"ნაპოლიმ" სახლში აუტსაიდერს ვერ სძლია და შემდეგი მატჩი "რეალთან" აქვს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „უნიონთან“ ფრეს დასჯერდა - 1:1.

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო. პირველი მომენტი ზელინსკის ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი მეკარე რენოვმა მოიგერია. შემდეგ ნათანის თავური ძელს მოხვდა. სტუმრები თავს დიდი ძალებით იცავდნენ და კონტრიერიშებით პასუხობდნენ. ნეაპოლელებმა ზეწოლა გააძლიერეს. ანგისამ თავით გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შედეგად დაასკვნა, რომ იქამდე დი ლორენცომ თამაშის წესები დაარღვია. 39-ე წუთზე კვარაცხელიამ პასი მარიო რუის გაუკეთა, რომელმაც ბურთი პოლიტანოს გადააწოდა და მატეომ „ნაპოლი“ დააწინაურა. ზედ შესვენებაზე
გასვლის წინ ბერლინელებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, როდესაც იურანოვიჩის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ხვიჩა მარჯვენა ფლანგზე მეურვეს გაექცა, კარის წინ ზელინსკი მონახა, პოლონელმა შანსი ვერ გამოიყენა, ხოლო სწრაფი კონტრიერიშისას მერეტის კარი ფოფანამ დალაშქრა. „ნაპოლი“ შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდა. მწვრთნელმა რუდი გარსიამ მარიო რუის და ლობოტკას ნაცვლად მოედანზე ოლივეირა და სიმეონე შეუშვა. ნეაპოლელებმა მომენტების შექმნა დაიწყეს: რაჰმანიმ მიზანს ვერ უწია, „კვარას“ დარტყმულს რენოვი დაეუფლა, კომპენსირებულ დროში ხვიჩას მეკარემ გატანა ისევ არ დაანება და შეხვედრა ფრედ დასრულდა - „უნიონმა“ ყველა ტურნირზე 12-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, თუმცა პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგა.

„ნაპოლი“ C ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას ტურნირზე 30 ნოემბერს მადრიდში „რეალთან“ ჩაატარებს.

ნეაპოლი. "დიეგო მარადონა"
ნაპოლი - უნიონი 1:1
გოლები: 1:0 პოლიტანო (39), 1:1 ფოფანა (52)

მკითხველის კომენტარები / 38 /
კვარას აშკარა რეგრესი აქვს სისწრაფის, სისხარტის,მოქნილობისა და ბოლო,გადამწყვეტი დარტყმის სიზუსტის დროს.
KOSTAKURTA
09 ნოემბერი 2023 02:26
6
ხვიჩას ყველა დარტყმა ან დაბლოკილია ან ცენტრში მეკარეს, ასე ტოპ ვარსკვლავობა და ოქროს ბუცი არ მოვა. ასეთი საფეხბურთო ინტელექტის პატრონს ასეთი ცუდი საფინიშო დარტყმა ქონოდეს არ მახსოვს. ეს თუ ვერ გამოასწორა არ ვიცი რა, კუთხეში დარტყმაზე საათობით უნდა ივარჯიშოს და რაღაც გამოვა.
მოკლედ ვისაც გინდათ ტაში უკარით და საუკეთესო იყოო და ასე შემდეგ
მაგრამ რეალურად თუ პრეტენზია გვაქვს ჩვენ და კვარას სხვა დონეზე უნდა იყოს მისი თამაში თუ სწორება გვაქვს ტოპ ვარსკვლავობაზე თორემ ელმასი, პოლიტანო და ასეთ სრედნიაკებზე 5 წელი რომ არ ითამაშოს ხვიჩამ ფეხბურთი და შემდეგ დაბრუნდეს ამათ დონეს დაბრუნებისთანავე აჩვენებს, მას მეტი რო შეუძლია ვიცით და მიტო ვითხოვთ მეტს მისგან ვიდრე უბრალოდ კარგი ფეხბურთელი. და რა აქცევს კარგ ფეხბურთელს ტოპ ვარსკვლავად? დიახ ცივსისხლიანად შესრულებული საფინიშო მკვლელი დარტყმა, და ეს დარტყმა კი კვარას აშკარად გამოსამუშავებელი აქვს ეს თვალნათლივ ჩანს. ბოლო სამ მატჩში მილანის მენიანს, აგერ უნიონის მეკარეს ორჯერ პირდაპირ ცენტრში დაურტყა კუთხე ვერცერთ შემთხვევაში ვერ მისცა, ეს კი შემთხვევით არ ხდება(მანამდეც უამრავჯერ იგივე). სერიოზულად აქვს სამუშაო ამ საფინიშო დარტყმაზე.
ამდენი დაბლოკილი დარტყმა ეგეც ხო სისწრაფეზეა და არა მხოლოდ დაღლილობაზე დამოკიდებული, ბევრს ფიქრობს და მიტომ. უბურთოდ უფრო მეტს უნდა მოძრაობდეს, და უფრო სხარტად უსხლტებოდეს მეურვეს საჯარიმოში თუ მის მისადგომებთან რადგან თანაგუნდელს პასი დასარტყმელ პოზიციაში გახსნილმა შესთავაზოს და არა მეურვეს ზურგს უკან რაც უმეტესად ესეა ხვიჩას შემთხვევაში, ისევ ისე აუტის ხაზზე რომ არის მიწებებული, ბოლო 15 წუთი ითამაშა კარგად მანამდე ინერტული იყო, შარშან სწრაფად აკეთებდა ყველაფერს და უფრო სწრაფი იყო ყველა მხრივ.
Almagro
09 ნოემბერი 2023 00:27
10
შესაძლოა ყველაფერში არ გეთანხმებოდე,მაგრამ ძალიან კარგი პოსტ-ანალიზია.ხშირად შემოდი ხოლმე,სიამოვნებით წავიკითხავ.
სოსო
09 ნოემბერი 2023 20:48
0
ამ ნაპოლის თამაშს ხვიჩა რომ არ თამაშობდეს არავითარ შემთხვევაში არ ვუყურებდი.აბსოლიტური ანტიფეხბურთი.პირველ ტაიმში კინაღამ გული შემიღონდა და რამოდენიმეჯერ დავაპირე გადართვა.ზოზინი,ღოღიალი,შაბლონი ,ერთფეროვნება.არავითარი მოულედნელობა,არავითარი ეფექტური მოქმედება.რაც შეეხება ხვიჩას,დღეს ,განსაკუთრებით პირველ ტაიმში ,ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა,თითქოს ძალით იყო შემოყვანილი მოედანზე და ჯინაზე მოქმედებდა ასე უსისხლძარღვოდ.საერთოდ კი მისი მაღალი დონე ზოგადად იძლევა საშუალებას,რომ სხვაზე უკეთ გამოიყურებოდეს ჩაგდებულ თამაშებშიც კი,მაგრამ ჩვენ ეს არ გვაკმაყოფილებს რამეთუ მისი უნარ-მონაცემები მეტის საშუალებას იძლევა.მართლაცდა რაღა იყო ბოლოსდაბოლოს ამდენი უნიათო დარტყმა,ამდენი დაბლოკვა,ამდენი საჩუქარი მეკარეს,ამდენი განიავებული კუთხური ,ამდენი უშედეგო მატჩი?დავიღალეთ იმის მოლოდინებით,რომ აი ახლა დაგლიჯავს,აი ახლა მოგვფხანს გულს ენერგიული და შედეგიანი მოქმედებებით,მაგრამ შენც არ მომიკვდე,---ერთიდაიგივე,ერთიდაიგივე მეორდება ყველა თამაშზე,----მხოლოდ და მხოლოდ კლასს ამჟღავნებს ,ეგ არის და ეგ.რა არის საჭირო?ალბათ უკეთესი დამრიგებელი და თავდადებული და ხანგრძლივი ყოველდღიური მუშაობა რათა სურვილი ჩვენი რეალობად იქცეს.
არგუტი
09 ნოემბერი 2023 01:44
3
ხვიჩამ თუ გამძლეობას არ მოუმატა არაფერი გამოვა, როგორც კი რამდენიმე მეტრს ბურთით მაღალ სიჩქარეზე გაირბენს ფაქტიურად ვეღარ სუნთავს და შესაბამისად ეს დარტყმის სიძლიერეზე და სიზუსტეზე აისახება.
გია
09 ნოემბერი 2023 00:07
7
მიუხედავად იმისა რომ ბევრმა საიტმა მაღალი შეფასება მისცა..დღევანდელი თამაშI მაინც დამაკმყაფოლებლად მიმაჩნია..გამომდინარე იქედან რომ ხვიჩა ისე დაიხვეწოს უნდა რომ უნივერსალი გახდეს...ტავიდან ფლანგზე ძალიან ჩაკეტილი იყო..ფიზიკურად ძლიერი მცველებთან გამკლავება უჭირდა..მეორე ტაიმში გაუგებარი იყო მისი ცენტრში გადმოყვანა...უბურთოდ ტლანქად მოძრაობდა...ტავისუფალ სივრცეს არ ეძებდა...აი გოლის შემდეგ გააქტიურდა ისევ ფლანგზე ამოძრავდა..და ორი კარგი მომენტი შექმნა...მაგრამ ვერც რასპადორიმ ვერც ზელინსკიმ ვერ გამოიყენეს...შმედეგ იყო კარში დარტყმები..აშკარად ძალა აკლდა ..და მეკარისთVის ადვილად გამსოაცნობი გახდა...შემდეგ რივოკზე ერტი ერტზე..გაგრძელება ვერ იპოვა და ბურთი დაკარგა..ასეთი დაკარგვები ძალაინ ბევრი აქვს სამწაუხაროდ...გასაგებია პარტნირი არავინ ჰყავს..მაგრამ ბურთი მაინც არ უნდა დაკარგო ამ დროს...ან უკან დაიხიე..ან ცოტა ხნით შეინარჩუნოს უნდა..ადრეც დამიწერია და კუნთოვანი მასის მომატების მერე სისწრაფე და დიმანიურობა დაკარგა...ივარჯიშოს უფრო მეტად მომატებულ წონაზე არ დაკარგოს სასტრატო სისწრაფე,,,რაც მნიშ ვნელოვანია ერთი ერტზე თამაშის დროს..დატყმების ტექნიკა..ყველაზე მეტად დასახვეწი აქვს...მის არსენალში რამოდენიმე დარტყმის ტექნიკა უნდა იყოს..თუ უნდა რომ სრულყოფილი შმესრულებელი გახდეს...საერტოდ ვფიქრობ რომ სკუდეტოს მოგების შემდგე ფეხბურთელებს მოტივაცია და ცეცხლი აკლიათ..რაგაც ახალი გამოწვევა გუნდისთVის საჭირო...მაგრამ გარსია არ არის იმ დონის ტაქტიკოსი და ფისქიოლოგი რომ გუნდი სწორ გზაზე გაიყვანოს...
ბუჯანგა
09 ნოემბერი 2023 00:46
4
ესე უჯიგროდ თამაში არ გამოვა ხვიჩაჯან. თამასა შენ აწიე და ეხლა კი აზრზე არა ვარ რა გემართება. თუ თამაში წამივა ვითამაშებ, ეგრე არ გამოვა. ესე მგონია, ფეხებზე გირები გკიდია, ვეღარც დარბიხარ.............
ეს კაცი მოედანზე დაღლილი გამოდის ??????
09 ნოემბერი 2023 00:44
7
საზიზღარი თამაში იყო . უვარგისს გუნდს ვერ მოუგეს
საბურთალო
09 ნოემბერი 2023 00:41
3
ამ უნიონს რომ ვერ მოუგებ, პრინციპში არც მარტო მოგებაზეა საუბარი, ბურთს რომ ვერ გაუგორებ გამოდის ძალიან დაბალი დონეა ნაპოლი, ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ შემთხვევით თუ გაიტანენ მხოლოდ გოლს
მამუკა
09 ნოემბერი 2023 01:00
2
ამ გუნდს,გასვლაზე,ძალიან იოლად მოუგეს,მილანთან მეორე ტაიმშიც შესანიშნავად ითამაშეს და თქმა,ძალიან დაბალი დონის გუნდიაო,არასწორია.დონე ან გაქვს,ან არა და თუ არ გაქვს,საკუთარ თავს ვერ გადაახტები.ვერ,ან არ ითამაშეს!ისევ მწვრთნელთან მივდივართ,რადგან ფეხბურთელების თამაში,მძიმე მუშაობას უფრო ჰგავდა.ცდილობდნენ,მაგრამ აღმაფრენის,ფანტაზიის გარეშე და შედეგიც შესაბამისია.
სოსო
09 ნოემბერი 2023 09:39
1
სამწუხაროა ამის აღნიშვნა, მაგრამ კვარას ყველაზე დიდი პრობლემა ეს დარტყმებია. ან მეკარეს ურტყამს ან და მცველებს. სწორი და დროული გახსნაც უჭირს, ისევე როგორც ფიზიკური მომზადება. ამ აუტის ხაზს კიდევ რატომ ეწებება ესე ხშირად, უბრალოდ გაუგებარია
ბესო
09 ნოემბერი 2023 00:20
3
არაფერი არ აკლია კვარას, გარდა იმისა რომ ტაქტიკურად განუსწავლელია და არ იცის როგორ და სად უნდა გაეხსნას თანაგუნდელს.

რაც კი გოლი აქვს გატანილი, ყველა თავისი იმპროვიზაციის შედეგად და არასდროს გაუტანია გოლი სწორად გახსნის შედეგად.

კარგი ტაქტიკოსის ხელში კვარა სულ სხვა სიმაღლეზე ავა.
ფეხბურთი
09 ნოემბერი 2023 00:05
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული