"მილანთან" სერია A-ს მეათე ტურის მატჩში (2:2) "ნაპოლის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, ბოლოს გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ მეკარე მანიუმ მის მიერ დარტყმული ბურთი ფეხით მოიგერია.
ქართველმა წამყვანი ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა: 7.3 Sofascore-სგან, 7.7 flashscore-სგან და 7.8 Whoscored-ისგან - ერთ-ერთი საუკეთესო თავის გუნდში.
ყველაზე მაღალი შეფასება დუბლის ავტორმა ოლივიე ჟირუმ მიიღო.