Flashscore-მა ხვიჩა "უნიონთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში "ნაპოლიმ" "დიეგო მარადონაზე" აუტსაიდერი "უნიონი" ვერ დაამარცხა (1:1), თუმცა 7 ქულით მეორე ადგილზეა და პლეი-ოფში გასვლის კარგი შესაძლებლობა აქვს.

მასპინძელთა გუნდის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, რამდენიმე მომენტი თავად შექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა და Flashscore-მა 8.7-იანი შეფასებით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

Sofascore-მა ქართველის გარჯა 7.9 ქულით, Whoscored-მა კი 7.6-ით შეაფასა.

"ნაპოლი" 12 ნოემბერს, სერია A-ს მეთორმეტე ტურში, "ემპოლის" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 39 /
ეს უკვე სახელის დამსახურებაა და არა თამაშის, ყველაზე ცუდი თამაში რაც კი მიყურებია და ზოგადად შარშანდელის აჩრდილი დადის მოედანზე. დიდხანს არ დაუწყებენ ფოფინს თუ ვარჯიშები არ გააორმაგა როგორცადრე...
რუსთავი
01:10 09-11-2023
23
დღეს პოლიტანო აშკარად ყველას სჯობდა. არ გამოხტეთ ეხლა ეგრეთწოდებული ფანები.სანაია და ნაცი ეგეთები
დავით
05:25 09-11-2023
41

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული