ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში "ნაპოლიმ" ბერლინის "უნიონი" სტუმრად 1:0 დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნულ შეხვედრაში ასისტი გააკეთა და გოლი ჯაკომო რასპადორის გაატანინა.
პოპულარულმა სპორტულმა საიტმა Sofascore-მა ხვიჩას გამოსვლა 7.8 ქულით შეაფასა, Flashscore-მა და whoscored-მა კი - 8.1-ით, რაც ორივე გუნდის შემადგენლობიდან საუკეთესო შედეგია.
ასეთია შემდგარი, დასაქმებული და რეალიზებული ადამიანი. ზუსტად ასეთმა ადამიანმა იცის შრომის ფასი და აფასებს სხვას.
როგორ მინდა ჩემს ქვეყანაშიც ვისწავლოთ სპორტის, ხელოვნების და სხვადასხვა სფეროებში მოღვაწე ადამიანების დაფასება.
ერთი თამაშიც რომ ვერ მოიგონ ლიგაზე, დარწმუნებული ვარ ისევ ისე უგულშემატკივრებენ და დაელოდებიან შედეგს. ახლა თუ არა წლების მერე მაინც გამოიღებს შედეგს მსგავსი შემართება და გვერდით დგომა.