მოგეხსენებათ, ნიგერიელი და ქართველი ახლო მეგობრები არიან და ეს აფრიკელი ფეხბურთელის სიტყვებითაც დასტურდება.
"ხვიჩა ძალიან მიყვარს. ის დიდებული ადამიანია და მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. კვარაცხელიას გუნდში ჯადოქარს ვეძახით", - აქვეყნებს ოსიმენის სიტყვებს AS.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ ჯამში "ნაპოლის" მაისური 55 შეხვედრაში მოირგო, სადაც 17 გოლი გაიტანა და 22 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
"ამ საქციელით ყველაფერი ნათელია" - "ნაპოლის" ქომაგები ოსიმენის გაყიდვას ითხოვენ [VIDEO]