მშვენიერ ფორმაში მყოფი "კვარა" დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-4 მატჩში გატანას ეცდება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" საშინელ ფორმაში მყოფ "უნიონს" დაუპირისპირდება - დღეს, 24 ოქტომბერს, 23:00 საათზე. ბერლინელებს ზედიზედ 8 წაგება აქვთ, მათ შორის, ორი ჩემპიონთა ლიგაზე.

ურს ფიშერი მთავარ მწვრთნელად რჩება და ცოტათი აუხსნელია, სტარტზე სამი გამარჯვების შემდეგ რა მოხდა. რუდი გარსიას გუნდმა "ბრაგას" ავტოგოლის დახმარებით აჯობა, მადრიდის "რეალთან" კი ჯუდ ბელინგემი ვერაფრით შეაჩერა. "ფიორენტინასთან" მარცხმა თითქოს ფრანგის პოზიციები დაასუსტა, თუმცა ნეაპოლელები კრიზისიდან გამოსვლას მაინც ახერხებენ.

Sportall.Ge

კვარაცხელიას გუნდი "მილანს" ახლა ხუთი ქულით ჩამორჩება. "ნაპოლის" გერმანულ კლუბებთან 8 მოგება,
5 ფრე და 9 მარცხი აქვს. გასულ სეზონში მათ ფრანკფურტის "აინტრახტს" აჯობეს და ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ. კვარაცხელიამ დი ლორენცოს მშვენიერი საგოლე პასი გაუკეთა.

"ნაპოლის" დანაკლისი დიდია - ჟესუსი, ანგისა, ოსიმენი... მშვენიერ ფორმაში მყოფი კვარაცხელია ზედიზედ მეოთხე მატჩში (ნაკრების ჩათვლით) გატანას ეცდება. ნიგერიელის გარეშე ის "ვერონასთან" მშვენივრად გამოიყურებოდა, საკმაოდ ბევრი თავისუფალი სივრცე ჰქონდა და დრიბლინგებს წარმატებით აგვირგვინებდა.

"ოლიმპიაშტადიონზე" გასამართ შეხვედრას ბოსნიელი პოლიტო განსჯის, რომელიც საკმაოდ მკაცრი არბიტრია.

altხვიჩას აღნიშვნა, რომელიც გააპროტესტეს; რუის გამოქომაგება და ფაქტორები, რომელთა გამოც ოსიმენის გარეშე უკეთესია...

მკითხველის კომენტარები / 20 /
Xvicha shen ogond gaitane da eset magal doneze iyavi da isari kiara tu ginda avtomati isrole xolme batistutasavit...ise ki chems mokrdzalebul azrs getyvi,romelime qartuli cekvis lamazi ileti iswavle kargad da mag iletit agnishne xolme ar jobiaa??es bogmianebic chaigdeben enas da tan lamazi iqneba da mogixdeba plius mtel msoflios achveneb ert-ert qartul sagandzurs
Gel-100
25 ოქტომბერი 2023 09:50
0
აბა ბატისტუტას გოლის აღნიშვნაზე რა უნდა გეთქვა, გადაცხრილავდა ხოლმე თავისი ავტომატით მთელ სტადიონს.ისე ყველაზე მეტად ალან შირერის გოლის აღნიშვნა მომწონდა(მაღლა აწეული ხელით სირბილი).აი ჩემი საყვარელი ფეხბურთელის ალექს დელ პიეროსი კი არა(ენა გადმოგდებული) თუმცა ემოციები ძალიან დიდი იყო...
ლევანი76
24 ოქტომბერი 2023 22:45
0
ედისონ კავანიმაც ასე იცოდა გოლის აღნიშვნა, რაც ცუდი დასანახავი იყო. ხვიჩასაც არ უხდება.
გია
24 ოქტომბერი 2023 20:49
1
ექსტრავაგანტურად აღნიშნავს, რაც ძალიან უხდება როგორც მას, ასევე ფეხბურთში გოლის ზეიმს. ყველა მისი გოლის ზეიმი, ჩემზე დადებითად მოქმედებს და ძალიან მომწონს გოლის აღნიშვნის მისეული ყველა ფორმა. ესევე, გააგრძელე ჩვენო ვარსკვლავო, შენ ფეხბურთის მხატვარი ხარ და სწორედაც ხატოვნად და გამორჩეულად უნდა აღნიშნო გოლის ზეიმი! გოლი...კიდევ გოლი ჩვენო ხვიჩა!
ქომაგი
24 ოქტომბერი 2023 13:39
5
ფეხბურთის გულშემატკივარი,ჯერ კიდევ იმ დროიდან ვარ,როცა გოლის გატანის დროს,ყველა ხელებს მაღლა ასწევდა და დაიძახებდა;-არის!ან კიდევ;-გოოლ!მერე გოლის გამტანს,ხელს ჩამოართმევდნენ,კეფაზეც მოუთათუნებდნენ და ცენტრისაკენ მოდიოდნენ.მას შემდეგ ფეხბურთიც განვითარდა,ხალხიც შეიცვალა,დროც და დღეს,ყველა ცდილობს,სხვებისაგან გამოირჩეოდეს.თანაც არა მხოლოდ თამაშით,არამედ,გოლის აღნიშვნითაც.დრომ მოიტანა ეს ყველაფერი და ხვიჩას ბრალი,არაფერშია.დღევანდელ ცხოვრებას ხომ რეკლამა წარმართავს.ხვიჩამ,შარშანაც გოლის აღნიშვნის რამდენიმე ვარიანტი მოსინჯა და წელსაც აგრძელებს ძებნას.ალბათ ჯერ ვერ იპოვა ისეთი,რომელიც მისთვის სრულიად მისაღები და კომფორტული იქნება.ალბათ იპოვის იმას,რაც მისი იქნება და ეს თუ ვინმეს აღნიშვნის გამეორება იქნება,არც მაგაშია რაიმე ცუდი.მთავარია ეს აღნიშვნა,შენს არსს და განწყობას გამოხატავდეს!აღნიშვნის შესახებ,ჩემ აზრად მხოლოდ იმას ვიტყვი,რომ ოღონდ ხვიჩამ,ძველებურზე უკეთესად ითამაშოს და გოლის გატანა,თუნდაც მთელი მოედნის ხელებზე თავდაყირა შემოვლით აღნიშნოს.
პ.ს.რამაზ შენგელია,გოლის გატანის შემდეგ,ჯერ ხელებაწეული გარბოდა,შემდეგ კი,მარჯვენა ხელ აღმართული შეხტებოდა და თანაგუნდელებს გადაეხვეოდა.დღეს ასე მოკრძალებულად აღარავინ ზეიმობს,მაგრამ არც ხვიჩაა,ისეთი ადამიანი,ყველგან ექსტრავაგანტურობას რომ ცდილობს.საკმაოდ მოკრძალებული ბიჭია და იქნებ მსგავსი აღნიშვნა,მის პიროვნებასაც კარგად მოერგოს.დღევანდელობისათვის,ორიგინალურიც იქნება და არც ვინმე ჩასაფრებულს მისცემს საბაბს,რაიმეზე გამოეკიდოს.ცხონებული რამაზი,დიდი თავდამსხმელი იყო და მისი აღნიშვნის გამეორება,მეორე დიდი ქართველი თავდამსხმელის მხრიდან,მისი დაფასებაც გამოვა.რა თქმა უნდა,იმისი იმედი არა მაქვს,რომ ჩემს კომენტარს,ხვიჩა წაიკითხავს,მაგრამ ჩემი,როგორც მისი პირადი გულშემატკივარის მხრიდან,ამ შეთავაზებას მაინც გავუკეთებ.რა ვიცი,იქნებ მიაღწიოს ადრესატამდე და ჭკუაშიც დაუჯდეს.
სოსო
24 ოქტომბერი 2023 12:30
1
გატანილი გოლის აღნიშვნა მაინც აცალეთ მის ჭკუაზე, რა ამბავში ხართ რა გჭილარიენ (გჭირთ)?!
Naturali Guruli
24 ოქტომბერი 2023 12:28
5
Golebi gaitanos da saqrtvelos nakrebi evropis chempionatze gaiyvanosnisari kiara mekobreebis zarbazani isrolosntuunda
Lasha
24 ოქტომბერი 2023 12:23
1
გოლს აუცილებლად გაიტანს - შეიძლება ორიც!
ურო
24 ოქტომბერი 2023 10:46
1
ხვიჩა გენაცვალეეეეეე. რა ჯიგარი ბიჭი ხარ, ეს რომ ყველამ იცოდეს რა კარგი იქნებოდა. მიდი მიაწექი. აკეთე ის რაც გაბედნიერებს (მე ფეხბურთიდან მხოლოდ შენი გოლები და კარგი თამაში მაბედნიერებს) გააკეთე ის რაც გინდა და ბოღმიან მაწანწალა ხალხს ნუ მოუსმენ. დღეს მინდა მალე დაღამდეს რომ მეჩქარება დავინახო ბოღმიანი ხალხის სახეები შენი მაგარი თამაშის მერე. ვხედავ რომ ძალიან გულწრფელი გულშემატკივარი ბევრი გყავს და გაგვახარე არ გაჩერდე. ღმერთი შენსკენ
roma bejanidze
24 ოქტომბერი 2023 10:17
4
დიდი ხანია აღარ ვწერ ხოლმე კომენტარებს!!!
ხალხო ხვიჩას როგორც უნდა ისე აღნიშნავს!!! გოლებით ხომ გახარებთ(თუ კი მართლა გახარებთ,ვეჭვობ პირიქითაა,ეს “ჩასაფრებულებს ეხებათ” რათქმაუნდა)ხოდა თვითონაც გაიხაროს იმ აღნიშვნით რომელიც თვითონ მოსწონს და სიამოვნებს!!! რა შუაშია თავში ავარდნა და ათას სისულეებს რომ უგონებთ!!! ნაკლს ვეღარ პოულობთ და რა ქნათ აღარ იცით,აქამდე თმას რატო ისწორებს ყოველ წამშიო:))) და ა. შ.
წარმატებები ხვიჩა!!! უფალი გფარავდეს❤️ მადლობა რომ გვახარებ და გვასახელებ!!!
გულშემატკივარი
24 ოქტომბერი 2023 09:50
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული