
"ჩემი აზრით რასპადორი ითამაშებს "მილანის" წინააღმდეგ. მას ბევრი პაულო როსის ადარებს. ჯაკომომ ბერლინში მაგარი გოლი გაიტანა.
ხვიჩა? - ის კაკაზე ძლიერი გახდება. პირველ სეზონში კაკამ "მილანთან" ერთად სკუდეტო მოიგო როგორც კვარაცხელიამ "ნაპოლისთან", მაგრამ თუ კვარაცხელია კაკასავით "რეალში" გადავა, იქ ბრაზილიელზე უკეთესი იქნება. კაკამ მსოფლიო თასი მოიგო? კვარაცხელიას ბრალი არ არის რომ საქართველოში დაიბადა. ხვიჩა ნამდვილი ჯადოქარია", - თქვა დი მაჯიომ.