"არც ერთ სხვა ქვეყანაში ეს არ მოხდებოდა, სანიოლმა იცის ჩემი არსებობის შესახებ?" - ლევან კუტალია

AutoSharing Option
"ალაშკერტის" ფორვარდი ლევან კუტალია სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის მიერ ოქტომბრის მატჩებისთვის გამოძახებულ შემადგენლობასთან დაკავშირებით წერს. გამოცდილი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ფრანგი სპეციალისტი მას უსამართლოდ ექცევა.

"გამარჯობა, მეგობრებო! მინდა გამოვეხმაურო სანაკრებო სიას, გულდაწყვეტილი ვარ ისევ. ამდენი წელია ველოდები, რომ ვიღაც, სადღაც დაინახავს, თუ რამდენ შრომასა და მონდომებას ვდებ, არ ვჩერდები, ვთამაშობ, გამაქვს გოლები სხვადასხვა ჩემპიონატში რომ აი, ერთ დღეს, ვიღაც შემომხედავს და დააფასებს ჩემს შრომას, მაგრამ უშედეგოდ. კვლავ უყურადღებობა, იგნორირება.

რისთვის გინდა ფეხბურთელს კარიერა? - იმისთვის, რომ ერთხელ
მაინც შენი ქვეყნის მაისური ჩაიცვა. ეს სიამაყეა, როდესაც შენი ქვეყნისთვის უნდა გაისარჯო. მაგრამ ისევ იგნორი. დრო გარბის და მეც მაქვს ძალიან სამართლიანი კითხვა - რატომ არ შეიძლება გამომიძახონ თუნდაც ამხანაგურ მატჩში? ვფიქრობ, რომ უსამართლოა ეს დამოკიდებულება და გადაწყვეტილება ჩემ მიმართ, რასაც აკეთებენ. არცერთ სხვა ქვეყანაში ეს არ მოხდებოდა. ხშირად მესმის სანიოლისგან, რომ ის ვიღაცებს აკვირდება, რომ თუ მოუმატებენ, არ გამორიცხავს მათ კანდიდატურას და მე? იცის ჩემი არსებობის შესახებ?

ვიცი, რომ მედიამ ბევრჯერ დაუსვა კითხვა ჩემ შესახებაც, მაგრამ ბოლოს უთქვამს, გამოუძახებელ ფეხბურთელებზე კომენტარს არ გავაკეთებო! რატომ? მაქვს კითხვა - რატომ არ დაიმსახურა ლევან კუტალიამ, თუნდაც ერთხელ, სიაში მოხვედრა????!! პ.ს. მინდა წარმატება ვუსურვო ბიჭებს ამ თამაშებში", - წერს კუტალია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში კუტალიამ "ალაშკერტის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 14 მატჩი გამართა, თავი კი 10 გატანილი გოლითა და 1 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 39 /
მხოლოდ ფაქტებს შევხედოთ:

- 34 წლის არის
- თამაშობს სომხეთის ჩემპიონატში
- ტრამსფერმარკეტზე მისი ღირებულება 150 ათასია

გასინჯვა შეიძლება ამხნაგურში რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ვერცერთ მწვრთნელს ვერ გაამტყუნებ არ გამოძახებაში.
ფაქტები
06 ოქტომბერი 2023 11:51
5
გიორგი, თუ შრომობ და წელებზე ფეხს იდგამ, თუ არ ვცდები, კლუბებში ამაში ხელფასს გაძლევენ. ნაკრები კი სულ სხვაა. აქ მხოლოდ თითო მატჩის ნათამაშები ფეხბურთელებით, საქართველო ალბათ გინესის წიგნში შესატანი ქვეყანაა. დავიჯერო, სომხეთი იმ დონის ჩემპიონატს ატარებს, მასში თუნდაც 20 გოლის გამტან ფეხბურთელს, ამხელა პრეტენზია უნდა გქონდეს? მაშინ ზაქარია ბეგლარიშვილს რა უნდა ეთქვა ესტონეთში ყველას და ყველაფერს რომ ამოუვსო კარები?
antverpen
06 ოქტომბერი 2023 13:44
1
ჩვენი ეზოს თამაშებში წელს 37 ბურთი მაქვს გატანილი, ასისტებს რა მოთვლის. რატომ არ მიძახებს სანიოლი ნაკრებში, პირდაპირ გასაკვირია.
ბადრი
06 ოქტომბერი 2023 12:20
11
ჯერ არ გაწუხებენ, ევროპაზე რომ გავალთ მერე გამოგიძახებენ უეჭველად.
გია პაპა
06 ოქტომბერი 2023 15:42
0
რაღა დროს შენი ნაკრებში გამოძახებაა ? დააგვიანე სულ რაღაც 10 წლით :-)
დავითი
06 ოქტომბერი 2023 12:12
6
ძალიან მაგარია კუტალიას სულისკვეთება და ნეტა ყველა ფეხბურთრლი ესე იყოს, მაგრამ კაცს საუკეთესო წლები აშკარად უკან აქვს და თამაშობს სუსტ სომხეთის ჩემპიონატაში, ამიტომ პირადად მე ვერ ხვედავ ამ შემთვევაში ვერანირ უსამართლობას.
gionat
06 ოქტომბერი 2023 12:27
3
ბატონო კუტალია, ეს ალაშკერტი იცის ვინმემ ვისი გუნდია და რა ჩემპიონატს წარმოადგენს? ჯერ იმაზე იზრუნვე, რომ ევროპულმა გუნდმა შეგამჩნიოს და იქ გადახვიდე, მერე კი ნაკრების მწვრთნელიც შეგამჩნევს. მასე ჭიათურის მაღაროელის გუნდშიდაც არიან ბომბარდირები, მაგრამ ნაკრებში გაიტანენ?
ჟორა გაბრიჭიძე
06 ოქტომბერი 2023 15:05
9
ბატონო ჟორა, ეს ბავშვი დიდიხანია ფეხბურთს თამაშობს და შედეგი მართლა აქვს, ყველგან სადაც ითამაშა. მაგრამ თქვენ ჭიათურის მაღაროს იქეთ რამე არ გსმენიათ და ეტყობა რა დონესაც მიაღწიეთ. სანამ რამეს დააკომნტარებთ ჯერ გადახედეთ მონცემბს... ჭიათურის მაღაროლეის ანაზღაურებას და ამ ბიჭის შორის დიდი განხვავება, მაგრამ თქვენც დაბინდული გათვთ გონება ჩვენი ფედეაციასავით. :)
გიგი კალაძე
06 ოქტომბერი 2023 16:05
16
სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და მსგავსი ქვეყნებიდან რომ გვყავს ნაკრებში ფეხბურელები, იმიტომაც გვაქვს 4 ქულა
დააT
06 ოქტომბერი 2023 14:23
2
ვოლკოვი "გჯობია"აზერბაიჯანის ჩემპიონატიდან და იმიტომ არ გამოგიძახა სომხეთის ჩემპიონატიდან!
მწვრთნელი
06 ოქტომბერი 2023 13:54
3
ყველაფერი მესმის მაგრამ ახლა ლევან ამ ასაკში და მაგ ჩემპიონატიდან ზედმეტია რამის მოთხოვნა ... ვიზიარებ შენს სურვილს და გბალეშიკობ მაგრამ მხოლოდ 1 თამაში რომ დაგითმონ იმის გამო რომ უბრალოდ ნათამაშები გერქვას მაგით ნაკრები ზარალდება მასე დოღლიგაშიც გვყავს მოტივირებული ახალგაზრდები რამდენიც გინდა იმდენი , პრაქტიკულად თუ შეხედავ ისევ დოღლიგელი ახალგაზრდის გამოცდა სჯობს ...
bejo
06 ოქტომბერი 2023 14:33
3
რუსულ გბალეშიკობ-ის ნაცვლად ქართული გგულშემატკივრობ არ ჯობია?
ვაჟა
06 ოქტომბერი 2023 19:48
3
სანიოლი არა ,კობიაშვილს და მის დანიშნულ ეგრედწოდებულ თანაშემწეს ხიზანიშვილს ეგ საყვედური ეგ არჩევს შემადგენლობას ცნობისთვის ... :-)
სიმართლე
06 ოქტომბერი 2023 11:49
12

სიახლეები პოპულარული