მიქაუტაძეს ნიდერლანდებში ბევრს აკრიტიკებენ - ქართველის ამ საქციელის გამო "აიაქსის" ყოფილმა ფეხბურთელმა მის ტრანსფერს სამარცხვინო უწოდა [PHOTO]

AutoSharing Option
ამსტერდამის "აიაქსში" კრიზისი გრძელდება. კლუბი ერედივიზიონის გასულ ტურში "ალკმაართან" საშინაო მოედანზე 1:2 დამარცხდა, რის შემდეგაც მთავარი მწვრთნელის, მორის სტეინის გადაყენება იყო მოსალოდნელი, თუმცა მან კიდევ ერთი შანსი მიიღო.

ნიდერლანდელმა დამრიგებელმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თავისი შეგირდებით უკმაყოფილება ვერ დამალა და აღნიშნა, რომ ზოგიერთ ფეხბურთელს, რომლებიც ცვლილებაზე გამოდიან, სარგებლის მოტანა არ შეუძლია.

"ვაკვირდები თინეიჯერებს, რომლებსაც უფრო მეტის მოცემა შეუძლიათ, ვიდრე ფეხბურთელებს, რომლებიც სკამებზე სხედან. ზოგიერთ ჩვენი მთავარი გუნდის ფეხბურთელს ჯერ კიდევ არ შეუძლია სარგებლის მოტანა შეცვლაზე შემოსვლისას.

არა, მე ისინი არ
ჩამომიწერია, მაგრამ მე განსხვავებულ არჩევანს ვაკეთებ იმის მიხედვით, რასაც ვარჯიშებზე ვხედავ და რაც მგონია, რომ გუნდს სჭირდება.

რასაკვირველია, ძალიან სასარგებლო იქნებოდა გუნდში გამოცდილი ფეხბურთელების ყოლა, როგორიც მატიას დე ლიხტი, ფრენკი დე იონგი და დონი ვან დე ბეეკი არიან. ჩვენ არ გვყავს ასეთი ფეხბურთელები, რაც ცუდია გუნდისთვის", - თქვა სტეინმა. 

უცნობია, იგულისხმა თუ არა სტეინმა ცვლილებაზე გამოჩენილ ფეხბურთელებში მიქაუტაძე, რომელიც მოედანზე 41-ე წუთზე გამოჩნდა და მან ტრავმირებული ვან აქსელ დონგენი შეცვალა.

სამაგიეროდ, ქართველი ფეხბურთელისკენ ხელი პირდაპირ გაიშვირა "აიაქსისა" და ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ენდი ვან დერ მეიდემ, რომელმაც გიორგის ამსტერდამულ გუნდში ტრანსფერს სამარცხვინო გადაწყვეტილება უწოდა.

მან ყურადღება განსაკუთრებულად ერთ-ერთ მომენტზე გაამახვილა, როდესაც მიქაუტაძის მოგერიებული ბურთი "ალკმაარის" ერთ-ერთ ფეხბურთელს მიუვიდა, ქართველი მოედნის გარეთ დარჩა და თავის გუნდს აღარ დაეხმარა. 

Sportall.Ge

"მან ამ მომენტში წყნარად სიარული დაიწყო და თანაგუნდელებს ელოდებოდა. თითქოს იძახდა, ჩემი საქმე თქვენ გააკეთეთ, მე ეს არ შემიძლიაო... ჩემი აზრით, სირცხვილია, რომ "აიაქსმა" ასეთი ფეხბურთელი დაიმატა, დაუჯერებელია", - თქვა ვან დერ მეიდემ.

ჩვენებური გააკრიტიკა ESPN-ის ჟურნალისტმა კეს კვაკმანმაც, რომელმაც შემდეგი განაცხადა:

"ეს მიქაუტაძე... ჯანდაბა! მესმის, რომ შეიძლება სრულიად სამართლიანი არ იყოს მოთამაშეების გამოყოფა, რადგან რთულია ინდივიდუალურად გამორჩეული იყო გუნდში, რომელიც ნორმალურად ვერ ფუნქციონირებს და ცხრილში დაბალ პოზიციას იკავებს, მაგრამ როდესაც შენ ყველგან აგვიანებ და თითქმის შეუძლებელია შენთან კომბინაციის გათამაშება.

ხანდახან შენ შეგიძლია დაინახო რაღაც პოზიტიური მოთამაშეებისგან.  მაგალითად, ფორბსი ზოგჯერ კარგ თამაშს აჩვენებს, მაგრამ არა დღეს, მაგრამ ზოგიერთ მოთამაშეს ჯერ კიდევ არაფერი უჩვენებია", - თქვა კვაკმანმა.
მკითხველის კომენტარები / 37 /
დააყენონ ბატონო თავის ადგილას და მერე შეაფასონ. მოინდომეს 20 მილიონად დე ლიხტის ყიდვა. ფორბსის მაგივრად მიქაუტაძე დააყენონ ერთხელ და ნახავენ შედეგს
Nick
15:31 10-10-2023
1
რა გუნდიც გყავთ ისე თამაშობს! არა ბიჭო მარტო მოიკლავს თავს!
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული