კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „სლოვანი“ საფრანგეთში „ლილთან“ 1:2 დამარცხდა.
ვაისის შეგირდები 68-ე წუთამდე იგებდნენ, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა ორი გოლის გატანა და გამარჯვების მოპოვება შეძლეს.
ბრატისლავურ გუნდში გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ჯაბა კანკავა კი 90+4-ე წუთზე შეცვალეს.
„სლოვანი“ A ჯგუფში 6 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ლილს“ 1 ქულით ჩამორჩება და ამ გუნდს 10 ნოემბერს უმასპინძლებს.
ლილი. „პიერ მორუა“
ლილი - სლოვანი 2:1
გოლები: 0:1 ჩავრიჩი (25), 1:1 იაზიჯი (68), 2:1 კაბელა (82)
გაძევება: ლოვატი (85, სლოვანი)
-31SEP/01/5-slovni.jpg" border="0" alt="alt" title=""ლილმა" "სლოვანს" თამაში შემოუტრიალა - ბრატისლაველებს მალე რევანშის შანსი მიეცემათ" style="height: 50px; width: 50px;" />"სლოვანმა" ისევ გაიმარჯვა - კაშიამ და კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს