"აიაქსმა" მოიგო - მიქაუტაძე ვან ტ’სხიპმაც არ ათამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიდერლანდების ჩემპიონატის მეშვიდე ტურის გადადებულ მატჩში „აიაქსმა“ საკუთარ მოედანზე „ვოლენდამი“ 2:0 დაამარცხა და ყველა ტურნირზე 10-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

მასპინძლები შესვენების შემდეგ, როგორც იქნა, ბერგვეინმა დააწინაურა. ამის შემდეგ სტუმრებმა შეუტიეს, რამდენიმე კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს, "აიაქსმა" კი კიდევ ერთი გაიტანა და გაიმარჯვა.

ახალმა მწვრთნელმა ჯონ ვან ტ’სხიპმა თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა შორის დატოვა.

„აიაქსს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 8 ქულით მეთხუთმეტე ადგილზეა და 5 ნოემბერს „ჰერენვენს“ უმასპინძლებს.

ამსტერდამი. „იოჰან კრუიფ არენა“
აიაქსი - ვოლენდამი 2:0
გოლები: 1:0 ბერგვეინი (57),
2:0 აკპომი (89)
მკითხველის კომენტარები / 12 /
ძალიან ცუდ მდგომარეობაშია გიო სამწუხაროდ ((( ან აიაქსის მაღალ ეშელონებში არ მოსწონს ვიღაცას, ან კიდევ ვარჯიშებზე არ იხარჯება ბოლომდე, ახალ მოსული თუ მინიმუმ ერთი თავით არ ჯობდა ძველ ფეხბურთელს, არავინ ამოაგდებს ძირითადიდან. თან იმხელა ფასად იყიდა აიაქსმა არამგონია ვინმემ გადაიხადოს ეგ ფასი სათადარიგო ფეხბურთელში ((( სასწრაფოდ აგენტმა უნდა იაქტიუროს და ან კონტრაქტის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ ან ყველაე ცუდ ვარიანტში იჯარა სხვა გუნდში...
რუსთავი
01:09 03-11-2023
1
მლესავები რას ერჩიან ამ ბიჭს..
Გიო
02:05 03-11-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული