შვეიცარიის სუპერლიგის მე-13 ტურში "ბაზელმა" სახლში "ივერდონი" გაბრიელ სიგუას გატანილი გოლით 2:1 დაამარცხა.
"ბაზელს" გასულ კვირაში, ამ სეზონში მესამე მწვრთნელი, ფაბიო ჩელესტინი ჩაუდგა სათავეში, რომელმაც პირველი ლიგის "კრინსთან" სტუმრად თასზე მოგებულ მატჩში (1:0) 18 წლის ქართველი ნახევარმცველი სათადარიგოთა შორის დატოვა, დღეს კი 56-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე და მან 85-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.
სიგუამ ჩემპიონატზე ჩატარებულ 8 მატჩში 2-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და ორივე გოლი ქულების მომტანი გახლდათ.
"ბაზელს" 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 8 ქულით ბოლო, მეთორმეტე ადგილზეა და 12 ნოემბერს გასვლაზე "სერვეტს" დაუპირისპირდება.
ბაზელი. "სენტ იაკობი". 19 813 მაყურებელი
ბაზელი - ივერდონი 2:1
გოლები: 1:0 დრეგერი (26), 1:1 სესპედესი (73, პენ), 2:1 სიგუა (85)