"გალიაში უნდა ჩავკეტოთ, ისე, როგორც შარშან" - კრუდელიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
კვირას, 29 ოქტომბერს, სერია A-ს მე-10 ტურის ცენტრალურ მატჩში, "ნაპოლი" "მილანს" უმასპინძლებს. ცნობილმა იტალიელმა კომენტატორმა და "როსონერის" გულმხურვალე გულშემატკივარმა ტიციანო კრუდელიმ აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პიოლიმ კვარაცხელიას წინააღმდეგ გეგმა უნდა შეიმუშაოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაისჯებიან.

"მილანი" ძალიან არასტაბილურია. სიმართლე გითხრათ, "ნაპოლისთან" მატჩზე ვნერვიულობ, შეტევაში არასაკმარისად კარგები ვართ.

დაგვჭირდება თუ არა გალია კვარაცხელიასთვის, როგორც გასულ წელს? აუცილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავისჯებით. კარგი მოგონებები სასიამოვნოა, თუმცა დღევანდელი დღით უნდა ვიცხოვროთ", - განაცხადა კრუდელიმ Radio Marte-ის ეთერში.

შეგახსენებთ, გუნდების დაპირისპირება თბილისის დროით 23:45
საათზე დაიწყება.

alt"კვარაცხელია ჩვენთან არ დააფასეს" - რუსეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

altკვარაცხელია ფორმის პიკს დაუბრუნდა? - გამარჯვება, რომელიც ხვიჩამ განაპირობა...

alt"რას ვფიქრობ ჩემს საგოლე გადაცემაზე?" - ხვიჩა კვარაცხელიას მატჩისშემდგომი ინტერვიუ

მკითხველის კომენტარები / 20 /
თუ დაგტოვა მასე შეჭმუხნული ხო კაი.
ილია
17:08 28-10-2023
0
რა გალიაო თამაშს უყურა საერთოდ? რაც ჩემ სეხნიას კალაბრიას ფეხებს შუა უტარა ბურთები თუ აქვს დათვლილი. პირიქით მადლობა უთხარით რომ პენალტი არ გაგიტანათ
დავით 67
08:16 28-10-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული