უიღბლობა: საზონოვმა პირველად დაიწყო "ტორინოში" სასტარტოში თამაში და ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
სერია A-ს მეშვიდე ტურში „ტორინო“ საკუთარ მოედანზე „ვერონას“ დაუზავდა - 0:0.

მასპინძელთა გუნდის მცველმა საბა საზონოვმა პირველად დაიწყო თამაში სასტარტოდან, მაგრამ მარჯვენა კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო და 27-ე წუთზე მოედანი თვალცრემლიანმა სამედიცინო პერსონალის დახმარების გარეშე დატოვა. ჯერ უცნობია, რამდენად სერიიოზულად დაშავდა საზონოვი და შეძლებს თუ არა მომავალ მატჩში მონაწილეობის მიღებას.

რაც შეეხება შეხვედრას, დიდად სანახაობრივი ვერ გამოდგა და უგოლოდ დასრულდა.

„ტორინო“ 9 ქულით მეათე ადგილზეა და 7 ოქტომბერს გასვლაზე „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება.

ტურინი. „ოლიმპიკო დი ტორინო“
ტორინო - ვერონა 0:0


მკითხველის კომენტარები / 4 /
არაუშავს საბა.
მთელი სულით და გულით გისურვებ წარმატებებს!
ლაშა
23:25 02-10-2023
0
არა და ძალიან კარგად, თამამად და თავდაჯერებულად მოქმედებდა მოედანზე!
ღმერთი ფარავდეს!
ვაჟა მასწ.
22:55 02-10-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული