რუდი გარსია: "კვარა" გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო - მთავარია მისი ნასროლი ისარი არ მომხვდა

AutoSharing Option
"ვერონასთან" მოგებული მატჩის (3:1) შემდეგ, "ნაპოლის" მწვრთნელმა რუდი გარსიამ კომენტარი DAZN-ის ეთერში გააკეთა და დუბლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო:

"მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. მეტი გოლი უნდა გაგვეტანა. მეკარე მერეტმა კარგი შეხვედრა ჩაატარა. სამშაბათს ბერლინში ჩემპიონთა ლიგაზე "უნიონთან" მძიმე თამაში გველის.

"უდინეზესთან" მატჩის შემდეგ კვარაცხელია დაბრუნდა. თავისუფლად უტევს, გოლის ნებისმიერ ფასად გატანაზე არ ფიქრობს. როდესაც ასე თამაშობს, ჩენთვის ეს მნიშვნელოვანია. დღეს გადამწყვეტი იყო და მის გამო გახარებული ვარ.

"კვარას" გოლის ახალი სტილით, ისრის სროლით აღნიშვნა? არ ვიცი, ამას რატომ აკეთებს, ვკითხავ (იცინის).
მთავარია მისი ნასროლი ისარი არ მომხვდა".

მკითხველის კომენტარები / 17 /
წარმატებები ხვიჩას... საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
22 ოქტომბერი 2023 16:13
3
კომენტარები მხვდება, სადაც ე.წ ინტელექტუალური საზოგადოება ძალიან სწუხს, კვარაცხელიათი ტვინი რომ წაიღეს და სქროლვისას კვარაცხელიას გარდა არაფერი უჩანთ. აი ამ ხალსაც მინდა მივმართო პატივისცემით რათქმაუნდა, რადგან ყველას ვცემ პატივს განურჩევლად ყველაფრისა.
ხალხო! ფეხბურთი თუ არ გიყვართ, არაა საჭირო საფეხბურთო გვერდები გქონდეთ ნიუსფიდზე, ასევე ინტელექტუალები თუ ხართ, საერთოდ სხვა სფერო უნდა იყოს თქვენი ინტერესის ობიექტი და არა ფეისბუქი და თუ მაინც, იმ ფეისბუქზეც ათასობით ინტელექტუალური ჯგუფებია და იქ გაწევრიანდით.
ფეხბურთი არის ნომერ პირველი სპორტი პოპულარობით და ყველა ფეხბურთელი მსოფლიოში, ვინც გოლს გაიტანს და რაღაცას მიაღწევს, ხვდება ხალხის ყურადღების ცენტრში, ისევე როგორც პოპ,როკ, ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავი და ასე შემდეგ.
მეც გავუღიზიანებივარ უაზროდ დაწერილ სათაურებს და მეც ბევრჯერ შემხვედრია ნიუსფიდზე ისეთი ხალხი, ვინც არ მაინტერესებს და ჩემთვის ჩუმად, ანფოლოუ ან დაბლოკვა მიმიცია გვერდისთვის, რადგან არ შემხვედროდა მეორედ, ჩემს ინტერესსში არ მყოფი სფერო თუ პიროვნება.
ეს ბიჭი, კვარაცხელია, რომელიც რატომღაც ასე შეგძულდათ, ყოველდღე მასზე პოსტების გამო, რეალურად საერთოდ ჩუმი და არააქტიური ადამიანია. გაგიკვირდებათ და თქვენ რომ თავი მოგაბეზრათ იმ კადრებიდან, ერთიც კი არ უდევს საკუთარ ოფიციალურ გვერდზე.
ასე რომ დადექით სოც. ქსელის სიბინძურეზე მაღლა და ნუ გახდებით ჩვეულებრივი პრიმიტიული არსებები.
მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცაზე პოსტი ბევრჯერ შეგხდათ...
მაგ პიროვნების ბრალი არ არის ამდენი პოსტი რომ იდება, ზუსტად თქვენნაირი ხალხის წამოსაკიდებლად იდება, ვისაც სქროლვის მეტი საქმე არ აქვს და თავის წარმოდგენებს სოც. ქსელიდან იქნის.
აზრზს სოც. ქსელით იყალიბებს და ასე შემდეგ.
ალბათ რამდენი სფერო არსებობს, რაც დაგაინტერესებთ და სიამოვნებას მოგანიჭებთ, გადაერთეთ იმ სფეროში და დაგვიტოვეთ ფეხბურთის მოყვარულებს ჩვენი საქმე. ნუ ერევით იქ, სადაც ვერ ერკვევით და გვაცადეთ სიყვარულის, აღფრთოვანების, კრიტიკის თუ სხვა ემოციის გამოხატვა.
ვიცი რომ გვაკლია სათანადო განვითარება ერს მაგრამ მაინც...
ყველაფერი უცებ არც ცივილურ ქვეყნებში მოსულა. იქნებ ჩვენც გვეშველოს
Skeleton
22 ოქტომბერი 2023 15:20
3
კრიტიკოსებო, რა თქვენი საქმეა როგორ აღნიშნავს გოლს? ცენზურას უწესებთ, თუ რა დღეში ხართ?
გიორგი
22 ოქტომბერი 2023 14:05
1
ეს საკითხავია, ამ სტილში ისარს ისვრის თუ ლაგატქით ქვას სვრის მომრავლებულ პესიმისტებს.
ჟორა
22 ოქტომბერი 2023 13:41
0
"ქვას სვრის" - რას ნიშნავს?
გელა
22 ოქტომბერი 2023 15:57
2
სიყვარულის..ამურის ისრები დაუშინა გულშემატკივარს...აი ფარაონიმ და მანიანიმ..ქვებს ნუ გვესვრი ბიჭო სესეო..
ბუჯანგა
22 ოქტომბერი 2023 12:07
1
ხვიჩამ, ისრის სროლის ნაცვლად, არ სჯობს ქართული წესით, თითქოს ხანჯალს იღებს ქარქაშიდან და ჰაერში იქნიოს.... მტერო არ შაგიშინდების ძახილით .... ვინც ახლოსაა ასწავლოს, ან ბოლოს და ბოლოს დაუდგას სუხიშვილებმა 5-10 წამიანი აღნიშვნა გოლის გატანისა, მაგ.: ცეკვა ხორუმიდან, თვალების მოჩრდილვა და აქეთ-იქეთ ყურება ან განდაგანას რაღაც ილეთით, ან ცეკვა ხანჯლურიდან .... სიტყვა ხელოვანებზეა, ჩვენც მივაწოდოთ იდეები ....
არისტოტელე
22 ოქტომბერი 2023 10:26
13
ყველაზე კარგი სანახავი იქნება ოსიმენი და ანგისა შუბებით, ხვიჩა კი აბჯრით და დიდი ხმლით და ცეკვით მოაწყონ ხუთწუთიანი გოლის აღნიშვნა
gia
24 ოქტომბერი 2023 03:31
0
რას ბოდიალოობ @ ბარემ ოსიმენს ან სხვას მოსცეს ხანჯალი და გოლის მერე დაიწყოს იმასთაბ ხანჯლური ! აუტანლები ხართ ეს ძალად პაწრიოწები @@
zura222
23 ოქტომბერი 2023 04:07
0
ყველა გამოხმაურება
ისრის სროლა როის მერე გახდა სამარცხვინო საქმე? ისრის სროლა თქვენ უნდა გემახათ ჰუსეინ ბოლტი რომ ისროდა რეკორდის დამყარების მერე!
გურიიდან
22 ოქტომბერი 2023 08:39
2
ვინმემ უთხარით,რომ ეს ქაჯური აღნიშვნა მოიშოროს
beqa
22 ოქტომბერი 2023 08:14
16
ასევე ეს ფჩიოლკა ქოჩორი, სულ რომ თვალებში ებლანდება და სულ რომ მის სწორებაშია. ვიცი არ გამოაქვენებთ მარა მაინც დავწერე.
ბადრი
22 ოქტომბერი 2023 14:44
2
100000000000%-იანი გეთანხმები! არ ჯობია ერთი ქონდეს და თავისი, ვიდრე სხვას მიებაძოს?
begas-s ნამდვილად ქაჯურად გამოსდის.
22 ოქტომბერი 2023 12:01
6
იუმორის გრძნობა ქონია :დდ
გიო
22 ოქტომბერი 2023 01:23
3
იუმორის გრძნობა ქონი არისო ეს თქვი ახლა შენ. უნდა დაგეწერა ოუმორის გრძნობა ჰქონია. სულ სხვა აზრია. ვისწავლოთ წერა ქართულად
ვანჩოპე
22 ოქტომბერი 2023 11:41
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული