ამას მოხერხება უნდა - "ფრიზინონე" 3:0-ს იგებდა და წააგო

AutoSharing Option
სერია A-ს მეათე ტურში „ფროზინონე“ გასვლაზე აუტსაიდერ „კალიარისთან“ 3:4 დამარცხდა.

„ფროზინონე“ 72-ე წუთამდე 3:0-ს იგებდა, მაგრამ მინც წააგო. შეცვლაზე შესულმა პავოლეტიმ კომპენსირებულ დროში დუბლი შეასრულა.

სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ ქართველი ლეგიონერი გიორგი კვერნაძე ისევ სათადარიგოთა შორის დატოვა.

„ფროზინონემ“ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 12 ქულით მეთორმეტე ადგილზეა და 3 ნოემბერს გასვლაზე „ტორინოს“ დაუპირისპირდება.

კალიარი. „სარდინია არენა“
კალიარი - ფროზინონე 4:3
გოლები: 0:1 სოულე (23), 0:2 სოულე (37), 0:3 ბრეშიანინი (49), 1:3 ორისტანიო (72), 2:3 მაკუმბუ (76), 3:3
პავოლეტი (90+4),
4:3 პავოლეტი (90+6)
გამოუყენებელი პენალტი: მანკოსუ (30, კალიარი)

მკითხველის კომენტარები / 3 /
ტოტალიზატორიიიიიიიიიიი
გუგა
19:51 29-10-2023
8
ძალიანაც კაი თამაშოს კვერნაძე.
რრრ
18:59 29-10-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული