კვარაცხელია - გაუმართავი "ნაპოლის" პირობებში მისტიკური, მოუხელთებელი სამყაროს შექმნის მცდელობა - გუნდის საშველი არ ჩანს...

AutoSharing Option
რამდენიმემატჩიანი გამონათება საკმარისი არ აღმოჩნდა და "ნაპოლი" იმ რეალობას დაუბრუნდა, რომელიც ამ სეზონში მისთვის დამახასიათებელია - არასტაბილური თამაში, შეცდომები თითქმის ყველა რგოლში და მწვრთნელი, რომელიც სიტუაციას ვერ ცვლის. "ფიორენტინასთან" (1:3) წაგება უბრალოდ მარცხი არ ყოფილა, ეს უფრო იმას ჰგავს, რაღაც პრობლემებიდან გაქცევას რომ ცდილობ, თუმცა ვერაფრით ახერხებ...

3 ქულის დაკარგვას კონკრეტული მიზეზი, ალბათ, არ აქვს, ვარიანტების შეთავაზება კი რთული არაა. მაგალითად, ნეაპოლელთა ჩემპიონ გუნდში არ მოიძებნება იმ დონის შუახაზელი, როგორიც არტურ მელოა. ყველაფერ ამას ანგისას იძულებითი ცვლილებაც დაემატა. რას შეიძლება
ნიშნავდეს ეს? - ინიციატივის მთლიანად დათმობას მინდვრის ცენტრში, ზეწოლის გაძლიერებას ისედაც სუსტ და ნაკლებად საიმედო დაცვის ხაზზე და შეტევაში უპირატესობის ვერშექმნას თუნდაც ისეთი ფეხბურთელისთვის, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიაა. ამის შემდეგ, ფინალი ლოგიკურია.

Sportall.Ge

ჩვენი მთავარი ინტერესი ქართველი გარემარბის მიმართაა და მის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებას ვაწყდებით. განზოგადების გარეშე, მხოლოდ "იებთან" დაპირისპირება შევაფასოთ. ხვიჩა იყო მონდომებული, იცვლიდა პოზიციებს და ცდილობდა, ხიფათი შეექმნა. მან საერთაშორისო შეფასებაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დაიმსახურა. როცა შენი გუნდი ნახევარდაცვაში ასე ცუდად თამაშობს, თავად გიწევს ზრუნვა, ზონები გაითავისუფლო, რამდენიმე მეურვეს გასცდე; ამავდროულად, თანაგუნდელებთან კომბინირებაც რთულია. პრევიუში ვთქვით, რომ "კვარას" წინააღმდეგ მაღალრეიტინგული მცველი იქნებოდა და ისეთმა განსწავლულმა მწვრთნელმა, როგორიც იტალიანოა, მისი შეკავების მექანიზმები კარგად მოიფიქრა. ეს რაც შეეხება შექმნას, სხვა მხრივ კი ხვიჩამ, როგორც შემტევმა, რა შეცდომებიც შეიძლება დაუშვას, ლამის ყველამ ორ საათში მოიყარა თავი - ბურთის დაკარგვები, რომელთაც შემდეგ საპასუხო იერიშები მოჰყვება და გოლიც კი გავიდა; ჩაწოდების დროს მოწინააღმდეგისთვის ხელის ვერშეშლა, რასაც ასევე მერეტის კარის აღება მოჰყვა. ყველაფერი ეს ფეხბურთის ნაწილია და ტრაგიკული არაფერია, კვარაცხელია ხომ დაცვაში ხშირად იტვირთება. როცა დაჯარიმდა, მაშინ ის განცდა იყო, რომ მოვლენებს არ ჩამორჩა და მეტოქეს შეტევის განვითარებაში ხელი შეუშალა. საგულისხმო უფრო ორი მომენტი იყო. ერთი, 77-ე ნომერს თითქოს ისევ აღელვება შევამჩნიეთ, რადგანაც სასურველი მატჩი არ ჰქონდა და ასევე, 90 წუთი მიეცა და დაღლილი ჩანდა. ახლა ხვიჩას სანაკრებო მატჩები საკმაოდ იოლ მეტოქეებთან ელის და იმედია, ხასიათზე მოსასვლელად და გასატანად გამოიყენებს, რაც მის სეზონს აუცილებლად გამოადგება.

კვარაცხელიას მიმართ გაზრდილი მოლოდინებია, თუმცა, თუ დავაკვირდებით, ის საკუთარ ღირსებებს გუნდის ამდენი პრობლემის ფონზეც არ კარგავს. ეგაა, რომ ეს ფაქტორი პროდუქტიულობას აკლებს. მაგალითად, ჩვენებურმა რამდენიმე მახვილგონივრული პასი შემოგვთავაზა. მისი ეს სიტუაცია სარა მუნის შემოქმედებას გვაგონებს, კამერის გაუმართაობის თუ სხვა მიზეზით არაფოკუსირებული გამოსახულებები ნახევრად მისტიკურ, მოუხელთებელ სამყაროს რომ ქმნის. რასაც "კვარადონა" ცდილობს, ძველ ფოტოგრაფიებზე თუ ნახავთ და თანამედროვე, თითქოს კაშკაშა და რეკლამებით სავსე ფეხბურთში ნაკლებია. ზოგჯერ ამას ყველაფერს სქემები ცვლის. თუნდაც ის, ბურთის დაკარგვის და შემდეგ მისგან გამოწვეულია პრობლემის აღსაკვეთად ზოგჯერ ზედმეტი სიფრთხილე და ნაკლები შემოქმედებითობაა "საჭირო".

ბელეტრისტიკაში რომ არ გადავიჭრათ, "ნაპოლის" საშველი სჭირდება. შესაძლო მიზეზებზე, უკვე, მინიმუმ, სატრანსფერო ფანჯარაზე რომ ვერ შეცვლი, გარემოებებზე, ფაქტორებსა და გამოსწორების გზებზე არაერთხელ გვიმსჯელია, რაიმე განსაკუთრებულის თქმა გაგვიჭირდება. ასეც და ისეც, ეს განსაკუთრებული მწვრთნელმა უნდა შემნას და მოედანზე გადმოიტანოს, სხვა მექანიზმი უბრალოდ, არ არსებობს. კრიზისი არ დასრულებულა, ეს ფაქტია...

სანაკრებო პაუზის შემდეგ უკეთესი "ნაპოლის" იმედი გვაქვს, მოქმედი ჩემპიონი ოთხეულისთვის მაინც თამამად რომ იბრძოლებს!..

alt"ნაპოლი" საკუთარ კედლებში "ფიორენტინასთან" დამარცხდა [VIDEO]

altგარსია "მარადონადან" სტვენით გააცილეს - "ნაპოლის" ქომაგებმა სასურველი სპეციალისტი დაასახელეს

მკითხველის კომენტარები / 33 /
ჩვენი ძალიან მძიმე და დიდი პრობლემა არის ის რომ, ერთ დღეს დაასვავს ხვიჩა ბურთს თავზე ოსი(ჰ)მემს და არიქააა სქსწაულები არიან და აბა ის და აბა ეს , და ორივე რეალში ამ საღამოსვე... , ჩააგდებწნ ან არ გამოუვათ თამაში დაა ვსიოო ჩაქრა ხვიჩა და ცოლის ბრალია დაეზობელმა ბავჭვობაში ბურთის გასაბერად ნასოსი არ ათხოვა და ა.შ.
აი ესაა ჩვენი ძალიან დიდი პრობლემა და უკომპეტენტურობა...
გ.შ. მოცლილი
12:16 10-10-2023
3
უიიი!!! ხვიჩას თურმე შეცდომებიც დაუშვია,როგორც იქნა დაინახა ამ პატივცემულმა პორტალმაც.... მართალია ჯერ ფრთხილად, სტრიქონებს შორის იკითხება, მაგრამ მაინც...იქნებ ბოლოს ბოლოს დასრულდეს ეს დაუსრულებელი ქება-დიდება და მითი განსაკუთრებულობაზე ამ ბიჭზე,რაც თვითონვე წაადგება განთავისუფლდეს იმ წნეხიდან რაც გასული, გიჟური სეზონის სტარტიდან მოსდევ. არა და უკვე ყველაფერი დღესავით ნათელია თუ თამაშობს გუნდი ამ შემთხვევაში ნაპოლი და იმ შეცდომებს, რომელებიც ამ სტატიაშიცაა მონიშნული სხვა ასწორებს ხვიჩა შეუდარებელია თუ არა და ის არის ერთი ჩვეულებრივი სერიას კარგი ფეხბურთელი. აქვს და ექნება კიდეც ცალკეული გამონათებები დაბალი-მაჩანჩალა კლასის მეტოქეებთან,როგორც გუნდში ისე ნაკრებში,მაგრამ მთლიან სურათს ის ვერ შეცვლის.....მწრთნელების გინება,შეცვლისას უკმაყოფილობის გამოხატვა და მსაჯებისთვის ხელების ქნევა გამოსავალი არ არის...ისე კი სჯობდა მწრთნელს შეეცვალა ფიორენტინასთან,ჯერ ერთი- სათქმელიც ექნებოდა და ის იაღლიშიც აღარ მოუვიდოდა მესამე გაშვებული გოლისას რომ დაემართა.
შულაია
12:07 10-10-2023
10

სიახლეები პოპულარული