მამარდაშვილი ტრავმას გადაურჩა - "ვალენსიამ" მოიგო და "რეალთან" შეხვედრა ელის

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-12 ტურში „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე „გრანადას“ 1:0 სძლია.

მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, პირველი ტაიმის დასასრულს ცოტა არ იყოს საკამათო პენალტი მოიპოვეს და პეპელუმ ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმის დასაწყისში „ვალენსიას“ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს თანაგუნდელი შეეჯახა, თუმცა ქართველი მარჯვენა მუხლის ტრავმას გადაურჩა, თამაში გააგრძელა და ამ სეზონში კარი მშრალად მეოთხედ შეინახა.

„ვალენსია“ ყველა ტურნირზე ბოლო 5 მატჩში დაუმარცხებელია (3 მოგება და 2 ფრე), 18 ქულით მერვე ადგილზეა და 12 ნოემბერს მადრიდში „რეალს“ შეხვდება.

ვალენსია. „მესტალია“. 44 922 მაყურებელი
ვალენსია - გრანადა 1:0
გოლი: პეპელუ (45+7, პენ)

მკითხველის კომენტარები / 6 /
12ში შვიდს არა მაგრამ 4 გოლს კი გაუშვებს
დავით
22:01 05-11-2023
117
მიხქილო მუდრიკი და ჰენრიხ მხითარიანიც პოსტი საბჭოთა ქვეყნებიდან არიან
ანტონი
03:56 07-11-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული