"გიორგისთვის მთავარი ფეხბურთის თამაში და საქართველოს ნაკრების ღირსების დაცვაა" - გოჩოლეიშვილის აგენტი

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, გიორგი გოჩოლეიშვილი ოქტომბრის თვის განაცხადში ვერ მოხვდა, ამ ამბავზე ქართველი გულშემატკივრების აზრი ერთია, გიორგის ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა, თვითონვე გამოესწორებინა მის მიერვე დაშვებული შეცდომები ესპანეთთან და ნორვეგიასთან.

აღნიშნულ ფაქტს გოჩოლეიშვილის აგენტი ირაკლი ლილუაშვილი გამოეხმაურა:

"ყველა ვაცნობიერებთ, რომ გოჩოლეიშვილს ოსლოში თავისი საუკეთესო მატჩი არ ჩაუტარებია და ეს ყველაზე უკეთ თავად იცის, რაც მეტ მოტივაციას აძლევს.

პატივისცემას გამოვხატავთ სანიოლისა და მისი სტაფის გადაწყვეტილების მიმართ და მოედანზე შევეცდებით, მათი ყურადღება ისევ დავიმსახუროთ.

გიორგისთვის მთავარი ფეხბურთის თამაში და საქართველოს ნაკრების ღირსების დაცვაა,
რასაც ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერი ფორმით აკეთებდა და მომავალშიც გააკეთებს.

უდიდეს მადლობას ვუხდით თითოეულ გულშემატკივარს, რომელიც მას გვერდით დაუდგა და მხარდაჭერა გამოხატა. მისთვის ეს სიყვარული და თანადგომა ძალიან ბევრს ნიშნავს. ამ დამოკიდებულების დაბრუნებას მოედნიდან, თავისი თამაშით შეეცდება!"- აგენტი ირაკლი ლილუაშვილი გიორგი გოჩოლეიშვილზე.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ამ ბიჭს დაცვაში შახტარშიც უჭირდა. მახსოვს მწვრთნელმა თქვა:შეტევაში ხო, მაგრამ 2გოლი მივიღეთ მისი ფლანგიდანო. 6გოლი მიიღო ნაკრებმა მისი ფლანგიდან. ცოდოა, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს დონეს ამ ეტაპზე. მოუმატოს და სხვა საქმე იქნება. რატო ქმნით ტრაგედიას? სიმართლე რომ თქვა მწვრთნელმა? კითხეს და უპასუხა, ხო არ მოიტყუებოდა?! რო არ ეკითხათ არც იტყოდა მჯერა.
givi
10:13 12-10-2023
0
უზნეობაა რაც სანიოლმა გიორგის მიმართ განაცხადა სამარცხვინო მარცხზე პასუხისმგებლობა მთლიანათ მისია.
გიორგი
23:42 11-10-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული