იტალიის თასის 1/16-ფინალში ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზემ" საკუთარ მოედანზე "ჩიტადელა" დამატებით დროში 2:1 დაამარცხა.
ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა, მისი გუნდი კი 1/8-ფინალში გავიდა და "რომას" დაუპირისპირდება.
"კრემონეზე" 11 ტურის შემდეგ სერია B-ში 16 ქულით მერვე ადგილზეა და 5 ნოემბერს ივა გელაშვილის "სპეციას" უმასპინძლებს. ლუკამ ამ სეზონში ჩემპიონატის 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
კრემონა. "ჯოვანი ძინი"
კრემონეზე - ჩიტადელა 2:1
გოლები: 1:0 ბერტოლაჩი (48), 1:1 ვიტა (83), 2:1 კოდა (120+1)
გაძევება: ფრარე (53, ჩიტადელა)