"იმედია, მოვხვდები ნაკრების განაცხადში, მინდა საქართველოს სახელი კიდევ შორს გავიტანო" - გოჩოლეიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ "TST სპორტთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგაზე H ჯგუფში დონეცკის "შახტარმა" "ბარსელონა" 1:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში გიორგი გოჩოლეიშვილის გადაცემით სიკანმა ისარგებლა და "ბლაუგრანას" მატჩში ერთადერთი გოლი გაუტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა "TST სპორტთან" ისაუბრა:

"ძალიან დაძაბული თამაში იყო. პირველად დავიწყე სასტარტოში ჩემპიონთა ლიგაზე. თავიდან რთულად დავიწყე, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა ჩემი თავი ვიგრძენი. ძალიან გახარებული ვარ, ემოციების ქვეშ ვარ, რომ პირველი ასისტი გავაკეთე.

ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ჩემი ოცნება იყო. როდესაც ასეთ მატჩს ატარებ, ვერ აღგიწერთ.

ასისტს რაც შეეხება, ჩავაწოდე და გოლი რომ გავიდა, ძალიან გამიხარდა.
ყველანი გახარებული ვიყავით. რაც შეეხება ჩემს მომენტს, ჩვეულებრივი ფეხბურთის მომენტია, თამაშობ იმისთვის, რომ წინ და წინ წახვიდე. უფრო მეტს გავაკეთებ, რომ "შახტართან" ერთად დიდ წარმატებას მივაღწიო და ჩემი კარიერაც წინ და წინ წავიდეს.

ფელიქსთან თამაში უფრო გამიჭირდა, უფრო მოდიოდა მოტყუებაზე. ფერანი უფრო პასით თამაშობდა. ფელიქსის დროს უფრო დაღლილიც ვიყავი, ის დასვენებული იყო. რა თქმა უნდა, უფრო გამიჭირდა მასთან.

ცივი გონებით ვთამაშობდი, ყველაფერს ვაკეთებდი, რომ გამომსვლოდა ყველაფერი. ასეც გამოვიდა. ღმერთის ნებით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, კარგი თამაში გამოვიდა. ველოდებით შემდეგ მატჩებს.

ნაკრების თამაში, რა თქმა უნდა, სულ დაძაბულია, იმიტომ, რომ საქართველოს ნაკრებია. იმედია, მოვხვდები განაცხადში და უკვე საქართველოს სახელს გავიტან კიდევ უფრო შორს" - განაცხადა გიორგიმ.


მკითხველის კომენტარები / 3 /
ესპანეთის ნაკრებთან მიღებული მწარე გამოცდილება,გაანალიზა და აქ გამოადგა.რა თქმა უნდა მოტივაციაც ძალიან დიდი ექნებოდა.თვითონ ესპანელებიც,მაშინ მისგან ასე წარუმატებელი თამაშის შემდეგ,ასე კარგად დადგომას ალბათ არ ელოდნენ.საქართველოს ნაკრების თამაშისათვის,ალბათ ისინიც სულ სხვა მოტივაციით მოემზადებიან.მთავარი მაინც ის არის,რომ გიორგიმ თავისი თავის დაიჯერა და უკვე იცის,რომ მათთან წარმატებული ბრძოლა შეუძლია.მთლიანობაში,შახტიორმა ითამაშა ძალიან ორგანიზებულად და როცა მთელი გუნდი კარგადაა მზად,შენც გიადვილდება,თამაში.დაზღვევაზე თამაშობდნენ,ბრწყინვალედ.
სოსო
15:04 08-11-2023
1
მახსოვს პერიოდი, როდესაც ფეხბურთელები ნაკრების შეკრებაზე იმიტომ მოდიოდნენ რო საკლუბო კარიერა მოეწყოთ და უკეთესი კონტრაქტი "გაეჩალიჩებინათ". ეხლა კიდე პირიქითაა, ერთი სული აქვთ რო კლუბში კარგად ითამაშონ და ნაკრებში ადგილი დაიმსახურონ! თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო! შეუძლებელია რო რაიმე წარმატებას ვერ მივაღწიოთ ასეთი განწყობით
გივი
15:03 08-11-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული