"მილანთან" სერია A-ს მეათე ტურის მატჩში (2:2) "ნაპოლის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, ბოლოს გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ მეკარე მანიუმ მის მიერ დარტყმული ბურთი ფეხით მოიგერია.
ქართველმა წამყვანი ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა: 7.3 Sofascore-სგან, 7.7 flashscore-სგან და 7.8 Whoscored-ისგან - ერთ-ერთი საუკეთესო თავის გუნდში.
ყველაზე მაღალი შეფასება დუბლის ავტორმა ოლივიე ჟირუმ მიიღო.
დააკლდათ ძალიან
კიმი რომ ყავდეთ ისევ ჩემპიონები იქნებიან.
რაც შეეხება ძლიერ გუნდებთან იკარგება, რას გულისხმობთ ვაი გულშემატკივრებო?
კი არ იკარგება, უფრო მეტი წინააღმდეგობა აქვს და ისე თავისუფლად ვერ არის. დღეს უძლიერეს მცველის წინააღმდეგ მოუწია თამაში, და პოლიტანოს უყურადღებობის რომ არა საგოლეპასი რომ გაუფუჭა, მერე რას დაწერდით საინტერესოა.
მცველმა უმრავლეს შემთხვევაში აჯობა წერთ.
თავდამსხმელი რამდენჯერ ბურთს წაიღებს იმდენი თუ მოატყუა ყველა და მეკარის პირისპირ დარჩა, გინახავთ როდესმე? ორი და სამი კაცი უღობავდა გზას.
ხვიჩამ უმაღლესი დონე აჩვენა აქაც, ჩემი თუ არ გჯერათ გარსიას შეეკითხეთ
დარტყმაზე რო სამუშაო აქვს, აქ არ დავობს არავინ, რო შეუძლია ეგეც ყველამ ვიცით... სტაბილურობაა საჭირო ვარჯიშით რო მიაღწიოს... აქ სხვა რამეზეა ლაპარაკი, არ დაგავიწყდეთ რომ მეორე სეზონია მისი ამ დონეზე და ამხელა ტვირთი და ამხელა წნეხი ადვილი არაა და მეტნაკლებად კარგად უმკლავდება და წინ მიდის ბიჭი... ამ დროს ნორმალურზე ბევრად კარგი თამაშის დროს ჩასაფრება რო ვსო ეგ არ ყოფილა არაფერი და ჩაიკარგა, არასწორია ობიექტურად. მეტი არაფერი