"ასე არ შეიძლება" - ფედელემ კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-ის ეთერში ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისა" და "უნიონ ბერლინის" (1:1) მატჩი შეაფასა.

იტალიელმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ქართველი ეგოისტურად თამაშობს.

"ნაპოლის" ქომაგებს ჰგონიათ, რომ გუნდში შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ, თუმცა ეს მხოლოდ ილუზიაა, რა თქმა უნდა, "პარტენოპეის" წარმატება მხოლოდ ლუჩანო სპალეტის დამსახურება იყო.

რა შეიცვალა კვარაცხელიასა და დი ლორენცოსთვის? ეს უკანასკნელი იმავე სტილით თამაშობს და შეტევაში აქტიურად ერთვება, თუმცა სივრცეებს, რომლებიც უკან რჩება, არავინ აკონტროლებს. კვარაცხელია ამ მომენტისთვის ძალიან
ეგოისტურად თამაშობს. ასე არ შეიძლება. იმის ნაცვლად, რომ თანაგუნდელი საკუთარ თავზე წინ დააყენოს, ბურთის მიღებისთანავე დრიბლინგს იწყებს და არაფერი გამოსდის, თუმცა წარუმატებლობის მთავარი მიზეზი რუდი გარსიაა.

ფრანგმა სპეციალისტმა სპალეტის მიერ დანერგილი სისტემა შეცვალა, გარსია ცვლილებებსაც აგვიანებს და გუნდის ორგანიზებასაც ვერ ახერხებს", - განაცხადა ფედელემ.

alt"დე ლაურენტისის არჩევანმა აღმაფრთოვანა, ვიცი, ვინ გაწვრთნის "ნაპოლის" - ენრიკო ფედელე

altფედელე: გარსია "კვარას" განტევების ვაცად იყენებს და ინტელექტის დეფიციტი აქვს

altფედელე: გარსია კვარაცხელიაზე ცრუობს, სასტარტოში დე ლაურენტისის საამებლად არ დააყენა

მკითხველის კომენტარები / 16 /
Უამრავჯერ სულ მარტო მყოფი ხვიჩა,თავის ფლანგზე ხან ხელებს იქნევს, ხან რივოკებს აკეთებს პასის მოლოდინში, მაგრამ პარტნიორები ან ვერ, ან არ ხედავენ... Უფრო მგონია საფეხბურთო ინტელექტი, მოედნის ხედვა და პასის კულტურა აკლიათ, რაც ხვიჩაში უხვადაა, ამითაა განპირობებული ყოველივე. Ერთი თავით მაღლა დგას ხვიჩა ამ კომპონენტებში... Ერთადერთი ზელენსკის შეუძლია პასების კეთება, თუმცა რასაც თამაშობს ამ ბოლო დროს ყველა ვხედავთ.
Დათო
11 ნოემბერი 2023 18:17
1
კლასი არ აქვთ რომ კარგი პასი ან დიაგონალი გაუკეთონ მარჯვენა ფლანგზე როცა ვითარდება შეტევა კვარა ყოველთვის მარტო რჩება და იმის შნო არავის აქვს რომ დიაგონალი გაუკეთონ
გიორგი
19 ნოემბერი 2023 22:37
0
არავის გაფეტიშების მომხრე არა ვარ და არც ჯანსაღი კრიტიკის წინააღმდეგი ვარ, არც ვინმეს ვუკრძალავთ აზრის გამოთქმას, მითუმეტეს, კვარას პირობებში ეს შეუძლებელია, მაგრამ კრიტიკა უნდა იყოს სამართლიანი და ობიექტური. დათვალოს ვინმემ, მთელი თამაშის განმავლობაში რამდენ პასს აკეთებს ხვიჩა და რამდენს ღებულობს თანაგუნდელებისგან, ის ბოლო დარტყმულები, ზოგი რომ მცველს მოხვდა და ზოგი მეკარემ რომ აიღო, გასულიყო აბა რომელიმე, ხომ ატყდებოდა მაშინ ყიჟინა. მასე ყველა ბურთი მარადონასაც ვერ გაჰქონდა. შვიდი წელი იყო მარადონა ნაპოლიში და და ორჯერ აიღო სკუდეტო. ამათ ხვიჩას ფაქტორის გამო ყოველ წელს უნდათ. ხვიჩა დიდი ფეხბურთელია და არავინ იცის როდის შეცვლის თამაშის ბედს, მაგრამ ფეხბურთელს შესაბამისი დაფასებაც ჭირდება. ლამის ბოლო ადგილზეა გუნდში ანაზღაურების მხრივ. რასაც აძლევენ ათჯერ მეტს აბრუნებს.
თენგაბი
11 ნოემბერი 2023 14:25
1
ნაწილობრივ მართალია ეს კაცი. იგივე უნიონთან პოლიტანომ რომ გაიტანა იმ მომენტში პასს ითხოვდა, რომ არ მისცეს ეტყობა გაბრაზდა და გოლის მისალოცადაც კი არ გაიქცა წესიერად. არ გამოვა ასე, ფებურთია ეს ხან ასე იქნება ხან ისე. გუნდის წარმატება კიდე უნდა გიხაროდეს და ეს გამოხატო უნდა.
დატყმებზე კიდე ბევრი სავარჯიშო აქვს, სულ ცენტრში დარტყმით გოლი ხშირად არ გავა.
gogi
11 ნოემბერი 2023 14:23
0
Xelfasze rato aravin laparakobs,rasac uxdian imaze mets aketebs.aralegalis xelfasze moindomes moiklas tavi.dacvas miexmara,driblingebi, pasebi da golebi akete.tamashis mere stadioni kide xoar daalagos?jmotebs moundat kvaras xarjze gulavi.
Gia
10 ნოემბერი 2023 18:48
2
Ert mushtad shekvra aklia am gunds ro vuyureb ase mgonia yvela tavis tavistvis tamashobs… goli ro gadis imis magivrad yvelas gauxardes zogi traurshia ro tviton ar sheagdes…..
Kvaram unda moumatos dacvashi tamashs!!!!iseti shtabwchdileba mrcheba ro fizikurad ar aris satanado doneze momzadebuli da erideba dacvashi zalebis daxarjvas…..

Kvaram yvela komponentshi unda moumatos!!!!
Martali
10 ნოემბერი 2023 18:18
2
ფედელე ნაწილობრივ მართალია.ბერლინის უნიონთან იყო 3 -4 მომენტი (არა მარტო ბერლინის უნიონთან), როცა თანაგუნდელები უკეთეს დასარტყმელ პოზიციებზე იყვნენ და პასი არ გაუკეთა.ხან დრიბლინგი გააგრძელა და ბურთი დაკარგა ან კიდევ დარტყმა დაუბლოკეს.მაგრამ ხშირად არც მისი თანაგუნდელები უკეთებენ პასებს ,შეგნებულად და შეუგნებლადაც...რასპადორი და ზიელინსკი მაგარი ეგოისტები არიან.ალბათ კვარა ასეთნაირებზე ბრაზდება, მაგრამ ამათ ჯიბრში კი არ უნდა ჩაუდგეს, არამედ პირველ რიგში ფეხბურთი ითამაშოს გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე და ყველას დაანახოს რომ ასეთნაირებზე ერთი თავით მაღლა დგას.
KOSTAKURTA
10 ნოემბერი 2023 17:57
8
მართალია ეს კაცი
zura222
10 ნოემბერი 2023 17:42
5
ფედელე-პედელეა მართალი? შარშან გუნდში ყველაზე მეტი საგოლე პასი ვინ გააკეთა? წელს გუნდში ყველაზე მეტი საგოლე პასი ვის აქვს? სტატისტიკა ამბობს სიმართლეს, თუ გინდათ კვარა ოსიმენის, რუის, პოლიტანოს , რასპადორის და ანგისას ხელის ბიჭად აქციოთ? პირიქით კი არის, 30-50 მეტრიან რივოკებს აკეთებს და პასს არ აძლევენ. ბუნებით არის წესიერი კაცი, თორემ ყველა მიიღებდა საკადრის პასუხს.
ბესო
11 ნოემბერი 2023 16:55
0
თქვენ ის ხალხი ხართ ვინც ერთი დღით ცხოვრობთ, რაშია მართალი ეს ვიგინდარა, თამაშის ნახევარზე მეტი მარცხენა ფლანგი ბურთის გარეშე იყო, ვგულისხმობ კვარასკენ უპასო თამაშს!!!!!!
ვაჩე!
11 ნოემბერი 2023 11:06
1
რამდენიც არ უნდა აქოთ და ადიდოთ კვარა ჩავარდნილი მატჩების შემდეგ და აცენზუროთ კრიტიკული პოსტები საქართველოში,(საბჭოთა სტილში) რეალობას მაინც ვერ შეცვლით, თუ საქართველოში პირს ამოგვიკერავთ, იტალიიდან მაინც წამოვა დამსახურებული კრიტიკა და მაგას ვერაფერს უშველით. ამიტომ კვარა ყური უგდე კრიტიკოსებს, მაგათ შენთვის კარგი უნდათ, აი მაქებრებს კი ერიდე, ეგენი დაგღუპავენ!
კეთილიმსურველი კრიტიკოსი
10 ნოემბერი 2023 13:44
28
საქართველოში საბჭოთა სტილში პირამოკერილს. აუჰ, და ბუფონს რა ვუყოთ, საიდან მოდის მაგისი მაღალი შეფასება, იტალიიდან არა? თუ ბუფონსაც პირი ამოვუკეროთ?))) ეს 'კეთილმოსურნეები' თავის ეშმაკის კუდს ვერა და ვერ მალავენ.)))
გიორგი
10 ნოემბერი 2023 14:35
11
ეტყობა პარმას მაგის რჩევები.....
გიორგი
10 ნოემბერი 2023 13:00
3
კვარა 2-3- ჯერ მეტ პასს უკეთებს სხვებს, ვიდრე იღებს. თანაც,კვარას პასს ძირითადად გაჩერებულს აძლევენ.
გიორგი
10 ნოემბერი 2023 12:53
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული