"ნაპოლიში" ფულადი ჯარიმები წესდება - დე ლაურენტისმა კვარაცხელია და სხვა ფეხბურთელები გააფრთხილა

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის მწვრთნელ რუდი გარსიას მხარდაჭერა გამოუცხადა და თქვა, რომ მისი გადაყენება არ უფიქრია.

ამას გარდა, "პარტნოპეის" მფლობელმა აღნიშნა, რომ თუ ფეხბურთელები ფრანგი მწვრთნელის მისამართით უკმაყოფილებას კვლავ ღიად გამოხატავენ, მათ მიმართ ფინანსური სანქციები გატარდება.

"მწვრთნელის მისამართით უპატივისცემულობას თუ კიდევ დავინახავ, ფეხბურთელებს დავაჯარიმებ.

ჩემი ჩარევა გახდა საჭირო, რათა ფეხბურთელებისთვის გამეგებინებინა რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა გამოვასწოროთ შეცდომები.

გარსიას კრიტიკის ცენტრში იყო, მაგრამ შეცდომებს ყველა უშვებს და მისი გამოსწორების შესაძლებლობა უნდა მივცეთ. ამის შესახებ ფეხბურთელებს ვესაუბრე, ჯერ ჯ
არიმები არ ყოფილა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდება, მერე იქნება", - თქვა დე ლაურენტისმა.

მოგეხსენებათ, ფრანგი სპეციალისტის მისამართით შეცვლის შემდეგ კვარაცხელიამ და სხვა მოთამაშეებმა უკმაყოფილება გამოხატეს

alt დე ლაურენტისი: კლუბმა უნდა გადაწყვიტოს, გაუშვას თუ არა ფეხბურთელი ნაკრებში

მკითხველის კომენტარები / 15 /
ტიპს ერთხელ გაუმართლა კვარამ, ოსიმენმა და სპალეტიმ სკუდეტო მოიგეს და ყოვლის მცოდნე გონია თავი. როდის იყო ფულადი ჯარიმით ადამიანი აზრს იცვლიდა? თუ, მწვრთნელი ვერ პოულობს საერთო ენას გუნდთან აზრი არ აქვს არაფერს. სჯობს დაიხუროს ქუდი და წავიდეს.
ჩელენჯერი
22:48 20-10-2023
3
ეს ადრე კომუნისტური პარტიის წევრი ხომ არ იყო შემთხვევით?
დავით 67
01:47 21-10-2023
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული