"კვარაცხელია ჩვენთან არ დააფასეს" - რუსეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ბორის იგნატიევმა განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი მოსკოვის "ლოკომოტივის" ისტორიაში საუკეთესოა.

"კვარაცხელია - ალბათ, "ლოკომოტივის" ისტორიაში საუკეთესო ტრანსფერია. მაშინ როგორ მონახეს და შემდეგ როგორ ვერ შეინარჩუნეს. ახლა ის ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია. გაუგებარია, როგორ შეეძლოთ ასეთი კალიბრის მოთამაშესთან განშორება. სამწუხაროდ, ხვიჩა ღირსეულად უკვე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დააფასეს", - ციტირებს იგნატიევს Legalbet-ი.

"ლოკომოტივმა" კვარაცხელია "რუსთავიდან" იჯარით 6 თვით კონტრაქტის გამოსყიდვის პრიორიტეტული უფლებით 2018 წელს აიყვანა. სეზონის დასრულების შემდეგ "რკინიგზელებმა" მასთან ხელშეკრულება არ გააფორმეს და სამი წლით
"რუბინში" გადავიდა; მერე ბათუმის "დინამოს" მიაშურა, რომლისგანაც "ნაპოლიმ" 10 მილიონ ევროდ შეიძინა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
12 მაინც გვყავს მაგისთანაო,დაახლოებით ასე თქვეს ლოკომოტივის ხელმძღვანელებმა.იური სიომინმა რომ ატეხა განგაში,მარგალიტია ეს ბიჭი და არსად გაუშვათო.მათთვის კარგი ფეხბურთელი,სწრაფი,ფიზიკურად მძლავრი და დარტყმა გამძლე უნდა ყოფილიყო,რომელიც ბევრს ირბენდა და მხოლოდ პასით ითამაშებდა.ასეთები კი,მართლაც ბევრი ჰყავდათ და ახლაც ჰყავთ.
სოსო
21:51 26-10-2023
2
და სხვა ვინ დაგიფასებიათ თქვე ნაზირალა შოვინისტებო. კიდევ კარგი დროულად დააღწია თავი თორემ რამდენი ყავთ გაფუჭებული მაგ.....
rigiti
00:45 27-10-2023
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული