ხვიჩას მაგარი საგოლე გადაცემა - "ნაპოლიმ" "რეალთან" მატჩის წინ "ლეჩე" მარტივად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მეშვიდე ტურში "ნაპოლიმ" გასვლაზე "ლეჩე" 4:0 დაამარცხა და მადრიდის "რეალთან" მატჩს მშვენიერ ხასიათზე შეხვდება.

პირველ ტაიმში მე-16 წუთზე პიოტრ ჟელინსკის ჩაწოდებას ლეონ ოსტიგარდი გამოეხმაურა და ანგარიში გახსნა.

მეორე ნახევარში 46-ე წუთზე მოედანზე ჯოვანი სიმეონეს ნაცვლად ვიქტორ ოსიმენი შემოვიდა, 51-ე წუთზე კი ჩინებულ გადაცემას ნიგერიელი ფორვარდი გამოეხმაურა, 88-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა ჯანლუკა გაეტანომ მასპინძელთა კარი მესამედ აიღო, საბოლოო ანგარიში კი მატეო პოლიტანომ პენალტის ნიშნულიდან 90+5 წუთზე დააფიქსირა.

ამრიგად, "ნაპოლი" 14 ქულით მესამე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 3 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე სახლში "რეალთან"
გამართავს, სერია A-ში კი 8 ოქტომბერს "ფიორენტინას" უმასპინძლებს.

ლეჩე. "ვია დელ მარე"
"ლეჩე" - "ნაპოლი" - 0:4
გოლები: 0:1 ესტეგარდი (16), 0:2 ოსიმენი (51), 0:3 გაეტანო (88), 0:4 პოლიტანო (90+5)

მკითხველის კომენტარები / 19 /
ხვიჩა ბრავო!!
რუსმა კომენტატორმა ხვიჩას პასზე - ასეთი პასიდან მეც გავიტანდიო)))
ჯონი
19:29 30-09-2023
3
სერია ა ში სულ 6 არასრული მატჩი ჩაატარა. სამი ასისტი, ერთი გოლი, ორი გამომუშავებული პენალი და უამრავი ულამაზესი ეპიზოდია მის ანგარიშზე. ეს სტატისტიკას რომ უწუნებს იმ ხალხისთვის.
სხვათაშორის დღეს პირველი გოლი მის გამომუშავებულ ჯარიმას მოჰყვა მარა ეგეთ წვრილმანებზე ხო არ ვისაუბრებთ :D
Spain
19:02 30-09-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული