"არც ერთ სხვა ქვეყანაში ეს არ მოხდებოდა, სანიოლმა იცის ჩემი არსებობის შესახებ?" - ლევან კუტალია

AutoSharing Option
"ალაშკერტის" ფორვარდი ლევან კუტალია სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის მიერ ოქტომბრის მატჩებისთვის გამოძახებულ შემადგენლობასთან დაკავშირებით წერს. გამოცდილი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ფრანგი სპეციალისტი მას უსამართლოდ ექცევა.

"გამარჯობა, მეგობრებო! მინდა გამოვეხმაურო სანაკრებო სიას, გულდაწყვეტილი ვარ ისევ. ამდენი წელია ველოდები, რომ ვიღაც, სადღაც დაინახავს, თუ რამდენ შრომასა და მონდომებას ვდებ, არ ვჩერდები, ვთამაშობ, გამაქვს გოლები სხვადასხვა ჩემპიონატში რომ აი, ერთ დღეს, ვიღაც შემომხედავს და დააფასებს ჩემს შრომას, მაგრამ უშედეგოდ. კვლავ უყურადღებობა, იგნორირება.

რისთვის გინდა ფეხბურთელს კარიერა? - იმისთვის, რომ ერთხელ
მაინც შენი ქვეყნის მაისური ჩაიცვა. ეს სიამაყეა, როდესაც შენი ქვეყნისთვის უნდა გაისარჯო. მაგრამ ისევ იგნორი. დრო გარბის და მეც მაქვს ძალიან სამართლიანი კითხვა - რატომ არ შეიძლება გამომიძახონ თუნდაც ამხანაგურ მატჩში? ვფიქრობ, რომ უსამართლოა ეს დამოკიდებულება და გადაწყვეტილება ჩემ მიმართ, რასაც აკეთებენ. არცერთ სხვა ქვეყანაში ეს არ მოხდებოდა. ხშირად მესმის სანიოლისგან, რომ ის ვიღაცებს აკვირდება, რომ თუ მოუმატებენ, არ გამორიცხავს მათ კანდიდატურას და მე? იცის ჩემი არსებობის შესახებ?

ვიცი, რომ მედიამ ბევრჯერ დაუსვა კითხვა ჩემ შესახებაც, მაგრამ ბოლოს უთქვამს, გამოუძახებელ ფეხბურთელებზე კომენტარს არ გავაკეთებო! რატომ? მაქვს კითხვა - რატომ არ დაიმსახურა ლევან კუტალიამ, თუნდაც ერთხელ, სიაში მოხვედრა????!! პ.ს. მინდა წარმატება ვუსურვო ბიჭებს ამ თამაშებში", - წერს კუტალია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში კუტალიამ "ალაშკერტის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 14 მატჩი გამართა, თავი კი 10 გატანილი გოლითა და 1 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 39 /
ბატონო ლევან დროზე გამოგისწრიათ ისრაელიდან
გიგი
07 ოქტომბერი 2023 16:44
1
გადაჭარბებული ამბიციები...
სუფთა ქართული...
ამას ვინ გონია თავი. ბენზემა?
გენა
07 ოქტომბერი 2023 16:34
5
სულ ბენზემის დონის ფეხბურთელები კი თამაშობენ საქართველოს ნაკრებში:)
ირაკლი
11 ოქტომბერი 2023 09:27
0
კაი ახლა- კაშია-კვეკვე-კვირკვე-ქვილითაია-აბურჯანია მოგვაშორებინა ნეტავი და რაღა დროს კუტალიაა.
ისე ისეთი ნაკრები გვყავს ერთი კუტალია თავდამსხმელი მართლა შეეფერება(9მცველი უნდა და წინ ერთი კუტალა)
Levani
07 ოქტომბერი 2023 03:09
7
ასაკი არაფერს მიშნავს( როჟე მილა 42 წლის თამაშობდა ნაკრებში ფაქტიურად 15 წუთით გამოჰყავდათ და სამუდამოდ შევიდა ისტორიაში) არიან ფეხბურთელები კლუბში მაგრები ნაკრებში იკარგებიან ბევრჯერ ყოფილა ნაკრებში გამოძახებით ფეხბურთელს მოტივაცია უფრო მაგრად უჩნდებათ ა უეთესები ხდებიან თუმც ჩვენთან რაზეა საუბაიიქ ხიზანას ან ფედერაციის გარემოცვა წყვეტს სანიოლა ვინ მიიყვანონ სუფთა ხალხი 30 წელია არ გამოჩნდა ქვეყანაში შემადგენლობას ვინ აყენებს საკითხავია. ბავშთა ფეხბურთში რომ თამაშებს ჩააწყობ რომელი ფეხბურთელი გაიზრდება?!! ან რატო არ შეიძლება ნაკრებმა ჩემპიონატის გამორჩეულ ფეხბურთელებს პლიუს გუნდში ვერ მოხვედრილი ლეგიონერები დანთებული ა ნაკრები დაარქვით თუ გინდა ეთამაშობ ერთმანეთ ტაივანზე 100 ჯერ უფრო მეტი გულშეატკივარი მივა!
კახა
07 ოქტომბერი 2023 00:33
4
კახა, ნახევარი ვერ გავიგე რა დაგიწერია, არადა საინტერესო ჩანს
Sniper
09 ოქტომბერი 2023 08:09
0
კახა, ნახევარი ვერ გავიგე რა დაგიწერია, არადა საინტერესო ჩანს
Sniper
09 ოქტომბერი 2023 08:06
0
მართლა სერიოზულად მიგაჩნიათ, რომ ფეხბურთელი, რომელმაც 34 წლის ასაკში სომხეთის ჩემპიონატზე მეტს ვერ მიაღწია, ის ნაკრების დონეზეა???
თავის მხრივ, არც ვოლკოვია გამოსაძახებელი, მაგრამ ვოლკოვს ასაკი მაინც აქვს შედარებით ახალგაზრდა, მაგრამ რა 34 წელი?! რა ალაშკერტი?! "ღადაობთ"?
თუ მისი ახლობლები წერთ, გასაგებია, მაგრამ მიუკერძოებლად რომ ითქვას, სასომხეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელს საქართველოს ნაკრებში არაფერი ესაქმება!
საქართველოს ჩემპიონატი ეროვნული მაინცაა და აქედან თუ ვინმე ნაკრებში ხვდება, ძირითადად ახალგაზრდები არიან, რომლებსაც მომავალი აქვთ. საქართველო ქართველი ფეხბურთელისთვის სამშობლოა და ნიჭიერი ფეხბურთელი რომ ადგილობრივ კლუბში თამაშობს, ეს ლოგიკურია. აი ფეხბურთელი რომელიც უკვე საზღვარგარეთ მიდის და ეს ქვეყანა სასომხეთია, ეს უკვე დიაგნოზია!
პ.ს. პიროვნულად პატივისცემა ლევანს, ნაკრებში თამაშის სურვილის გამო!
Burton
06 ოქტომბერი 2023 22:52
1
სანიოლს დიდი არჩევანი არ აქ ზივზივაძე რომელიც მართლაც მან მიიყვანა ნაკრებში, და მიქაუტაძე გრანდი აიაქსიდან,რომლის საქმეები ისე მიდის რომ მალე დაგიძახებენ ალბათ
Fani
06 ოქტომბერი 2023 21:44
2
მართალია კუტალია. თუ პრახადნოი დვორია კუტალიასთვის რატო არ არის პრახადნოი დვორი. 7_1 რომ აგებ.ალაშკერტელი კუტალია უფრო არ უნდა გამოიძახო ვიდრე ნაპოლელი კვარაცხელია! წაუგებელი სერია რომ ჰქონდა ნაკრებს, მაშინ ხომ არ უნდომია კუტალიას ნაკრებში თამაში და 7_1 რომ აგებ, კუტალია რატომ არ უნდა გამოიძახო!
ზურაბ
06 ოქტომბერი 2023 20:08
12
ჩემი აზრით დააგვიანდა ლევანს, არ გამოძახებისთვის ვერავინ დაადანაშაულებს მწვრთნელს, ჯერ ერთი- რაც არ უნდა მაგარ ფორმაში იყოს ასაკიდან გამომდინარე მწვრთნელი პერსპექტივაში გათვლას ვერ გააკეთებს, არის გამონაკლისიც როცა კონკრეტული თამაშში შედეგი გინდა, მაგრამ არ ვფიქრობ ლევანი ისეთ ფორმაში იყოს რომ გამოკვეთილად სჯობდეს სხვებს, თანაც რა ლიგიდან, მართალია გვიგებენ მაგრამ ჩვენ შესადარებელი დონე არ გვაქვს. სურვილში კი თანავუგრძნობ, ნაკრების ფორმა კარიერის დასასრულს გილამაზებს, ამაზე ადრე უნდა ეზრუნა,ეშრომა და ესწავლა....
გუსანი
06 ოქტომბერი 2023 19:41
7
აზერების ჩემპიონატი და სომხეთის ჩემპიონატი დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან.
გიზოგ
06 ოქტომბერი 2023 19:20
2
ლევანი ჯერ კიდევ ტორპედოში, რომ თამაშობდა მაშინ უნდა გამოეძახებინათ ნაკრებში და ახლა მით უმეტეს. თუ თავის კლუბში სკამზე მჯდომი ვოლკოვი იმსახურებს მოწვევას ამ კაცმა რა დააშავა
თგკ
06 ოქტომბერი 2023 18:52
2

სიახლეები პოპულარული