ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "რეალთან" მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" მწვრთნელმა რუდი გარსიამ ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა კომენტარი:
"ეს მწვრთნელისთვის და ფეხბურთელებისთვის ყველაზე მაღალი დონის ტურნირია. როდესაც ჰიმნს ვუსმენთ, დიდ ენერგიას ვიღებთ და ვგრძნობთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვართ. როგორც ადრე ვთქვი, "ნაპოლი" ის კლუბია, რომელიც ამ ტურნირზე ყოველ წელს უნდა თამაშობდეს. "რეალთან" ჯგუფში პირველად ვართ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა გვჭირდება. სერია A-ში ლიდერთა შორის დავბრუნდით და მომავალი დაპირისპირების სრული სიმშვიდით შეხვედრა გვმართებს.
მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გუნდს ვეთამაშებით, რომელმაც
ბოლო 10 სეზონში ლიგა 5-ჯერ მოიგო. მათ კარლო ანჩელოტი უდგას სათავეში, მას შესანიშნავად იცნობთ და მეც ძალიან ვაფასებ. შემადგენლობაში უკანასკნელი ფინალის 10 მონაწილე ჰყავთ. რთული მატჩი იქნება, მაგრამ ჩვენ მოსაგებად ამბიცია გაგვაჩნია. ამისათვის გული და გონიერება დაგვჭირდება. 120%-ით დავიხარჯებით. მეტოქე შევისწავლეთ, ბიჭებს მათი ძლიერი და სუსტი წერტილები ვაჩვენეთ. ისევე, როგორც ჩვენ, მსოფლიოს ყველა გუნდს აქვს არა მხოლოდ ძლიერი, არამედ სუსტი მხარეები. თუმცა მხოლოდ საკუთარ თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი, ჩვენს უნარებზე, თვითდაჯერებულობაზე.
ბიჭებს ძლიერი მოტივაცია გააჩნიათ და დამუხტულები იქნებიან. საჭიროა ყურადღება დეტალებს მივაქციოთ, ვინაიდან დიდ მატჩებში გადამწყვეტი მნიშვნელობა პატარა, მაგრამ ფუნდამენტურ დეტალებს აქვს.
ბიჭებს ძლიერი მოტივაცია გააჩნიათ და დამუხტულები იქნებიან. საჭიროა ყურადღება დეტალებს მივაქციოთ, ვინაიდან დიდ მატჩებში გადამწყვეტი მნიშვნელობა პატარა, მაგრამ ფუნდამენტურ დეტალებს აქვს.
ბენზემას წასვლის შემდეგ ბელინგემის სახით კარგი ფეხბურთელი დაიმატეს, თუმცა ის სხვა სტილისაა. მხოლოდ ერთის განეიტრალებაზე არ უნდა ვიზრუნოთ. "რეალში" აგრეთვე კარგად ირჯება ხოსელუ. ხვალ მოედანზე ძლიერი გუნდი გვეყოლება და წარმატების ურიგო შანსი არ გვექნება. ამის ამბიციით აღსავსენი ვართ. პირველ რიგში, აუცილებელია სიმშვიდე და ყველა უნარების გამოვლენა.
იტალიის პირველობა ცუდად არ დავიწყეთ, პირველ ორ ტურში მოვიგეთ. რა შეიცვალა ბოლო მატჩებში? ბურთს ვფლობდით, კარში ვურტყამდით, გოლებიც გავიტანეთ და თვითდაჯერებულობაც დაგვიბრუნდა. მაგალითად, "კვარა", გოლის შემდეგ თავს გაცილებით მშვიდად გრძნობს, მოედანზე ბედნიერია. ის უნიკალურია, მაგრამ მარტის მერე არგატანილ გოლზე ფიქრობდა".
ხვიჩა ფრთხილად უნდა იყოს - რუდიგერის ვიდეო სოციალურ ქსელებს იპყრობს [VIDEO]
"კვარას" და ოსიმენის ჩახუტება სწორედ ამაზე მეტყველებს - საკიმ "ნაპოლიზე" ისაუბრა
"თუ "ნაპოლი" ამ უპირატესობას გამოიყენებს, "რეალს" დაამარცხებს" - Sky Sports-ის კომენტატორი
კვარაცხელიაზე დამოკიდებული "ნაპოლი", წარსულის კონტურები და მთავარი იმედები "რეალთან"...