მოგეხსენებათ, გიორგი გოჩოლეიშვილი ოქტომბრის თვის განაცხადში ვერ მოხვდა, ამ ამბავზე ქართველი გულშემატკივრების აზრი ერთია, გიორგის ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა, თვითონვე გამოესწორებინა მის მიერვე დაშვებული შეცდომები ესპანეთთან და ნორვეგიასთან.
აღნიშნულ ფაქტს გოჩოლეიშვილის აგენტი ირაკლი ლილუაშვილი გამოეხმაურა:
"ყველა ვაცნობიერებთ, რომ გოჩოლეიშვილს ოსლოში თავისი საუკეთესო მატჩი არ ჩაუტარებია და ეს ყველაზე უკეთ თავად იცის, რაც მეტ მოტივაციას აძლევს.
პატივისცემას გამოვხატავთ სანიოლისა და მისი სტაფის გადაწყვეტილების მიმართ და მოედანზე შევეცდებით, მათი ყურადღება ისევ დავიმსახუროთ.
გიორგისთვის მთავარი ფეხბურთის თამაში და საქართველოს ნაკრების ღირსების დაცვაა,
რასაც ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერი ფორმით აკეთებდა და მომავალშიც გააკეთებს.
უდიდეს მადლობას ვუხდით თითოეულ გულშემატკივარს, რომელიც მას გვერდით დაუდგა და მხარდაჭერა გამოხატა. მისთვის ეს სიყვარული და თანადგომა ძალიან ბევრს ნიშნავს. ამ დამოკიდებულების დაბრუნებას მოედნიდან, თავისი თამაშით შეეცდება!"- აგენტი ირაკლი ლილუაშვილი გიორგი გოჩოლეიშვილზე.