"ვაალვიკისა" და "აიაქსის" მატჩი მეკარის უმძიმესი ტრავმის გამო შეწყდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიდერლანდების ჩემპიონატის მეშვიდე ტურში „აიაქსი“ გასვლაზე „ვაალვიკს“ 3:2 ამარცხებდა, მაგრამ მატჩი  შეწყდა.

84-ე წუთზე სტუმართა გუნდის თავდამსხმელი ბრიან ბრობი მეკარე ეტიენ ვასენს მუხლით თავზე შეეჯახა, რომელმაც თავი შეუძლოდ იგრძნო, მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და თამაში შეწყდა. გუნდები გასახდელში გავიდნენ, ტელეკომპანია RKC კი იტყობინება, რომ შეხვედრა არ განახლდება.

ჯერ უცნობია მეკარის მდგომარეობა, რომელიც საავადმყოფოში უგონოდ მყოფი გადაიყვანეს.

ამსტერდამული გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სათადარიგო იყო.

ვაალვიკი. „მანდემაკერსი“
ვაალვიკი - აიაქსი
გოლები: 0:1 ბრობი (30), 1:1 კრამერი (37), 1:2 ბერგვეინი (43, პენ), 2:2 აუკილი (51), 2:3 ბერგეისი
(57)

მკითხველის კომენტარები / 6 /
რა თარსი დაეტაკა აიაქსს მეორე თამაში შეწყდა ზედიზედ. უფრო მეტი ინფორმაცია არსად არაა. მიქაუტაძე ცუდად გადავიდა ამ გუნდში და ცოდვაა უთამაშებლად არის რამდენი ხანია.
ვაჟა მასწ.
01:25 01-10-2023
1
იმედია გადარჩება. ძალიან მძიმე სურათი იყო. ფეხბურთელებიც ტიროდნენ (((
გულშემატკივარი
01:45 01-10-2023
0

სიახლეები პოპულარული