რა მატჩი, რა ემოციები - ხვიჩას ბოლოს გამარჯვების გოლის გატანა შეეძლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეათე ტურში „ნაპოლიმ“ და „მილანმა“ ქულები გაიყვეს - 2:2.

დებიუტში პოზიციური თამაში იყო, მომენტები იშვიათად იქმნებოდა. სადღაც მეოცე წუთისთვის თამაში გაიხსნა. აქტიურ ჟირუს ორი შანსი მიეცა, ჯერ მისი დარტყმული ბურთი რაჰმანიმ დაბლოკა, შემდეგ კი თავურით მერეტის კარი დალაშქრა და თერთმეტმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა. მერე კვარაცხელიამ პოლიტანოს კარგი პასი გაუკეთა, მაგრამ მეკარე მანიუ საჯარიმოს გარეთ გამოვიდა და თავისი გუნდი გადაარჩინა. ცოტა ხანში ხვიჩა მეურვეს გაექცა, ბურთი პოლიტანოს გადააწოდა და მან ორიოდ მეტრიდან ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, "როსონერიმ" გაიტანა - 37 წლის
ჟირუმ მეორე სართულზე რაჰმანი ისევ დაჯაბნა და დუბლი შეასრულა. ცოტა ხანში თეო ერნანდესმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს და პირველი ტაიმი "მილანმა" 2:0 მოიგო.

შესვენებაზე „ნაპოლის“ მწვრთნელმა რუდი გარსიამ რაჰმანი ესტეგორით, მარიო რუი ოლივეირათი, ელმასი სიმეონეთი შეცვალა, პოლიტანომ კი სხვაობა შეამცირა. მასპინძლები უპირტესობას დაეუფლნენ. „კვარას“ დარტყმული ბურთი ტომორიმ დაბლოკა, გოლი მომწიფდა და რასპადორიმ საჯარიმოდან ანგარიში გაათანაბრა. სიტუაცია დაიძაბა, მსაჯმა „მილანის“ მწვრთნელი პიოლი გააძევა. გარსიამ მოედანზე ზელინსკის და პოლიტანოს ნაცვლად ანგისა და ძანოლი შეუშვა. 89-ე წუთზე ნატანმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ნეაპოლელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კვარაცხელიას დარტყმული ბურთი მეკარემ ფეხით მოიგერია და საბოლოოდ ფრე - 2:2.

„ნაპოლი“ 18 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 4 ნოემბერს გასვლაზე „სალერნიტანასთან“ ჩაატარებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - მილანი 2:2
გოლები: 0:1 ჟირუ (22), 0:2 ჟირუ (32), 1:2 პოლიტანო (50), 2:2 რასპადორი (63)
გაძევება: ნატანი (89)

მკითხველის კომენტარები / 39 /
ეს რა იყოო. ასეთი საოცარი და სანახაობრივი თამაში არ მინახავს კარგა ხანია. ესპანური ფეხბურთის ფანი არ მეგონა ამას თუ ვიტყოდი მაგრამ გუშინდელი ელ კლასიკო ჩაისვა ჯიბეში ამ თამაშმა, თავისი ხარისხით, სილამაზით, ტექნიკით, სილაღით და საერთოდ ყველაფერით. ხვიჩას ბოლო წუთზე დარტყმული და მეკარის ულამაზესად მოგერიებული მომენტის ემოცია მირჩევნია ყველა გოლს, რაც ელ კლასიკოში გავიდა.
რომ გაეტანა ის გოლი ალბათ ჩემზე ბედნიერი რუდი გარსიაც არ იქნებოდა მაგრამ არაუშავს, ვისაც ფეხბურთი უყვარს მოგერიებულ მომენტებშიც ხედავს სილამაზეს და აფასებს. ტოპ თამაში იყო მართლაც და შეეძლო ორივე გუნდს მოგება, მილანზე მეტად ნაპოლი იმსახურებდა მოგებას, რადგან ყველაფერი დადეს მეორე ტაიმში. ასეთი შოუსთვის მართლა ღირს ღამის გათენებაც და სამსახურში დაგვიანებაც, უზომოდ მიხარია ხვიჩა რომ არის ამ საფეხბურთო ზეიმების მონაწილე.
და კიდევ ერთს ვიტყვი, რასპადორი არის ძალიან მაგარი ფეხბურთელი და ვერ აფასებს გუნდი. სულ ვიძახდი, რაც მისი თამაში აიაქსთან ვნახე შარშან, როგორ კარგად შეეწყო ხვიჩას და 6:1 რომ მოუგეს აიაქსს ერთ-ერთი გმირი იყო ხვიჩასთან ერთად. არ იმსახურებს სკამზე ჯდომას და ბოლო თამაშებში ეგ კარგად გამოჩნდა. მაინცდამაინც ოსიმენი უნდა დაიმტვრეს რომ შანსი მიეცეს? ძალიან მაგარი ბიჭია.
და ბოლოს ხვიჩას და კალაბრიას ჩახუტება იყო პიკი და საფეხბურთო ზეიმის ლამაზი დასასრული. კალაბრიამ ზუსტად იცის მისი დონე და განსაკუთრებულად მომზადებული გამოდის მის წინააღმდეგ. საოცარი სანახავია მათი დუელი.
❤️
Skeleton
30 ოქტომბერი 2023 02:47
6
100% !!!
გულშემატკივარი
30 ოქტომბერი 2023 02:52
5
რასპადორი უნდა იყოს ძირითადში და ცენტრში ზომბი ანგისას მაგივრად ხოლმე.
dato
30 ოქტომბერი 2023 14:14
1
ვინც აკრიტიკებთ ხვიჩას გარტყმაში არა ხართ ფეხბურთის, ბიჭს ნახევარი დაცვა დასდევდა და შესაბამისად მარჯვენა ფლანგი უფრო სუსტი იყო მილანის, საიდანაც გაიტანა პოლიტანომ, რომელმაც მანამდე ხვიჩას პასით ცარიელ კარში ვერ გაიტანა. ხვიჩა ბურთს რომ მიიღებდა მთელი მილანის დაცვა დაზაფრული დასდევდა, 0:2-დან შემოუტრიალეს მილანს სადაც ჟირუ 2-ჯერ შეეხო ბურთს და დაცვა გადირკა, ამაზე ხმას არ იღებთ და ხვიჩამ რახან გილი არ გაიტანა მზად ხართ ანათემას გადასცეთ. საერთოდ არ უყუროთ მის თამაშს და ტოტალიზატორში სხვაზე დადევით ავადმყოფებო
suxumchanin
30 ოქტომბერი 2023 10:15
5
ვთქვი მაგარი თამაში გველისთქო და ასეც მოხდა!!!:) გენაცვალე ხვიჩა როგორ არ გაგიმართლა❤️ ოხ პოლიტანო რა ასისტი გაგვიფუჭე!!!
გულშემატკივარი
30 ოქტომბერი 2023 01:50
6
ძალიან მწყინს
ძალიან სუსტი ანალიზია ბევრისგან.
ჯერ ის უნდა ითქვას, რომ მილანს ყოველთვის უადვილდება ნაპოლისთან თამაში
ლიაუ და ჟირუ, ყოველ მატჩში ნაპოლისთან უჩვენებენ თავის უმაღლეს შესაძლებლობებს, კიდეც უმართლებთ.
ხვიჩამ მიიტმასნა და გვერდიდან ვერ შორდებოდნენ ორი სამი კაცი.
გაიგეთ ეს დიდი საქმეა. ერთმა კაცმა მუდმივ მანდრაჟში და დაძაბულობაში ამყოფა, რამდენჯერმე გაექცა მათ და საგოლე სიტუაცია შექმნა.
სხვას რას ელით ამ კაცისგან, ყოველ გრანდთან ორი სამი გოლი იტანოს?
მილანთან იყო ეს თამაში დაიმახსოვრეთ, ყველას უჭირს ამ დიდ გუნდთან!
თენგო
30 ოქტომბერი 2023 12:06
5
ხვიჩამ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა, მაგრამ დიდ გუნდებთან გოლების გატანა უნდა ისწავლოს. წარმატებები ხვიჩას და ნაპოლის .
ფეხბურთი
30 ოქტომბერი 2023 01:50
11
ვინ უნდა გაჩუმდეს მე100 თამაშია დიდ გუნდებთან და იუვეს მეტს ვერავის გაუტანა.რას აფარებთ ხელს ხვიჩუს ვერ გავიგე!?
Giorgi
30 ოქტომბერი 2023 03:49
15
ისე შენ რა გითხრა. კარგი და ცუდის გარჩევა თუ არ შეგიძლია, გაჩუმდე არ სჯობია?
დავით
30 ოქტომბერი 2023 02:08
15
ეხ კვარა კვარა ბიჭოოო მიგეცა კუთხე გახვრეტილი იყო მენიანი ეეეხ რა გული ჩამწყდა ლამის დარტყმის მომენტში, ფინიში ისევ დასახვეწი აქვს ჩვენს ბიჭს, ტორტზე მარწყვი იქნებოდა ის გოლი რომ გასულიყო თან ზედ მატჩის ფინიშის წინ და ალბათ მართლა ამოიფრქვეოდა ამ საღამოს ვეზუვი ნაადრევად ისეთი ამბები დატრიალდებოდა ნეაპოლში. ნუ თამამად ვიტყვი რომ დინამიკის, ბრძოლის, ესთეტიურობის მხრივ დეკადის საუკეთესო თამაში ვიხილეთ. აი რატომ გვიყვარს ფეხბურთი ესეთი თამაშების გამო, ბრავო გარსიასაც მეორე ნახევარში მისმა ცვლილებებმა რადიკალურად ამოაბრუნა ვითარება და მილანი რაც იყო პირველ ტაიმში მეორეში უკვე ნაპოლიმ დაახრჩო ისეთი გაზრდილი ტემპი შესთავაზეს როსონერის, ნუ რას იზამს მწვრთნელი როცა სერია B-ეს ლევეოლი კადრების დაყენება გიწევს დაცვაში უსუსტესი რაჰმანი რუის დუეტს ვგულისხმობ, მაგრამ ეს იმ ბებერი წუწურაქი ძაღლის დელაურენტისის კისერზეა. აი კვარაცხელიას და ლეაოს შორის რა სხვაობაა.
როცა არც პასი აქვთ და არც გოლი, კვარა მაინც კარგად თამაშობს. მაინც საუკეთესოებს შორის არის ხოლმე მოედანზე, გოლის გამტანების შემდეგ საუკეთესო შეფასება აქვს აქაც.
ლეაო კი ეპიზოდების ფეხბურთელია, თუ მიეცა შანსი გაიქცევა მაგარ დრიბლინგს გააკეთებს მარა ეს თუ ვერ ქნა, სხვას ვერაფერს აკეთებს.
ანუ ლეაომ კარგად ითამაშა თუ არა სტასტიკას უნდა ჩახედო მხოლოდ, თუ შეაგდო გოლი ან ასისტი გააკეთა რაღაცა უქნია, თუ ვერადა ე.ი. თამაში ჩააგდო.
და ამ სტატისტიკაშიც კი ვერ ჯობნის კვარას, ამითაც ყველაფერი ნათქვამია.
Charley
30 ოქტომბერი 2023 02:12
3
კალაბრიამ უმაღლეს დონეზე ეთამაშა კვარას.
ბაჩო
30 ოქტომბერი 2023 02:04
17
კი მაგრამ ბოლო 2 ეპიზოდში ხვიჩამ მიუჩინა ადგილი)))გოლი რომ გასულიყო საერთოდ ჩაძირავდა კალაბრიას კარგ თამაშს
შახრუდინი
30 ოქტომბერი 2023 02:09
2
კი ნამდვილად. არ ველოდი თუ ასე ამოკეტავდა. თუმცა ბოლოს მაინც გაექცა ჩვენი ბიჭი
დავით 67
30 ოქტომბერი 2023 02:12
12
ყველა გამოხმაურება
თუ დაცვა არ გააძლიერა ნაპოლიმ ხვიჩამ დუბლებიც რომ ასრულოს აზრი
რიო
30 ოქტომბერი 2023 12:00
3
მაგარი თამაში იყო ნამდვილად.ბოლო წამებზე ხვიჩას რომ გაეტანა მაგრად გაასწორებდა. უნდა ვაღიარო რომ დღეს კალაბრიამ ამოკეტა. მხოლოდ ბოლოს შეძლო მისი კატენაჩოს დამსხვრევა. პირველ ტაიმში ფრთხილობდა მეთქი და ვიღაც უსახელომ მომწერა სანაია ხარო)). ასეთ ხალხს ჰგონია, რომ თუ კარგად ვერ ითამაშებს მისი ( ჩემიც) ფავორიტი უნდა იძახო რა მაგრად ითამაშაო და ეს კარგია თურმე. მერე ეს ამოჩემება ვიღაცის რა უბედურებაა. არამარტო ფეხბურთში. ყველაფერში ასეა თუ ვინმემ რაღაცა თქვა 20წლის უკან ე.ი ის ასე ფიქრობს დღესაც. ელვის სისწრაფით იცვლება დღეს ყველაფერი და ესენი ისევ წარსულში არიან ჩარჩენილნი. არავითარი აგრესია არ მაქვს მათზე, უბრალოდ სიბრალულის გრძნობა მიჩნდება მათ მიმართ
დავით 67
30 ოქტომბერი 2023 02:06
8
მართლაც არ იყო ხვიჩას საუკეთესო თამაში,მაგრამ მისი მოედანზე ყოფნა უკვე არის გუნდისთვის წარმატება.
ჯუჯი
30 ოქტომბერი 2023 08:28
12
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული