას ნიგერიელი ფორვარდი გამოეხმაურა, 88-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა ჯანლუკა გაეტანომ მასპინძელთა კარი მესამედ აიღო, საბოლოო ანგარიში კი მატეო პოლიტანომ პენალტის ნიშნულიდან 90+5 წუთზე დააფიქსირა.

ამრიგად, "ნაპოლი" 14 ქულით მესამე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 3 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე სახლში "რეალთან"
გამართავს, სერია A-ში კი 8 ოქტომბერს "ფიორენტინას" უმასპინძლებს.

ლეჩე. "ვია დელ მარე"
"ლეჩე" - "ნაპოლი" - 0:4
გოლები: 0:1 ესტეგარდი (16), 0:2 ოსიმენი (51), 0:3 გაეტანო (88), 0:4 პოლიტანო (90+5)

მკითხველის კომენტარები / 19 /
რაფაელ ლეაო ჯობია
6
ხომ მაინც მოხდა ის, რომ ჩვენც გავხდით ნაწილი რაღაც ძაან მნიშვნელოვანის ფეხბურთში. იყო კიდევ შიშები, რომ შარშანდელ ჩვენი საფეხბურთო ენიგმა აღარ გაგვიგრძელდებოდა. განსაკუთრებით ჩვენ ბათუმში, დარწმუნებული ვარ რუბინის ქალაქში (სახელი აღარ მახსოვს) და ნეაპოლში, ხომ მონუსხულები ვართ ხვიჩას შემოქმედებით. მე მესმის მისი ზოგჯერ მაკრიკიტებელი გულშემატკივტისა, ვისაც ეს ცოცხლად არ უნახავას. მან ხომ არიცის როგორია იჯდე სტადიონზე და ყოველ წამს უფრთხილდებოდე, უცაბედ რაიმე ისეთი არ გამოგეპაროს, რაც არასოდეს არსად აღარ განმეორდება.გქონიათ ესეთი განცდა? მაშინ გაიგებთ რასაც ვამბობ.უდინეზესთან კვარა იყო, ამაზე იტყოდნენ უწინ, ზეპირსიტყვიერებით გადმოეცაო. მთელი დრამა ვიხილეთ, ტიტანისა და ურჩხულის. მძიმე ბრძოლა საკუთარ თავთან, ყოველივე ჩვენგანის მძიმე ტვირთთან. რომლისაგან განთავისუფლება რჩეულთა ხვედრია. ხვიჩამ შეძლო და ჩვენს ტკბობასც არ უწერია დასრულება. უბრალო მოკვდავნი ასეთი გენიების დიდი საქმეებით თუ ვიკვებებით
ამატაკი
20:04 01-10-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული