მამარდაშვილმა იფრინა, მაგრამ "სან მამესზე" ორი გოლი გაუტანეს - "ვალენსიამ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეთერთმეტე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ბილბაოსთან“ ფრეს დასჯერდა - 2:2.

მიუხედავად ორი გაშვებული გოლისა, სტუმართა გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

მატჩი მაღალ ტემპში მიმდინარეობდა და ლამაზი სანახავი იყო. მამარდაშვილმა ი. ვილიამსს ორჯერ არ გაატანინა - ჯერ შორიდან დარტმული მოიგერია, შემდეგ კი პირისპირ გასულს აუღო ბურთი. თუმცა, მალე დე მარკოსმა მახვილი კუთხიდან ფეხებშუა გაუტანა. სტუმრებმა შეტევებით უპასუხეს და თავისი გუნდი ორჯერ მეკარე უნაი სიმონმა გადაარჩინა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, მამარდაშვილმა ულამაზეს ნახტომში დანი გარსიას დარტყმული
ბურთი მოიგერია, კონტრიერიშზე კი ფრან პერესმა ანგარიში გაათანაბრა. სტუმრებმა ზეწოლა გააძლიერეს, დუროს ჯერ მეკარემ არ გაატანინა, ხოლო ცოტა ხანში მანვე „ღამურები“ დააწინაურა. მერე დურომ მხრის მძიმე ტრავმა მიიღო და იარემჩუკმა შეცვალა. მასპინძლები შტურმზე გადავიდნენ, გიორგიმ ი. ვილიამსს ისევ არ დაანება გატანა, ბოლოს ბერენგერმა თავურით ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

„ვალენსია“ 15 ქულით მეცხრე ადგილზეა, 2 ნოემბერს თასზე გასვლაზე „ლოგრონესს“ შეხვდება, ხოლო 5 ნოემბერს პრიმერაზე „გრანადას“ უმასპინძლებს.

ბილბაო. „სან მამესი“
ბილბაო - ვალენსია 2:2
გოლები: 1:0 დე მარკოსი (32), 1:1 ფრან პერესი (63), 1:2 დურო (69), 2:2 ბერენგერი (90+7)

მკითხველის კომენტარები / 9 /
ბოლოს არ შემცდარა ნამდვილად, ბოლოს დაცვა ჩავარდა ბოლომდე,იდგებოდა და ისე გაუტანდა.. აი, პირველი გოლი კი დასანანია, მაგრამ იმდენჯერ გადაარჩინა გუნდი 10-2 უნდა წაეგოთ წესით
ალექს
08:19 30-10-2023
2
ბოლოს მამარდა შეცდა? თუ პიროქით ყველაფერი გააკეთა რომ არ გასულიყო გოლი - შეზღუდა სივრცე მაქსიმალირად. ხაზზე რომ დარჩენილიყო საერთოს შანსი არ ქონდა მასეთი მანძიკიდან თავურის აღების, თუ შუაში არ დაურტყავდნენ ისიც არც თუ ისე ძლიერს. ბურთი საჯარიმოს კუთხიდან მოდიოდა და მცველების არეალი იყო ეგ, მეკარე მასეთ ტრაექტორიაზე ყოველთვის უკან არის თავდამსხმელზე და არც გამოსვლა ავალია, უბრალოდ ახლა სხვა შანსი არ ქონდა და მაქსიმუმი გააკეთა თავურის მოგერიებისთვის და არა ჩაწოდების ჩასაჭრელად.
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული