რა მატჩი, რა ემოციები - ხვიჩას ბოლოს გამარჯვების გოლის გატანა შეეძლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეათე ტურში „ნაპოლიმ“ და „მილანმა“ ქულები გაიყვეს - 2:2.

დებიუტში პოზიციური თამაში იყო, მომენტები იშვიათად იქმნებოდა. სადღაც მეოცე წუთისთვის თამაში გაიხსნა. აქტიურ ჟირუს ორი შანსი მიეცა, ჯერ მისი დარტყმული ბურთი რაჰმანიმ დაბლოკა, შემდეგ კი თავურით მერეტის კარი დალაშქრა და თერთმეტმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა. მერე კვარაცხელიამ პოლიტანოს კარგი პასი გაუკეთა, მაგრამ მეკარე მანიუ საჯარიმოს გარეთ გამოვიდა და თავისი გუნდი გადაარჩინა. ცოტა ხანში ხვიჩა მეურვეს გაექცა, ბურთი პოლიტანოს გადააწოდა და მან ორიოდ მეტრიდან ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, "როსონერიმ" გაიტანა - 37 წლის
ჟირუმ მეორე სართულზე რაჰმანი ისევ დაჯაბნა და დუბლი შეასრულა. ცოტა ხანში თეო ერნანდესმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს და პირველი ტაიმი "მილანმა" 2:0 მოიგო.

შესვენებაზე „ნაპოლის“ მწვრთნელმა რუდი გარსიამ რაჰმანი ესტეგორით, მარიო რუი ოლივეირათი, ელმასი სიმეონეთი შეცვალა, პოლიტანომ კი სხვაობა შეამცირა. მასპინძლები უპირტესობას დაეუფლნენ. „კვარას“ დარტყმული ბურთი ტომორიმ დაბლოკა, გოლი მომწიფდა და რასპადორიმ საჯარიმოდან ანგარიში გაათანაბრა. სიტუაცია დაიძაბა, მსაჯმა „მილანის“ მწვრთნელი პიოლი გააძევა. გარსიამ მოედანზე ზელინსკის და პოლიტანოს ნაცვლად ანგისა და ძანოლი შეუშვა. 89-ე წუთზე ნატანმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ნეაპოლელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კვარაცხელიას დარტყმული ბურთი მეკარემ ფეხით მოიგერია და საბოლოოდ ფრე - 2:2.

„ნაპოლი“ 18 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 4 ნოემბერს გასვლაზე „სალერნიტანასთან“ ჩაატარებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - მილანი 2:2
გოლები: 0:1 ჟირუ (22), 0:2 ჟირუ (32), 1:2 პოლიტანო (50), 2:2 რასპადორი (63)
გაძევება: ნატანი (89)

მკითხველის კომენტარები / 39 /
ეს რა იყოო. ასეთი საოცარი და სანახაობრივი თამაში არ მინახავს კარგა ხანია. ესპანური ფეხბურთის ფანი არ მეგონა ამას თუ ვიტყოდი მაგრამ გუშინდელი ელ კლასიკო ჩაისვა ჯიბეში ამ თამაშმა, თავისი ხარისხით, სილამაზით, ტექნიკით, სილაღით და საერთოდ ყველაფერით. ხვიჩას ბოლო წუთზე დარტყმული და მეკარის ულამაზესად მოგერიებული მომენტის ემოცია მირჩევნია ყველა გოლს, რაც ელ კლასიკოში გავიდა.
რომ გაეტანა ის გოლი ალბათ ჩემზე ბედნიერი რუდი გარსიაც არ იქნებოდა მაგრამ არაუშავს, ვისაც ფეხბურთი უყვარს მოგერიებულ მომენტებშიც ხედავს სილამაზეს და აფასებს. ტოპ თამაში იყო მართლაც და შეეძლო ორივე გუნდს მოგება, მილანზე მეტად ნაპოლი იმსახურებდა მოგებას, რადგან ყველაფერი დადეს მეორე ტაიმში. ასეთი შოუსთვის მართლა ღირს ღამის გათენებაც და სამსახურში დაგვიანებაც, უზომოდ მიხარია ხვიჩა რომ არის ამ საფეხბურთო ზეიმების მონაწილე.
და კიდევ ერთს ვიტყვი, რასპადორი არის ძალიან მაგარი ფეხბურთელი და ვერ აფასებს გუნდი. სულ ვიძახდი, რაც მისი თამაში აიაქსთან ვნახე შარშან, როგორ კარგად შეეწყო ხვიჩას და 6:1 რომ მოუგეს აიაქსს ერთ-ერთი გმირი იყო ხვიჩასთან ერთად. არ იმსახურებს სკამზე ჯდომას და ბოლო თამაშებში ეგ კარგად გამოჩნდა. მაინცდამაინც ოსიმენი უნდა დაიმტვრეს რომ შანსი მიეცეს? ძალიან მაგარი ბიჭია.
და ბოლოს ხვიჩას და კალაბრიას ჩახუტება იყო პიკი და საფეხბურთო ზეიმის ლამაზი დასასრული. კალაბრიამ ზუსტად იცის მისი დონე და განსაკუთრებულად მომზადებული გამოდის მის წინააღმდეგ. საოცარი სანახავია მათი დუელი.
❤️
Skeleton
02:47 30-10-2023
6
ვინც აკრიტიკებთ ხვიჩას გარტყმაში არა ხართ ფეხბურთის, ბიჭს ნახევარი დაცვა დასდევდა და შესაბამისად მარჯვენა ფლანგი უფრო სუსტი იყო მილანის, საიდანაც გაიტანა პოლიტანომ, რომელმაც მანამდე ხვიჩას პასით ცარიელ კარში ვერ გაიტანა. ხვიჩა ბურთს რომ მიიღებდა მთელი მილანის დაცვა დაზაფრული დასდევდა, 0:2-დან შემოუტრიალეს მილანს სადაც ჟირუ 2-ჯერ შეეხო ბურთს და დაცვა გადირკა, ამაზე ხმას არ იღებთ და ხვიჩამ რახან გილი არ გაიტანა მზად ხართ ანათემას გადასცეთ. საერთოდ არ უყუროთ მის თამაშს და ტოტალიზატორში სხვაზე დადევით ავადმყოფებო
suxumchanin
10:15 30-10-2023
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული