რა მატჩი, რა ემოციები - ხვიჩას ბოლოს გამარჯვების გოლის გატანა შეეძლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეათე ტურში „ნაპოლიმ“ და „მილანმა“ ქულები გაიყვეს - 2:2.

დებიუტში პოზიციური თამაში იყო, მომენტები იშვიათად იქმნებოდა. სადღაც მეოცე წუთისთვის თამაში გაიხსნა. აქტიურ ჟირუს ორი შანსი მიეცა, ჯერ მისი დარტყმული ბურთი რაჰმანიმ დაბლოკა, შემდეგ კი თავურით მერეტის კარი დალაშქრა და თერთმეტმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა. მერე კვარაცხელიამ პოლიტანოს კარგი პასი გაუკეთა, მაგრამ მეკარე მანიუ საჯარიმოს გარეთ გამოვიდა და თავისი გუნდი გადაარჩინა. ცოტა ხანში ხვიჩა მეურვეს გაექცა, ბურთი პოლიტანოს გადააწოდა და მან ორიოდ მეტრიდან ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, "როსონერიმ" გაიტანა - 37 წლის
ჟირუმ მეორე სართულზე რაჰმანი ისევ დაჯაბნა და დუბლი შეასრულა. ცოტა ხანში თეო ერნანდესმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს და პირველი ტაიმი "მილანმა" 2:0 მოიგო.

შესვენებაზე „ნაპოლის“ მწვრთნელმა რუდი გარსიამ რაჰმანი ესტეგორით, მარიო რუი ოლივეირათი, ელმასი სიმეონეთი შეცვალა, პოლიტანომ კი სხვაობა შეამცირა. მასპინძლები უპირტესობას დაეუფლნენ. „კვარას“ დარტყმული ბურთი ტომორიმ დაბლოკა, გოლი მომწიფდა და რასპადორიმ საჯარიმოდან ანგარიში გაათანაბრა. სიტუაცია დაიძაბა, მსაჯმა „მილანის“ მწვრთნელი პიოლი გააძევა. გარსიამ მოედანზე ზელინსკის და პოლიტანოს ნაცვლად ანგისა და ძანოლი შეუშვა. 89-ე წუთზე ნატანმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ნეაპოლელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კვარაცხელიას დარტყმული ბურთი მეკარემ ფეხით მოიგერია და საბოლოოდ ფრე - 2:2.

„ნაპოლი“ 18 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 4 ნოემბერს გასვლაზე „სალერნიტანასთან“ ჩაატარებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - მილანი 2:2
გოლები: 0:1 ჟირუ (22), 0:2 ჟირუ (32), 1:2 პოლიტანო (50), 2:2 რასპადორი (63)
გაძევება: ნატანი (89)

მკითხველის კომენტარები / 39 /
რაHმანი ამოვარდა ძირითადიდან. მეკარეც ვერაა მოწოდების სიმაღლეზე. კვარას ნორმალური ტამაში ქონდა და ბოლო წუთზე საგოლე მომენტიც შეუქმნა საკუთარ თავს.
Ზაზა
30 ოქტომბერი 2023 17:54
2
ისევ მორიდებულად თამასობს ჩვენი ბიჭი, ადრინდელი სილაღე აკლია
geo
30 ოქტომბერი 2023 02:10
18
ამოცანა გვეკითხება კვარაცხელია თუ 100მილიონი ღირს კალაბრიას ფასი რა იქნება მითუმეტეს როცა თავის პირდაპირი მოვალეობა უმაღლეს დონეზე შეასრულა ხვიჩას ფუნქციები შეითავსა მატჩის ბოლოს
გია
30 ოქტომბერი 2023 09:04
41
კალაბრიას ბევრჯერ აჯობა, ბურთი ფეხებში გაუძვრინა, პოლიტანოს პასი რომ გაუკეთა 100% იანი საგოლე, იქაც კალაბრიას გასცდა. მარა თქვენ ხო ფლეშ სკორეე უყურებთ ფეხბურთს და ერთი სული გაქვთ ნაფტალინის სუნი დააყენოთ აქ.
ხვიჩას თქვენნაირების ბანძი კომენტარები ვერაფერს დააკლებს. გულში ჩაიხუტა კალაბრიამ თამაშის მერე ყველაზე ძლიერი მეტოქე. მარა თქვენ რას გაიგებთ.
თქვენ იმის ღირსიც არ ხარღ ხვიჩას დონის ფეხბურთელი გყავდეთ. თქვენნაირებს ფეხბურთს საერთოდ არ უნდა აყურებინო, თუ აყურებინებ ცოტა განათლება მაინც უნდა მისცე მაგ სფეროში, სისულელეები რომ არ წერონ და არ შეარცხვინონ საფეხბურთო სამყარო
ლუზერ ს
30 ოქტომბერი 2023 11:09
4
2023 წლის 15 ივნისის მონაცემებით,მისი ფასი ტრანსფერმარკეტზე,20 მილიონი ევროა.იტალიის ნაკრების ფეხბურთელია და შესანიშნავი ფეხბურთელი,მაგრამ ის ჩამშლელია და როგორც ხელოსნის გაკეთებული ნივთის ფასია მრავალჯერ ნაკლები,ხელოვანის მიერ შექმნილზე,ისე ჩამშლელის ფასია რამდენჯერმე ნაკლები,შემქმნელისაზე.მგონი იმას მაინც არ უარყოფ,რომ ხვიჩა კვარაცხელია,შემქმნელი ფეხბურთელია.
სოსო
30 ოქტომბერი 2023 16:43
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული