ხვიჩას აღნიშვნა, რომელიც გააპროტესტეს; რუის გამოქომაგება და ფაქტორები, რომელთა გამოც ოსიმენის გარეშე უკეთესია...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ "ვერონას" დუბლი შეუსრულა, "ნაპოლიმ" კი დამაჯერებლად (3:1) გაიმარჯვა და ოთხეულისთვის აქტიურად მებრძოლ გუნდად რჩება. საერთაშორისო მედია "კვარას" "დაბრუნებაზე" წერს.

Sportall.Ge

ქართველი გარემარბი მთელი მატჩის განმავლობაში ყურადღების ცენტრში იყო. ჯერ თანაგუნდელებისგან პასები ისეთ სიტუაციაში ვერ მიიღო, გაბრაზება აქტიურად გამოხატა, რაც ნაკლებად სჩვევია. ხვიჩას ეუხეშნენ და და ამასაც მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ამის შემდეგ კვარაცხელიამ თავის სტილში გაიტანა, აღნიშვნამ კი მოწინააღმდეგეთა როგორც ფეხბურთელების, ასევე გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია. არადა, ხვიჩამ ის გაიმეორა, რაც რამდენიმე დღის წინ თბილისში, როცა კვიპროსის ნაკრების კარი დალაშქრა. ყველა
იმის გარკვევაშია, თუ რატომ მიმართავს ამ ხერხს 77-ე ნომერი. აღნიშვნა MMA-ს მებრძოლ ისრაილ ადესანიას დაუკავშირეს. მარიო რუის მიმართ ქართველ გულშემატკივრებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ, პორტუგალიელმა კი ამ ეპიზოდში ჩვენებურს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა, რის გამოც გააფრთხილეს.

ადესანიას აღნიშვნა

Sportall.Ge

ხვიჩას დატვირთული პერიოდი გამოუვიდა. მან საქართველოს ნაკრების მაისურით ორ შეხვედრაში გაიტანა. ამის შემდეგ "კვარადონას" ჯვრისწერის ცერემონიალი ჰქონდა, ნეაპოლში გადაფრენის შემდეგ კი, გასვლითი შეხვედრის ჩასატარებლად, ვერონაში ჩაფრინდა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, კვარაცხელიას მონდომება და ფიზიკური შესაძლებლობები რა მაღლა დგას. ერთხელაც უნდა გავიხსენოთ ის გამოხმაურებები, გულშემატკივართა გარკვეულმა ნაწილმა ხვიჩას "მშრალი" პერიოდი მის პირად ცხოვრებაში ცვლილებებს დაუკავშირა და ის ნათქვამიც გაიხსენეს, ერთ დროს ცნობილმა ქართველმა მწვრთნელმა რევაზ ძოძუაშვილმა შოთა არველაძეს სხვა კონტექსტსა და სიტუაციაში რომ უთხრა.

ქართველმა ფეხბურთელმა "ვერონასთან" ითამაშა ისე, როგორც უკვე შემდგარმა ვარსკვლავმა - დამაჯერებლად, ზუსტად იმდენი, რამდენის საჭიროებაც არსებობდა. ხვიჩას წინააღმდეგ უხეშობასაც არ ერიდებოდნენ და იყო ეპიზოდები, როცა ტრავმის რისკის გამო ორთაბრძოლებში აქტიურად შესვლა სახიფათოც კი გახდა. როცა 77-ე ნომერი ფორმაშია, მისი შეჩერება რთული ამბავია, თანაც, თუკი ამას ხელს გუნდიც უწყობს ისე, როგორც მატეო პოლიტანო აკეთებდა. ჯაკომო რასპადორი კარგად მოძრაობდა და ნეაპოლელები შეტევას ჩაწოდებებით არ ავითარებდნენ, როგორც ეს მინდორზე ვიქტორ ოსიმენის ყოფნის შემთხვევაში ხდება. ასე რომ, ნიგერიელის დონის მიუხედავად, მისი არყოფნა ზოგჯერ იქნებ უკეთესიც იყოს, მათ შორის, "კვარასთვის", რომელიც მუდმივად იმაზეა ორიენტირებული, ოსიმენს დროული პასი მიაწოდოს. მომდევნო გაჩერება ჩემპიონთა ლიგა, ბერლინი და "უნიონია".

altკვარაცხელიამ ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები მიიღო

altხვიჩამ გაიბრწყინა, დუბლი შეასრულა და "ნაპოლიმ" სტუმრად "ვერონას" სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 42 /
იმ ნათქვამს მიხიჩამ რომ თქვა აქაც ბევრნი იმეორებდნენ ხშირად. ძოძუაშვილი როგორც ფეხბურთელი მშვენიერი იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს მისი მოსაზრებებით იცხოვრონ ფეხბურთელებმა. მოიყვანე არ მოიყვანე რა შუაშია? იშრომე ბევრი და დაგიფასდება. ზოგმა შეიძლება ცოლი არ მოიყვანოს და სხვა რამეს გადაყვეს. აღნიშვნას რაც შეეხება პირადად ჩემთვის სულ ერთია როგორ აღნიშნავს ხვიჩა, ოღონდ წარმატებული და კიდევ უფრო განვითარებული ვნახო.
G.LA
22 ოქტომბერი 2023 12:46
3
კავანიც ეგრე აღნიშნავდა, მშვილდისრის იმიტაციას აკეთებდა. ბურთის კარში ზუსტად მოხვედრებას ნიშნავს და არაა ამდენი შეთქმულების თეორიები საჭირო.
კვარაც ინსტაგრამზე მშვილდის ემოჯის წერს და არა ავტომატის. ასე რომ დამშვიდდეს ხალხი ჯობია :)
გადაცხრილა ჰეითერებიო თუ რაღაც მსგავსი სისულელე წავიკითხე.
ჰეითერების მიმართ სადმე ოდესმე რამე დასცდენია კვარას? არასდროს!
ჰეითერობაც არ ჰქვია იმას, რასაც მის მიმართ აგორებდა ზოგი მარა აღმოაჩნდა საკმარისი თმენის უნარი, რომ არავის გამოჰყოლია, არც ნიშნის მოგებით პოსტების წერა დაუწყია სხვებივით და არც თავი უმართლებია.
რა ხალხი ვართ, როგორ გვეტყობა რომ არასოდეს გვყოლია ამ დონის ვარსკვლავი და როგორ ყველაფერი გვიკვირს.
არვიცით როგორ მოვექცეთ, ან ვაჰეითებთ ან ლექსებს ვუძღვნით.
გოლების დროს ვყიჟინებთ, წაგების დროს დამთავრდა მაგის ფეხბურთითქო ვიძახით.
შორიდან მაგარი სასაცილო ჩანს ეგ მდგომარეობა მაგრამ საკუთარი ქვეყნის ხალხზე ვერ გაიცინებ, რადგან რაღაცით მაინც მათთან ხარ გაიგივებული...
Skeleton
22 ოქტომბერი 2023 12:09
4
არის ერთი ფეხბურთელი, ვისაც „ნაპოლის“ ამ ქაოსური სეზონის სტარტის განათება და გაფერადება შეუძლია, ეს კვარაა, ვინაიდან ფიზიკურ ფორმას შეიძლება ახასიათებდეს აღმასვლა და ჩავარდნა, მაგრამ ნიჭი არ იკარგება. „ნაპოლიმ“ თავისი ხელოვანი კვლავ დაიბრუნა“ corriere de lo sport - აქ სიტყვები ზედმეტია.
Alegro
22 ოქტომბერი 2023 16:52
5
ხო ნუ ვერონასთან კი მაგრამ ძლიერებთან ქრება :(
Giorgi
23 ოქტომბერი 2023 01:45
32
დურუ ხუნჭუა ჭირდება ჯოტია ცაავას ასე ყოფილა ცხოვრება.ხვიჩამ ისარი კრიტიკოსებს ესროლა.
Cheroeli
22 ოქტომბერი 2023 14:55
2
ზუსტად ვისროდი, ვისვრი და მომავალშიც ზუსტი ვიქნები ყველას გასახარად! მე ასე გავიგე. ვისაც არ გიხარიათ თქვენც კარგათ იყავით, ოღონდ ნუ წამლავთ ბიჭს!
გიორგი
22 ოქტომბერი 2023 12:23
3
გუშინდელ მატჩში სანამ ხვიჩამ არ "მიახურა" რასპადორის და პოლიტანოს, მანამდე ვერ და არ იმჩნევდნენ ხვიჩას არსებობას მოედანზე. მიუხედავად ამ ორი "პაიაცის" ფაფხურისა კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა ხვიჩას მაღალი საფეხბურთო კლასი.
მალაქია
22 ოქტომბერი 2023 12:32
7
პოლიტანოზე მთლად მასეც ნუ იტყვი. შარშან არც მე მეხატებოდა გულზე, მაგრამ წელს მაგრა მოუმატა და ერთ-ერთი საუკეთწსოა გუნდში. თანაც ორივე ასისტი მაგნ გაუკეთა ხვიჩას. მეორე საერთოდ მშვენიერი პასი.
ირაკლი
22 ოქტომბერი 2023 13:40
1
მოწინააღმდეგის ფეხბურთელის და გულშემატკივრის გაღიზიანება მოყვა არა მშვილდის სროლას, არამედ იმას, რომ კვარამ აჩვენა არა თითი, რომელზეც საქორწინო ბეჭედი აქვს და ეს მიუზღვნა ახლად შერთულ მეუღლეს, ხოლო გულშემატკივარს ეგონა რომ მან აჩვენა მათ შუა თითი და შესაბამისად ატეხეს ხმაური ისევე როგორც ვერონას ფეხბურთელებმა, თუმცა მალევე გაერკვნენ სიტუაციაში და ჩაწყნარდა ყველაფერი, თორ ემეორე გოლზეც "ისროლა" მშვილდი და არავის გაუპროტესტებია.
JABA
22 ოქტომბერი 2023 22:11
4
შეიძლება სიმართლეა
მურმანი
23 ოქტომბერი 2023 08:32
0
საქმეც მაგაშიას - არა, იქ ვიყავი და ჩემი თვალით ვნახე
JABA
23 ოქტომბერი 2023 12:39
0
ყველა გამოხმაურება
წარმატებები კვარას,გაიხარე,როგორც ჩვენ გვახარებ!
ეკა.
22 ოქტომბერი 2023 11:54
2
მე მახსენდება გვარდიოლას მოსვლამდე ბარსელონა. როცა მესი კლასით აღემატებოდა პარტნიორებს.
ვერ უგებდენ და ფაქტობრივად პასის მათთვის მიცემას არ ქონდა აზრი. ყოველი გადაცემა მთავრდებოდა მათი სისულელეებით.
აი ეს სიტუაციაა ნაპოლიში. კვარა 3 თავით მაღლა დგას პარტნიორებზე. გინდა მიეცი პასი, გინდა არა აზრი არ აქვს მაგათთვის. ერთი ოსიმენი კიდევ უგებდა, მაგრამ დანარჩენები იმენა მეორე ლიგაა :)
las
22 ოქტომბერი 2023 14:24
8
ოსიმენის გარეშე ყოველთვის კარგად თამაშობს.
ქ. გ.
22 ოქტომბერი 2023 12:02
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული