მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ბრაიტონმა" "აიაქსს" ისევ მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „აიაქსი“ საკუთარ მოედანზე „ბრაიტონთან“ 0:2 დამარცხდა.

შეგახსენებთ, 27 ოქტომბერს "ბრაიტონმა" "აიაქსს" ინგლისშიც 2:0 სძლია.

მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე 78-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში უკვე 0:2 იყო. მან 8 ოქტომბრის შემდეგ კლუბში პირველად ითამაშა. მიქაუტაძემ მოედანზე შესვლისთანავე ბორჟეში ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა.

„აიაქსი“ B ჯგუფში 2 ქულით აუტსაიდერია და ტურნირზე შემდეგ მატჩს 1-ელ დეკემბერს საფრანგეთში „მარსელთან“ ჩაატარებს.

ამსტერდამი. „იოჰან კრუიფ არენა“
აიაქსი - ბრაიტონი 0:2
გოლები: 0:1 ფატი (15), 0:2 ადენგრა (53)

მკითხველის კომენტარები / 4 /
არის მწვრთენების ორი კატეგორია ნამდვილი და მონები. ნამდვილები არიან მაგალითად მაურინიო, ანჩელოტი, გვარდიოლა მაგათ ვერ ეტყვი ვინ უნდა დააყენო ძირითადში და ვინ შეცვალო. მონები არიან მაგალითად სხიპი, გარსია, სანიოლი ეტყვი ვინ უნდა იყოს ძირითადში და უმალ იქნებიან, ან ვინ უნდა გამოიძახონ. სულ ესაა დღევანდელი ფეხბურთი სამწუხაროდ.
Ioseb
00:13 10-11-2023
4
ეს მდგომარეობა აიაქსში არის ხელმძღვანელობის ბრალი, აშკარად არაჯანსაღი ატმოსფერო აქვთ, ფეხბურთელებთან ჯინში ჩადგომით საქმეს ვერ გააკეთებ. მწვრთნელადაც მონა ყავთ ისევე როგორც ჩვენ ნაკრებში, ადვილი სამართავები.
რუსთავი
00:42 10-11-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული