"ნაპოლიმ" სახლში აუტსაიდერს ვერ სძლია და შემდეგი მატჩი "რეალთან" აქვს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „უნიონთან“ ფრეს დასჯერდა - 1:1.

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო. პირველი მომენტი ზელინსკის ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი მეკარე რენოვმა მოიგერია. შემდეგ ნათანის თავური ძელს მოხვდა. სტუმრები თავს დიდი ძალებით იცავდნენ და კონტრიერიშებით პასუხობდნენ. ნეაპოლელებმა ზეწოლა გააძლიერეს. ანგისამ თავით გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შედეგად დაასკვნა, რომ იქამდე დი ლორენცომ თამაშის წესები დაარღვია. 39-ე წუთზე კვარაცხელიამ პასი მარიო რუის გაუკეთა, რომელმაც ბურთი პოლიტანოს გადააწოდა და მატეომ „ნაპოლი“ დააწინაურა. ზედ შესვენებაზე
გასვლის წინ ბერლინელებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, როდესაც იურანოვიჩის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ხვიჩა მარჯვენა ფლანგზე მეურვეს გაექცა, კარის წინ ზელინსკი მონახა, პოლონელმა შანსი ვერ გამოიყენა, ხოლო სწრაფი კონტრიერიშისას მერეტის კარი ფოფანამ დალაშქრა. „ნაპოლი“ შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდა. მწვრთნელმა რუდი გარსიამ მარიო რუის და ლობოტკას ნაცვლად მოედანზე ოლივეირა და სიმეონე შეუშვა. ნეაპოლელებმა მომენტების შექმნა დაიწყეს: რაჰმანიმ მიზანს ვერ უწია, „კვარას“ დარტყმულს რენოვი დაეუფლა, კომპენსირებულ დროში ხვიჩას მეკარემ გატანა ისევ არ დაანება და შეხვედრა ფრედ დასრულდა - „უნიონმა“ ყველა ტურნირზე 12-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, თუმცა პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგა.

„ნაპოლი“ C ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას ტურნირზე 30 ნოემბერს მადრიდში „რეალთან“ ჩაატარებს.

ნეაპოლი. "დიეგო მარადონა"
ნაპოლი - უნიონი 1:1
გოლები: 1:0 პოლიტანო (39), 1:1 ფოფანა (52)

მკითხველის კომენტარები / 38 /
რონალდოს მგონი მეხუთე ცოლი ყავს და საყვარლებს ვინ დაითვლის მესი აკვანში დაინიშნა და ჩვენ კიდევ ხიჩას უფერული თამაშის გასამართლებლად ხან ცოლს ვიგონებთ ხან პოლიტიკას და ხან ამინდს ვაბრალებთ და ამ დროს რომ ვეღარ ვითარდება და ერთ ადგილს ტკეპნის ამის დანახვა არავის უნდა გაიხსენეთ რუბინში მისი მოღვაწეობა ნახევარი სეზონის მერე ერთ რიგით ფეხბურთელად იქცა რატომ? იმიტომ ყველა მწვრთნელმა და მცველმა დაამუღამა მისი ყველა მოქმედება და ფინტი მეტი კი აღარ შეუძლია ჩვენ კიდევ ველოდებით არიქა დაბდღვნის ყველაფერსო.ხვიჩამ თუ არ განავითარა და გაამრავალფეროვნა ფინტი სისწრაფე და დარტყმა მოკლე ხანში გახდება ღრმა სათადარიგო.ერთი და იგივე მოძრაობა და ვითომ ფინტები ლამის ტრიბუნაზე მჯდომებმა იციან
გოგა
09 ნოემბერი 2023 09:16
6
რასაც რონი ვარჯიშობს იმის მეათედი რომ ხვიჩამ ივარჯიშოს რა უჭირს.. მესი გენიაა მოვლენაა. სხვა ყველა კაი ფეხბურთელი ქალებმა და ნარკოტიკებმა დაღუპეს...
დათო
09 ნოემბერი 2023 11:46
2
მეოთხე თამაშია გოლი ვერ გააქვს, კმარა კვარა!! (ვარდნა!)
იკა
09 ნოემბერი 2023 08:26
4
გუნდიც არ უწყობს ხელს საშუალო კლასის ფეხბურთელები ყავს გვერდით მაგრამ თვითონაც ძაან მოუკლო სისწრაფე დაკარგული აქვს გოლეადორი არასდროს ყოფილა მაგრამ მატაობითაც აღარ მატაობს ადვილად ვერ ცდება მცველებს...ცოლის მოყვანა მაგ ასაკში და კარიერის დასაწყისში მართლა არ შეიძლება.
რონი
09 ნოემბერი 2023 07:29
5
ამ უნიონს როდესღაც ხომ უნდა არ წაეგო და მაინცადამაინც ნაპოლისთან მოახერხა. აბა გერმანიაში 10 თუ 15 წაგება აქვს ზედიზედ. გუნდი ვერ თამაშობს. რეალთან დიდი ანგარიშით წააგებენ.ალბათ კვარამ ამ გუნდში ამოწურა თავისი შესაძლებლობები. უკეთესი გუნდია მოსანახი. უკეთეს გუნდში იმედი მაქვს რომ ლიდერი იქნება. დარტყმები უნდა დაამუღამოს.
დავით 67
09 ნოემბერი 2023 05:20
4
ჭინა წელსაც დავწერე და ეხლაც იგივე უფრო გამოჩნდა. ერთი და იგივე ფინტები და ძალიან ტლანქია მოძრაობაში, თან ეტყობა ზრდასთან ერთად სისწრაფეც დაკარგა, ბევრ დამცველსაც ვეღარ უსრებს ბურთის წინ გაგდების შემდეგ. Dაერტყაზე სჭირდება ვარიში ყველაფერ ჩახვეულად როგორ შეიძლება დაარტყა. სიზუსტე და სიძლიერე აჯკლია მის დარყმებს. თავი ძალიან აქვს ჩაწეული დრიბლინგის დროს თითქოს ბურთის დაკარგვის ეშინია. Aმ ამრჯვენა და მარცხენა "ზამახებით" უკვე ვერავის იშორებს და ხშირად ბურთს ჰკარგავს. ბევრი სამუშაო აქვს და თუ ვერ მიხვდა დროზე მალე სკამზე მოჯდება პიმერა და პრემიერ ლიგა ისევ სიზმარი იქნება და ოცნება. ძარმაცი არ არის მაგრამ ცუდად არ გაიგოთ, რა დროს ცოლის მოყანაა როდესაც კარიერა ეხლა დაიწყე.
simartle
09 ნოემბერი 2023 03:00
33
გეთანხმები ყველაფერში, მაგრამ ცოლის მოყვანაზე ვერ დაგეთანხმები.
ბაჩო
09 ნოემბერი 2023 05:19
4
გარსიას დაედო ცალკე ჩვენი და ცალკე ხვიჩას ცოდვა. კაცს აშკარად არ უნდა თამაში ნება რომ მისცე შეიძლება მოედანზე ელარჯი გაწელოს და ეს ტიპი კიდევ არ ეშვება.
სანდრო
09 ნოემბერი 2023 02:30
15
კვარას აშკარა რეგრესი აქვს სისწრაფის, სისხარტის,მოქნილობისა და ბოლო,გადამწყვეტი დარტყმის სიზუსტის დროს.
KOSTAKURTA
09 ნოემბერი 2023 02:26
6
ამ ნაპოლის თამაშს ხვიჩა რომ არ თამაშობდეს არავითარ შემთხვევაში არ ვუყურებდი.აბსოლიტური ანტიფეხბურთი.პირველ ტაიმში კინაღამ გული შემიღონდა და რამოდენიმეჯერ დავაპირე გადართვა.ზოზინი,ღოღიალი,შაბლონი ,ერთფეროვნება.არავითარი მოულედნელობა,არავითარი ეფექტური მოქმედება.რაც შეეხება ხვიჩას,დღეს ,განსაკუთრებით პირველ ტაიმში ,ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა,თითქოს ძალით იყო შემოყვანილი მოედანზე და ჯინაზე მოქმედებდა ასე უსისხლძარღვოდ.საერთოდ კი მისი მაღალი დონე ზოგადად იძლევა საშუალებას,რომ სხვაზე უკეთ გამოიყურებოდეს ჩაგდებულ თამაშებშიც კი,მაგრამ ჩვენ ეს არ გვაკმაყოფილებს რამეთუ მისი უნარ-მონაცემები მეტის საშუალებას იძლევა.მართლაცდა რაღა იყო ბოლოსდაბოლოს ამდენი უნიათო დარტყმა,ამდენი დაბლოკვა,ამდენი საჩუქარი მეკარეს,ამდენი განიავებული კუთხური ,ამდენი უშედეგო მატჩი?დავიღალეთ იმის მოლოდინებით,რომ აი ახლა დაგლიჯავს,აი ახლა მოგვფხანს გულს ენერგიული და შედეგიანი მოქმედებებით,მაგრამ შენც არ მომიკვდე,---ერთიდაიგივე,ერთიდაიგივე მეორდება ყველა თამაშზე,----მხოლოდ და მხოლოდ კლასს ამჟღავნებს ,ეგ არის და ეგ.რა არის საჭირო?ალბათ უკეთესი დამრიგებელი და თავდადებული და ხანგრძლივი ყოველდღიური მუშაობა რათა სურვილი ჩვენი რეალობად იქცეს.
არგუტი
09 ნოემბერი 2023 01:44
3
რატო გგონიათ რო ყველა თავის ნებაზე დარბის და სადაც უნდათ იქ დგანან? სადაც მწვრთნელი დააყენებს იქ დგას და აკეთებს იმას რა დავალებაც ეძლევა, შეფასება პასებით შეცდომებით და სხვა სტატისტიკით ეძლევა და არა მარტო გოლებით, აშკარად პასებზე იყო გადართული დღეს და კარგადაც გამოსდიოდა, წიწილებს როდის ითვლიან კი გეცოდინებათ
ჰუჰ
09 ნოემბერი 2023 01:24
6
ამ უნიონს რომ ვერ მოუგებ, პრინციპში არც მარტო მოგებაზეა საუბარი, ბურთს რომ ვერ გაუგორებ გამოდის ძალიან დაბალი დონეა ნაპოლი, ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ შემთხვევით თუ გაიტანენ მხოლოდ გოლს
მამუკა
09 ნოემბერი 2023 01:00
2
ამ გუნდს,გასვლაზე,ძალიან იოლად მოუგეს,მილანთან მეორე ტაიმშიც შესანიშნავად ითამაშეს და თქმა,ძალიან დაბალი დონის გუნდიაო,არასწორია.დონე ან გაქვს,ან არა და თუ არ გაქვს,საკუთარ თავს ვერ გადაახტები.ვერ,ან არ ითამაშეს!ისევ მწვრთნელთან მივდივართ,რადგან ფეხბურთელების თამაში,მძიმე მუშაობას უფრო ჰგავდა.ცდილობდნენ,მაგრამ აღმაფრენის,ფანტაზიის გარეშე და შედეგიც შესაბამისია.
სოსო
09 ნოემბერი 2023 09:39
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული