"კვარაცხელია ჩვენთან არ დააფასეს" - რუსეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ბორის იგნატიევმა განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი მოსკოვის "ლოკომოტივის" ისტორიაში საუკეთესოა.

"კვარაცხელია - ალბათ, "ლოკომოტივის" ისტორიაში საუკეთესო ტრანსფერია. მაშინ როგორ მონახეს და შემდეგ როგორ ვერ შეინარჩუნეს. ახლა ის ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია. გაუგებარია, როგორ შეეძლოთ ასეთი კალიბრის მოთამაშესთან განშორება. სამწუხაროდ, ხვიჩა ღირსეულად უკვე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დააფასეს", - ციტირებს იგნატიევს Legalbet-ი.

"ლოკომოტივმა" კვარაცხელია "რუსთავიდან" იჯარით 6 თვით კონტრაქტის გამოსყიდვის პრიორიტეტული უფლებით 2018 წელს აიყვანა. სეზონის დასრულების შემდეგ "რკინიგზელებმა" მასთან ხელშეკრულება არ გააფორმეს და სამი წლით
"რუბინში" გადავიდა; მერე ბათუმის "დინამოს" მიაშურა, რომლისგანაც "ნაპოლიმ" 10 მილიონ ევროდ შეიძინა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ra rusebis daufasebloba gikvirt xalxo mashin roca chven ver davafaset tavis droze verc kvara verc mamarda verc davitashvili da kidev bevri nichieri fexburteli,,
gel-100
20 იანვარი 2024 09:38
0
ეტყობა დაგავიწყდათ რომ არა უკრაინის ომი ხვიჩა დღესაც რუსეშში იქნებოდა.ასევე გაუმართლა რომ მაგარი კაცის სინიორ სპალეტის ხელში მოხვდა რომელმაც ხვიჩას ტალანტი კარგად გამოაჩინა.
ამაშია საქმე
27 ოქტომბერი 2023 11:40
5
მართალი ხართ მაგრამ მთავარი გამართლება იმაშია რომ საჩემპიონო გუნდში მოხვდა დანარჩენი უკვე მისი დამსახურებაა.
გიორგი
27 ოქტომბერი 2023 18:37
0
ვერ დააფასეს რუსულ ფეხბურთს ეს ანარი არ აღმოაჩნდა
aleko
27 ოქტომბერი 2023 11:31
6
და რა არის ხალხო აქ საერთოდ სანერვიულო? ვის რაში აინტერესებს მათი არდაფასება.. ლოკომოტივისთვის უნდა გვებალეშიკა თუ რუბინისთვის?
papai
27 ოქტომბერი 2023 10:35
2
ცნობისთვის, ლოკომოტივიდან მაშინ ჩვენი ხვიჩა ნაქართველარმა ნაძირალა კიკნაძემ გამოუშვა, რომელიც მაშინ კლუბის ვიცე-პრეზიდენტი იყო, ხვიჩას ყველა წარმატების დროს მახსენდება ეს მომენტი და კიდევ უფრო მახარებს ხვიჩას წარმატება...
გიორგი - 11
27 ოქტომბერი 2023 10:23
2
რუსეთში არ უნდა წასულიყო, მაგრამ საქართველოს დონის ქვეყანაში (ფეხბურთის მხრივ) პირდაპირ ევროპული კლუბებიდან არავინ წაიყვანდა. რუსეთი გამოიყენა ხვიჩამ, ფიზიკურად გაძლიერდა, კარგად განვითარდა, ნაკრებში გაიბრწყინა და მიიქცია ევროპული გუნდების ყურადღება. საქართველოდან პირდაპირ ევროპის მეორე დონის გუნდებში ბევრი წავიდა ჩვენები მაგრამ აღარ ისმის მათი სახელები საერთოდ. შეიძლება ხვიჩას იქ უფრო მეტად გაებრწყინა და 21 წლის კი არა 19 წლის ასაკში აღმოჩენილიყო პირდაპირ ტოპ ლიგაში, ეგ არავინ იცის. რაც არ მომხდარა მაგაზე ვერ ვისაუბრებთ მარა ფაქტია, რუსეთში ფიზიკურად მოუმატა და მაგის საფუძველზე ნაკრებში უმაგრესი თამაშები ჩაატარა. ძალიან მიხარია ახლა რო მისტირიან და იციან მისი დონის არავინ რომ არ ჰყოლიათ. ხალხი დააბრუნა ტრიბუნებზე და ის უსახური ჩემპიონატი გახადა სანახაობრივი. მეტი რა უნდა ექნა
Spain
27 ოქტომბერი 2023 09:51
2
დაუფასებლობა სისხლში აქვთ.
სისომ და ლავრენტიმ ზესახელმწიფოდ აქციეს, მაგრამ ხსენებაც არ უნდათ მათი.
ისე, ჩვენც გვახასიათებს უმადურობა.
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
27 ოქტომბერი 2023 08:00
4
ფეხბურთში წარმატება თუ გინდა რუსეთში არ უნდა წახვიდე ეს აქსიომაა.
მაგრამ ბევრისთვის რთულია. ანაზღაურება ნორმალური. მერე ბანოჯადან მოაკოვში რო მოხვდები. გრძელფეხებიან ბლანძინკებს რო დაინახავ რთულია დააღწიო თავი :)
ზაზა ჯანაშია მაგალითად :) რა ტალანტი გაფლანგა.
ამიტომ ხვიჩა არის კაცი და პიროვნება.
დაძლია ყველა ბარიერი
Las
27 ოქტომბერი 2023 07:18
4
სოსოს-ს.მთლად მაგრე არ არის საქმე.პროფესიონალიზმის დღევანდელ დონეზე და სხვა ხელის შემშლელ მიზეზებზე,უკვე ვთქვი,მაგრამ დასავლეთში მეტი ფულიც აქვთ და ტექნოლოგიებითაც გაცილებით მაღლა დგანან,თორემ როცა ფეხბურთი ბუნებნრივ ტალანტებზე იდგა და სავარჯიშო პირობები დაახლოებით თანაბარი იყო,საბჭოთა კავშირის ნაკრები,სრულიად კონკურენტუნარიანი იყო,ევროპაში.ჩემპიონებიც გახდნენ და პრიზიორებიც.ლევ იაშინი,20 საუკუნის საუკეთესო მეკარედ აღიარეს,ხოლო ედუარდ სტრელცოვი,რომ არ დაეპატიმრებინათ,მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო ფეხბურთელის ერთერთ მთავარ კონკურენტად მიაჩნდათ.მართალია,იქ ქართველები და უკრაინელებიც თამაშობდნენ,მაგრამ ორივე ეს ვარსკვლავი,რუსები იყვნენ.ნიჭიერები,ყველგან იბადებიან და სწორად თუ გაზარდეს,მერე კი,გაუმართლათ,ყველა ქვეყანაში შეიძლება დიდ ფეხბურთელად მისი გაზრდა.ფინელი იარი ლიტმანენი,ისე დაითრო,რომ სტადიონზე გამოეღვიძა და ასე ნახა პირველად,ფეხბურთი.მერე კი,ვარსკვლავად გადაიქცა.თუნდაც ხვიჩაზე ვთქვათ,საქართველოში რომ დარჩენილიყო,გახდებოდა ასეთი დონის ფეხბურთელი და საერთოდ ვინმე შეამჩნევდა?შესაძლოა კი,და ვთქვათ გენტს წაეყვანა ისიც.ჩაკვეს რა დამართეს,გენტში,კი ვიცით და ლევან ყენიას,შალკეში.რუსმა მწვრთნელებმა ხვიჩას მისცეს ის,რაც შეეძლოთ,ხვიჩამაც ყველაფერი შეითვისა მათგან და როცა ნაპოლიმ აიყვანა,სპალეტის უკვე თითქმის ჩამოყალიბებული ვარსკვლავი შერჩა ხელში,რომელიც თავის გუნდს ადვილად მოარგო და ვიხილეთ ხვიჩას სასწაული.ხვიჩას თამაშებს,ლოკომოტივშიც ვუყურებდი და რუბინშიც,ასე რომ კარგად ვხედავდი,რამდენად სასარგებლო იქნებოდა,თუ გვერდით უფრო მაღალი კლასის პარტნიორები ეყოლებოდა.სწორედ პარტნიორები შეხვდბებ ხვიჩას და ისიც აკაშკაშდა,თორემ სიომინიც და სლუცკიც,კარგად ხედავდნენ,მის შესაძლებლობებს.მაშინ ხვიჩას,აქაც ბევრი დასცინოდა და აგინებდა.არ სჯეროდათ მისი,ყაზახეთსაც ბევრი უწინასწარმეტყველებდა.ნურც იმას დავივიწყებთ,რომ ხვიჩას,თბილისის დინამოში,რომლის აკადემიაშიც ის სწავლობდა, ნათამაშები არ აქვს.ასე რომ არც ეგ ნიჰილიზმია,მხოლოდ რუსული მოვლენა.ისე უკრაინულ ფეხბურთში,ლობანოვსკიმ კარგი მომზადების სისტემა შექმნა,თორემ გვარებს შეხედეთ,უკრაინელების სახელით,იქაც ძალიან ბევრი რუსი თამაშობდა,დიდ ფეხბურთს.რუსეთს და რუსებს,უამრავი ნაკლი და ცოდვა აქვთ,განსაკუთრებით ჩვენს წინაშე,მაგრამ სადაც ცუდს ვხედავთ,იქ კარგიც უნდა დავინახოთ.სხვანაირად,არც ჩვენ ვიქნებით,მართლები.ან კიდევ ჩვენ,ქართველები,ყველანი ანგელოზები ვართ?ნებისმიერ ქვეყანაში,ასე არ არის?ყველას თავისი ანგელოზი და ეშმაკი ჰყავს,ნებისმიერი ერის შვილს და ამის გამო თქმა,ეს ერი,იმას სჯობიაო,სისულელეა,საშიში სისულელე,რომელმაც არაბეთ -ისრაელის ომის მსგავს მტრობამდე შეიძლება მიგვიყვანოს.დღეს,აგიტაციას,ძალიან დიდი საშუალებები აქვს,მტრობის გასაღვივებლად და 90 წლის წინ,ჰიტლერს თუ დაახლოებით 10 წელი დასჭირდა,ფაშიზმის ქვეყნის იდეოლოგიად გადასაქცევად,დღეს ეს,გაცილებით სწრაფად ხდება.მსოფლიოში ამდენი სისხლის ღვრა და სიძულვილიც,სწორედ ამ აგიტაციის შედეგია,სხვადასხვა მხრიდან შეუსვენებლივ რომ გვბომბავენ,სხვადასხვა ძალები.შინაურიც და გარეულიც.
პ.ს.სპორტიდან სულ სხვა სფეროში გადავვარდი,მაგრამ ზოგჯერ, ალბათ ამის თქმა და შეხსენებაც საჭიროა,ერთმანეთისათვის.მაპატიეთ მრავალსიტყვაობისათვის და იმედია არ დამძრახავთ
სოსო
27 ოქტომბერი 2023 17:33
1
რუსეთის ფეხბურთში არ გაზრდილა არცერთი ტალანტი. ვერ დადეფ მაგალითს.
ეგ საზანოვი და დავითაშვილი ევროპაში მოხვდენ ხვიჩას ხათრით. ხვიჩამ გაკვალა გზა მათთვის და სვებისთვისაც თორე ევროპაში ქართველი ვის უნდოდა.
რუსეთში ჩაძირული ქართველი კი თავზეა საყრელია - ჯანაშია. აშვეთია. ასათიანი. დემეტრაძე.
რუსეთს არ აღუზრდია არცერტი ვარსკვლავი.
საბჭოეთის დროსაც კი. ქართველები და უკრაინელები ყოველთვის ჯობდენ და ბოღმით სკდებოდენ ამის გამო
სოსო-ს
27 ოქტომბერი 2023 11:20
7
ყველა გამოხმაურება
180 მილიონი ქართველი რო იყოს და 4 მილიონი რუსი რამდენით ნილს მოვუგებდით მაგათ ნაკრებს ალბათ 25-0,30-0 ასე.
180 კაციდან შერჩეული 11 საუკეთესოს მოუგო 2002ში 4 კაციდან არჩეულმა 11მა საუკეთესომ.
Levani
27 ოქტომბერი 2023 02:37
6
და სხვა ვინ დაგიფასებიათ თქვე ნაზირალა შოვინისტებო. კიდევ კარგი დროულად დააღწია თავი თორემ რამდენი ყავთ გაფუჭებული მაგ.....
rigiti
27 ოქტომბერი 2023 00:45
10
ქვეყანაში რომელიც ნავთობსა და გაზზე დგას, ყველანაირი ძვირფასი მეტალი მოიპოვება და ნახევარი პლანეტა მისია 32000 რუბლი (920 ლარი) გქონდეს პენსია სამარცხვინოა, სიამაყით მაინც ნუ ამბობ თუ კაცი ხარ. 30 % რუსეთის გაზიფიცირებული არაა და ძალიან ბევრ რეგიონში კანალიზაცია და გაზი არ აქვთ ელემენტარულად, ქუჩაში ასხავენ წყალს და შეშით თბებიან და ამ დროს გამოდიხარ და აქ აპიარებ როგორი კაები არიან. ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა რა თქმა უნდა ჩვენი და ამერიკელი მასონების, აბა რუსები სიმართლისთვის მებრძოლი ერია, არავის თავს არ ესხმიან.
აკაკის
27 ოქტომბერი 2023 11:29
4
როგორ თუ ვინ? მე დამაფასეს და პენსიასაც მაძლევენ სამჯერ მეტს, ვიდრე თქვენი ღორი ჩინოვნიკები. ძალოსანი ( შტანგისტი)ვიყავი და ტრამვა მივიღე 32000 რუბლი მაქვს პენსია. ეხლა ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა ვისი ბრალია, ეგ უნდა იცოდე
აკაკი
27 ოქტომბერი 2023 01:28
27

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული