მასპინძელთა გუნდის მცველი საბა საზონოვი, რომელიც დაშავებული იყო და ახლახან ჩადგა მწყობრში, 51-ე წუთზე ტრავმირებული პერ სხიურსის ნაცვლად შევიდა შეცვლაზე. საზონოვი ურიგოდ არ გაისარჯა, რამდენიმე ეპიზოდში კარგად ითამაშა, გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ ბურთი კარს ააცილა. მან flashscore-სგან 6.3 შეფასება მიიღო.
„ტორინო“ 9 ქულით მეთოთხმეტე ადგილზეა და 28 ოქტომბერს გასვლაზე „ლეჩეს“ შეხვდება.
ტურინი. „ოლიმპიკო დი ტორინო“
ტორინო - ინტერი 0:3
გოლები: 0:1 ტიურამი (60), 0:2 მარტინესი (67), 0:3 ჩალჰანოღლუ (90+5, პენ)